ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
George Leluashvili |
Dec 22 2012, 02:22 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
llevaniiiii
ციტატა ჩემთვის შენი მოყვანილი ტექსტი (მეორე მცნება) საკმარისია. ძალიან გარკვევით და ნათლად გვეუბნება ღმერთი, რომ ჩვენ არ უნდა გავიკეთოთ ხატები. გამოსვლა20 4:"არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი (მსგვსება) იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა, და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ." მაშინ გეტყვი, რომ ამ მცნებას თავად უფალი არღვევინებს ადამიანებს ძალიან ხშირად! თუ უფალი სასტიკი წინააღმდეგია ნებისმიერი გამოსახულების გაკეთებისა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი გამოსახულება იქნება), მაშინ თავად მან კვლავ არ უნდა უბიძგოს ადამიანებს რაიმე ხატი შექმნან, ხო? აი ამ კითხვაზე მიპასუხე და მერე გადავიდეთ უშუალოდ ბიბლიურ მუხლებზე. ციტატა თუ არ გვეცოდინება ერთმანეთის რელიგიური აღმსარებლობა უფრო ობიექტურად მივუდგებით ერთმანეთს და მსჯელობაც უფრო ობიეცტური იქნება. როცა დრო მოვა "გაგიმხელთ" კარგი, ნება შენია -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი