IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რევაზ მარგიანი, პოეზია ჩვენი ჯარისკაცებისთვის
marine
პოსტი Dec 20 2012, 01:51 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,844
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამ თემის გახსნა გადამაწყვეტინა ჩვენი საყვარელი ფორუმელის სიყვარულის ისტორიამ... smile.gif მას შეყვარებული ჯარში ყავს და ღმერთს ვთხოვ, რომ ის ვაჟკაცი და ყველა, ვინც ჯარისკაცია, შინ მშვიდობით დაბრუნდეს.


აი, რას წერს სვანი პოეტი რევაზ მარგიანი:

"ცხოვრების გზაზე დიდი სამამულო ომი წამომეწია. ეს ლექსები იწერებოდა ფრონტზე და ომიდან დაბრუნების შემდეგ.

ვისაც ის მრისხანე წლები ახსოვს და ომის ჭირ-ვარამი გადაუტანია, მისთვის შეიძლება ახლობელი გახდეს ჩემი რამდენიმე ლექსი."



მე უბით ვატარებ პატარა ბარათს

მე უბით ვატარებ პატარა ბარათს -
შენგან რომ მივიღე წუხელ,
ის ვით საუნჯე, ფარულად დამაქვს,
რატომღაც ვერავის ვუმხელ...

წუხელ ბიჭებმა გადმომცეს ქაღალდი,
იმ წამსვე გავხსენი თრთოლვით,
თოვდა და ჩემს მხრებზე დაფრინდნენ ფარფატით -
ფიფქები პირველი თოვლის.

არ მახსოვს, რამდენჯერ გავშალე ღიმილით,
ჭაბუკი ოცნებად ვიქეც,
უცხო რამ, ასე ვთქვათ, ვით გულისტკივილი,
დავხედე ბარათს და ვიგრძენ.

შენ როცა ამ ბარათს საჩემოდ წერდი,
მალავდი შენს წუხილს, ქალო.
დაწერილ ბარათის ორივე გვერდი
მეტყოდა, რომ კარგად ვარო!

არა ხარ მართალი! ბავშვურმა ცრემლებმა
ხომ გაგთქვეს, რას იტყვი ახლა?
ცრმელების წვეთები აქა-იქ ემჩნევა
საჩემოდ დაწერილ ქაღალდს.

არ ვიცი რას სწუხდი, უჩემოდ ყოფნა
ვიცი რომ ძნელია შენთვის.
არ ვარგა: გულით სხვას ფიქრობდი თურმე,
ხელით კი სიხარულს წერდი.

ნუ სწუხარ, გაივლის ომი და ქარი,
ვიცხოვრებთ ისევე მშვიდად,
ჩვენთვის ხომ სიცოცხლე მამული არის,
დიადი სამშობლო წმიდა!

...მე უბით ვატარებ პატარა ბარათს,
გაჩვენებ, როცა შინ მოვალ,
და გულში, იცოდე, ვარამის გვარად
ჩამრჩება ბარათის ხსოვნა.

მოსვლამდე, ვინ იცის... უბეში მექნება
და ხშირად დავხედავ ხვნეშით:
"საველე ფოსტა, 72,
მარგიანს საკუთარ ხელში."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Dec 20 2012, 02:34 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,844
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გაფრინდი, ჩემო თეთრო თოლია


გაფრინდი, ჩემო თეთრო თოლია,
შეინავარდე, შენი კვნესამე,
იქ, სადაც ყვავილს დაუთოვია,
ჩემს საქართველოს მთებს მიესალმე.

გაფრინდი, ორი ზღვა გადასერე,
და როცა შეგხვდეს ლურჯი ხმელეთი,
იცანი ნისლში დამდგარი სერზე
ჩემი სვანეთი და იმერეთი.

მთა დაწინწკლულა, როგორც ფორეჯი!
ჩვენ ფრონტზეც გვესმის მშობლის ნაბიჯი,
სამშობლოსათვის ამ სიშორეზე
ვართ ვაჟკაცები ძმადშენაფიცი.

გაფრინდი, ჩემო თეთრო თოლია,
იქ, სადაც ქართველს უხნავს გუთანით,
და სადაც მთებზე მხოლოდ თოვლია,
იქ თოვლისთმიან დედას უთხარი,

რომ ჩვენ აქა ვართ, სადაც ნისლია,
და გრგვინვა ისმის განუწყვეტელი,
სადაც ბიჭები რისხვით ისვრიან
და აღვმართულვართ, როგორც კედელი.

ჩვენ კი შენთან ვართ ალალ ფიქრებით,
დედის თავშალის გვადგას ნათელი,
მამულისათვის ერთად ვიქნებით,
ვიდრე არ მოსპობს ვერაგს ქართველი!..

სამშობლოსათვის ამ სიშორეზე
ერთად ვართ, მტრებთან ჩვენც გვიბრძოლია,
იქ, სადაც მთაა - ჭრელი ფორეჯი,
გაფრინდი მაცნედ, ჩემო თოლია.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 01:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი