ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
llevaniiiii |
Dec 22 2012, 07:27 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 20-December 12 წევრი № 12,829 |
A.V.M
ციტატა ბერძნულ-არამეულ-ებრაულის ცოდნაზე ვერაფერს გეტყვი , მაგრამ თუ გინდა ბიბლიაზე დაყრდნობით შეგვიძლია ამ საკითხზე ვისაუბრო. (ანუ მე მომხრე-შენ წინააღმდეგი) რა თქმა უნდა მეგობარო, ვისაუბროთ. მხოლოდ ერთი პირობით: ჩვენი ეს საუბარი არ გადაიზრდება უაზრო დავაში და მიმართული იქნება მხოლოდ ჭეშმარიტების საძიებლად. არ იქნება უაზრო სიტყვებზე გამოკიდება. და თუ აღმოაჩენ რომ ხატების გაკეთება და თაყვანისცემა არა სწორია, მოინანიებ ღმერთის წინაშე და შეიცვლი შენს აზრს. სხვა მხრივ არა აქვს აზრი ჩვენს საუბარს. მე ჩემი მხრიდან დავდებ პირობას, რომ არა მარტო რაც ხატებს შეეხება, არამედ ნებისმიერ საკითხში თუ ღმერთი ამიხელს თვალს და დამანახებს რომ ვცდები, მოვინანიო და შევიცვალო ჩემი აზრი ამ საკითხის შესახებ, თუნდაც მთელი ჩემი ცხოვრება ვიცავდე ამ აზრს და თუნდაც ტრადიციების მიხედვით არა სწორი იყოს ჩემი გადაწყვეტილება. ჩემი აზრი ასეთია: თუნდაც მე "გავიმარჯვო" ამ ჩვენს შორის საუბარში, შენ თუ დაგაბრკოლებს ეს, მაშინ დამარცხებული გამოვალ. ასე რომ, მეგობარო, თუ თანახმა ხარ შევუდგეთ საქმეს მომიყვანე შენი არგუმენტები ბიბლიიდან და ვნახოთ საით წაგვიყვანს მსჯელობა. P.S. მინდა რომ იცოდე, რომ ამ პოსტის დაწერისას ვილოცე და ვთხოვე უფალ ღმერთს, რომ აგვიხილოს თვალები და გვაპოვნინოს ჭეშმარიტება და გახსნას ჩვენი გულები რომ, როცა აღმოვაჩენთ რა არის მართალი და რა არის ტყუილი დავემორჩილოთ უფალს და ავირჩიოთ რაც მართალია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი