![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ამ თემის გახსნა გადამაწყვეტინა ჩვენი საყვარელი ფორუმელის სიყვარულის ისტორიამ...
![]() აი, რას წერს სვანი პოეტი რევაზ მარგიანი: "ცხოვრების გზაზე დიდი სამამულო ომი წამომეწია. ეს ლექსები იწერებოდა ფრონტზე და ომიდან დაბრუნების შემდეგ. ვისაც ის მრისხანე წლები ახსოვს და ომის ჭირ-ვარამი გადაუტანია, მისთვის შეიძლება ახლობელი გახდეს ჩემი რამდენიმე ლექსი." მე უბით ვატარებ პატარა ბარათს მე უბით ვატარებ პატარა ბარათს - შენგან რომ მივიღე წუხელ, ის ვით საუნჯე, ფარულად დამაქვს, რატომღაც ვერავის ვუმხელ... წუხელ ბიჭებმა გადმომცეს ქაღალდი, იმ წამსვე გავხსენი თრთოლვით, თოვდა და ჩემს მხრებზე დაფრინდნენ ფარფატით - ფიფქები პირველი თოვლის. არ მახსოვს, რამდენჯერ გავშალე ღიმილით, ჭაბუკი ოცნებად ვიქეც, უცხო რამ, ასე ვთქვათ, ვით გულისტკივილი, დავხედე ბარათს და ვიგრძენ. შენ როცა ამ ბარათს საჩემოდ წერდი, მალავდი შენს წუხილს, ქალო. დაწერილ ბარათის ორივე გვერდი მეტყოდა, რომ კარგად ვარო! არა ხარ მართალი! ბავშვურმა ცრემლებმა ხომ გაგთქვეს, რას იტყვი ახლა? ცრმელების წვეთები აქა-იქ ემჩნევა საჩემოდ დაწერილ ქაღალდს. არ ვიცი რას სწუხდი, უჩემოდ ყოფნა ვიცი რომ ძნელია შენთვის. არ ვარგა: გულით სხვას ფიქრობდი თურმე, ხელით კი სიხარულს წერდი. ნუ სწუხარ, გაივლის ომი და ქარი, ვიცხოვრებთ ისევე მშვიდად, ჩვენთვის ხომ სიცოცხლე მამული არის, დიადი სამშობლო წმიდა! ...მე უბით ვატარებ პატარა ბარათს, გაჩვენებ, როცა შინ მოვალ, და გულში, იცოდე, ვარამის გვარად ჩამრჩება ბარათის ხსოვნა. მოსვლამდე, ვინ იცის... უბეში მექნება და ხშირად დავხედავ ხვნეშით: "საველე ფოსტა, 72, მარგიანს საკუთარ ხელში." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,844 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
შენ შორს ხარ ახლა
ნინო ჟღენტს დაბნელდა. დასხდნენ ვარსკვლავნი ცაზე. ძილის ბურანში სუნთქავს ქალაქი, ცას თითქოს ხიბლავს ზღვის სილამაზე, მისი ჩურჩული და ლაპარაკი. ზღვა ჩუმად ქშინავს. ისეა წყნარი, რომ მისი სუნთქვა არავის აკრთობს, მხოლოდ ხანდახან აზოვის ქარი თუ შეაშფოთებს ნაპირებს მარტო. მხოლოდ ხანდახან და ისიც ძვირად თუ მოაწყდება ტალღები ნაპირს. ზღვის ზედაპირზე დაიწყებს ბრწყინვას ვარსკვლავთა შორის გაბმული ძაფი. შენ შორს ხარ ახლა, ორი ზღვის იქით, მთაგრეხილების გადაღმა მხარეს, საქართველოზე და შენზე ფიქრით - ასე ილევა ყოველი ღამე. შენ შორს ხარ, მაგრამ ვინ დამაცილოს - მეც დარაჯი ვარ თავისუფლების, შენ და ჩემს მშობლებს და სიყმაწვილეს კვლავ ძველებურად გესაუბრებით. შენ შორს ხარ, მაგრამ ოცნებით მაინც ერთად დავცქერით მდუმარე ნაპირს - და ეხატება შავი ზღვის ტალღას ვარსკვლავთა შორის გაბმული ძაფი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 01:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი