ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
llevaniiiii |
Dec 20 2012, 05:49 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 20-December 12 წევრი № 12,829 |
წინასწარ გეტყვით, ვარ ხატებისა და მათი თაყვანისცემის წინააღმდეგი.
ეხლა შეკითხვა იმათ ვინც იციან ძველი ებრაული და არამეული: ქვემოთ მოყვანილია ტექსტები ქართული ბიბლიიდან, რომელიც ნათარგმნია ილია მეორეს კურთხევით. გამუქებული სიტყვები ინგლისურში (NIV) ნათარგმნია როგორც "მსგავსება" ანუ "ხატი". რომელია სწორი თარგმანი? ჩემი აზრით ინგლისური თარგმანია სწორი, მაგრამ ამას ვერ დავადასტურებ, რადგან არ ვფლობ ებრაულ ან არამეულ ენებს. რიცხვნი33 52: "განდევნეთ თგვენგან ყველა მკვიდრი იმ ქვეყნისა და მოსპეთ მათი ღმერთების ყველა გამოსახულება ( ინგლისურში: "მათი გამოსახული ხატები") და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი მოსპეთ, და ყველა მათი გორაკი ააოხრეთ." მეორე რჯული29 17: "და თქვენ იხილეთ მათი სისაძაგლეები (ინგლისურში: "საძაგელი ხატები") და მათი კერპები ძელისა და ქვისა, ვერცხლისა და ოქროსი, რომელნიც მათ ჰქონდათ." ფსალმუნები96 7: "შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას (ინგლისურში: "ხატებს") ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით; მუხლი მოიდრიკეთ მის წინაშე ვითომღმერთებო." ესაია30 22: "სიბილწედ შერაცხავთ შენი ძეგლების ვერცხლის პერანგს (ინგლისურში: "ვერცხლის პერანგიან კერპებს") და შენი კერპების ოქროს სამოსელს (ინგლისურში: "ოქროთი შემოსილ ხატებს"). მიმოფანტავ მათ, როგორც სიბინძურეს; "მოშორდი", ეტყვი მათ." წინასწარ გიხდით მადლობას. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი