ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
llevaniiiii |
Dec 21 2012, 10:33 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 20-December 12 წევრი № 12,829 |
ციტატა პირველ რიგში, კეთილი იყოს შენი დარეგისტრირება, ლევან! მადლობა გიორგი. ციტატა მე ბერძნულის, ებრაულისა და არამეულის ცოდნაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიგანიშნო, რომ "მსგავსება" და "გამოსახულება" ერთმანეთის სინონიმებია. სჯობდა ვინც იცის ეს ენები ის გამოპასუხებოდა . მართალი ხარ "მსგავსება", "გამოსახულება" და "ხატი"სინონიმებია, ამიტომ დავსვი შეკითხვა რატომ არის ნათარგმნი "მსგავსება", "გამოსახულება" თუ "ხატი", "ღმერთებად", "სისაძაგლეებად", "ქანდაკებად" და "კერპებად". (რა თქმა უნდა, თუ ინგლისური თარგმანი სწორია.) ციტატა და ჩემი თხოვნა იქნება, რომ სანამ უშუალოდ გამოსახულების თაყვანისცემაზე გადავიდოდეთ, იქამდე ვიმსჯელოთ გაკეთება - არ გაკეთებაზე. ანუ ბიბლიურად ვისაუბროთ, არგუმენტები მოვიყვანოთ რამდენად დასაშვებია ხატის (გამოსახულების) გაკეთება. ჩემთვის შენი მოყვანილი ტექსტი (მეორე მცნება) საკმარისია. ძალიან გარკვევით და ნათლად გვეუბნება ღმერთი, რომ ჩვენ არ უნდა გავიკეთოთ ხატები. გამოსვლა20 4: "არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი (მსგვსება) იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა, და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ." ციტატა და კიდევ, კარგს იზამ, თუ შენს რელიგიურ აღმსარებლობას გაგვიმხელ. საუბარი უფრო გაგვიადვილდება. მე კი პირიქით მგონია. თუ არ გვეცოდინება ერთმანეთის რელიგიური აღმსარებლობა უფრო ობიექტურად მივუდგებით ერთმანეთს და მსჯელობაც უფრო ობიეცტური იქნება. როცა დრო მოვა "გაგიმხელთ" იმას კი მიხვდი ალბათ რომ არ ვეკუთვნი მართლმადიდებელ ეკლესიას და ბიბლია მწამს რომ არის ღვთის სიტყა (ძველიც და ახალი აღთქმაც) და თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ ბიბლიაზე დაყრდნობით. მადლობა რომ გამოეპასუხე ჩემს პოსტს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი