ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#101
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
George Leluashvili |
Dec 23 2012, 05:29 PM
პოსტი
#102
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
llevaniiiii
ციტატა გიორგი, ასეთ დასკვნამდე რომ მიხვალ კაცი, ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ უნდა მიხვდე რომ რაღაცაში ცდები. ხატების თაყვანისცემა რომ გაამართლო, ამბობ რომ ღმერთი გვარღვევინებს თავის მოცემულ მცნებებს და აქედან გამომდინარე, თვითონაც არღვევს ამ მცნებებს. მე ვიფრთხილებდი ასეთი დასკვნების გამოტანისას. გთხოვ ცუდად ნუ გამიგებ შენ მე ვერ გამიგე ლევან. მე შენი ლოგიკიდან გამომდინარე ვმსჯელობ და ვამბობ, რომ თუ ხატების გაკეთება - არ გაკეთების საკითხს მივუდგებით მხოლოდ ერთი კუთხით, ანუ სწორედ იმ ციტატით, რაც "გამოსვლის" 4:20 - დან მომიყვანე, მაშინ უფალი თავის მოცემულ კანონს თავადვე "არღვევს" სწორედ იმ კურთხევაში, რომელსაც თქვენ ყურადღებას არ აქცევთ. თუ მიხვდები რაზე მაქვს საუბარი, ხომ კარგი; თუ არადა დავდებ შესაბამის ბიბლიურ ციტატებს. დაბოლოს, არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ გამოსახულების შექმნა - არ შექმნაზე ვლაპარაკობთ... თაყვანისცემზე კი მაშინ გადავიდეთ, როცა ამ საკითს ამოვწურავთ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 07:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი