პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Dec 17 2012, 02:02 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - იფიქრეთ დროის შესახებ და იკითხეთ წიგნები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დროის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც პატრიარქმა დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა, დრო უძვირფასესია, რაც უფალმა ადამიანს მისცა. "ადამიანმა მისთვის განკუთვნილ დროში ყველაფერი უნდა მოასწროს. ჩვენ ზედმეტად თავისუფალი ადამიანები ვართ და არ გვესმის, რამდენად ძვირფასია დრო. იმედია, ვიფიქრებთ იმაზე, რას ნიშნავს დრო და მივალთ დასკვნამდე, რომ ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. უნდა ვიჩქაროთ კეთილი საქმის კეთება და გაჭირვებულების დახმარება", - აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქმა გაიხსენა ისტორია, რომლის თანახმადაც, ომისას დაჭრილ ჯარისკაცებთან მუდმივად დადიოდა ერთი ობოლი ბავშვი და მათ ანუგეშებდა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, სამხედროებმა მას მახარობელი დაარქვეს და იმ დღეს, როდესაც ბავშვი არ მივიდოდა, იწყენდნენ. "ყოველი ჩვენგანი უნდა იყოს მახარობელი. თუ ახლობლის მატერიალური დახმარება არ შეგიძლიათ, სიტყვით მაინც ანუგეშეთ. იმედმა გადაარჩინა საქართველო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კი გაშალა თავისი საფარველი და დაღუპვას გადაგვარჩინა. ამიტომ მოგიწოდებთ, იფიქრეთ დროის შესახებ და იკითხეთ წიგნები", - მიმართა მრევლს უწმინდესმა. ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა. მან ასევე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა. "თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ გულითად თანაგრძნობას ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვალებულთა ახლობლებს და მთელ ამერიკელ ხალხს", - ნათქვამია სამძიმრის წერილში. ამერიკის შტატის კონეკტიკუტის ქალაქ ნიუტაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში 20 წლის ადამ ლანცამ 27 ადამიანი მოკლა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ადამ ლანცამ ჯერ სახლში მოკლა საკუთარი დედა, რომელიც მასწავლებელი იყო. შემდეგ კი, სკოლაში მივიდა, სადაც ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, ცეცხლს 20 ბავშვი და 7 მოზრდილი ემსხვერპლა. გარდაცვლილია თავად ადამ ლანცაც, რომელმაც, სავარაუდო თავი მოიკლა. New York Post-ის ცნობით, ადამ ლანცა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და, სავარაუდოდ, აუტიზმით იყო დაავადებული. სკოლაში სროლის დროს 600 ბავშვი იმყოფებოდა. უსაფრთხოების მიზნით ქალაქების სხვა სკოლებში სწავლა შეწყვეტილია. "ინტერპრესნიუსი" წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/67575-ili...l#ixzz2FFqjKQEX -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 12:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი