ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
llevaniiiii |
Dec 23 2012, 08:34 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 20-December 12 წევრი № 12,829 |
A.V.M
ციტატა რაქელის ეპიზოდს გაგახსენებ- ,,მოიპარა რაქელმა თავისი მამის კერპები.'' ,,რატომ მოიპარე ჩემი ღმერთები?'' რა იყო შენი და შენი აღმსარებლობის აზრით მეგობარო ეს კერპ-ღმერთები? რაც წერია სწორედ ის იყო: კერპები და ღმერთები. და რაკი რახელის მამას ჰქონდა კერპები და ღმერთები, ამიტომ ჩვენც უნდა გვყავდეს კერპები და ღმერთები? დაბადების 31 თავში, საიდანაც ეს ციტატა მოიყვანე, კარგად ჩანს, რომ რახელის მამის, ლაბანის, ღმერთები და იაკობის ღმერთი (ჭეშმარიტი ღმერთი) ერთი და იგივე არ იყო. (დაბადება:31 29-32) ციტატა რახელა კონსტიტუცია შეგიდგენია კაცო... მარტივად- შეურაცხყოფების გარეშე ვისაუბრებთ და მხოლოდ უშუალოდ თემას რაც ეხება იმაზე... მეგობარო, შეურაცხყოფასაც ავიტან და ცინიზმსაც, რო ვიცოდე კარგ შედეგს მოიტანდეს, მაგრამ არ მგონია კამათმა და შეურაცხყოფამ ჭეშმარიტება გვაპოვნინოს. ჩემი შეკითხვა იყო ის, რომ თუ ამ ჩვენი საუბრიდან შენ მიხვდები რომ ცდებოდი მზად ხარ, რომ მოინანიო და შეიცვალო აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით? მთავარი ეს არის. სხვა მხრივ არა აქვს აზრი არც საუბარს და არც დავას. ციტატა მაშინ გეტყვი, რომ ამ მცნებას თავად უფალი არღვევინებს ადამიანებს ძალიან ხშირად! გიორგი, ასეთ დასკვნამდე რომ მიხვალ კაცი, ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ უნდა მიხვდე რომ რაღაცაში ცდები. ხატების თაყვანისცემა რომ გაამართლო, ამბობ რომ ღმერთი გვარღვევინებს თავის მოცემულ მცნებებს და აქედან გამომდინარე, თვითონაც არღვევს ამ მცნებებს. მე ვიფრთხილებდი ასეთი დასკვნების გამოტანისას. გთხოვ ცუდად ნუ გამიგებ გიორგი და A.V.M (არ ვიცი შენი სახელი მეგობარო) იქნებ ნახოთ ვინმე ვინც იცის ებრაული თუ არამეული და გასცეს პასუხი ჩემს პირველ პოსტს. მადლობას გიხდით. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი