![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atm@n |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
ინტრიგნული კითხვა ფორუმის უხუცესებს:
![]() ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: "ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს. ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის." (ესაია 7.14-15) იგივე წინასწარმეტყველება მეორდება მათეს სახარებაშიც (1.23): "აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი." მაგრამ მეორე ნაწილი (ერბოსა და თაფლზე) გამოტოვებულია. და სახარებებშI საერთოდ არაა აქცენტი იმაზე, რომ იესოს თაფლი და ერბო უნდა ეჭამა (რაღაც პერიოდი მაინც). რატომ? ![]() -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
ინტრიგნული კითხვა ფორუმის უხუცესებს: ![]() ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: "ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს. ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის." (ესაია 7.14-15) იგივე წინასწარმეტყველება მეორდება მათეს სახარებაშიც (1.23): "აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი." მაგრამ მეორე ნაწილი (ერბოსა და თაფლზე) გამოტოვებულია. და სახარებებშI საერთოდ არაა აქცენტი იმაზე, რომ იესოს თაფლი და ერბო უნდა ეჭამა (რაღაც პერიოდი მაინც). რატომ? ![]() ესაიას წინასწარმეტყველებაში სხვაც უამრავი წინასწარმეტყველებაა ქრისტეს შესახებ, მაგრამ აქცენტი კეთდება ძირითადზე. მასე მთლინი კონტექსტი რომ ახალ აღთქმაში გადმოეტანათ, მოციქულებს რაღა უნდა ეთქვათ რაიმე ახალი უფალზე? ![]() llevaniiiii ციტატა იმიტომ რომ მეორე ნაწილი არ იყო წინასწარმეტყველება იესო ქრისტეზე ანუ "ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის" ქრისტეზე არაა ნათქვამი? აბა ვისზეა? ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
llevaniiiii |
![]()
პოსტი
#3
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 20-December 12 წევრი № 12,829 ![]() |
ესაიას წინასწარმეტყველებაში სხვაც უამრავი წინასწარმეტყველებაა ქრისტეს შესახებ, მაგრამ აქცენტი კეთდება ძირითადზე. მასე მთლინი კონტექსტი რომ ახალ აღთქმაში გადმოეტანათ, მოციქულებს რაღა უნდა ეთქვათ რაიმე ახალი უფალზე? ![]() llevaniiiii ანუ "ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის" ქრისტეზე არაა ნათქვამი? აბა ვისზეა? ![]() გიორგი, ესაიას ამ წინასწარმეტყველებას ორი ასრულება ჰქონდა; ერთი მალევე ასრულდა და მეორე იესო ქრისტეში. ერბო და თაფლი იყო ბავშვის საჭმელი და კიდე განასახიერებდა მდიდარ ქვეყანას (7:22).თუ გააგრძელებ ესაია 7:16 და შეადარებ ესაია 8:3-4. გამოდის რომ პირველი ასრულება ესაიას შვილზე მოხდა რომელიც მას შეეძინა წინასწარმეტყველ ქალთან. ესაია 8:3. ესაია უწინასწარმეტყველებდა ამას იუდას მეფეს ახაზს, რომელიც შეშინებული იყო არამელთა მეფისა და ისრაელის მეფისაგან, რადგან ისინი გაერთიანდნენ იერუსალიმის დასაპყრობად. ესაია 7:1. ესაიას შვილი იყო ნიშანი იმისა რომ ღმერთი იყო მათთან. ასე რომ როგორც ვიცი ეს იყო ორმაგი წინასწარმეტყველება. 1. მალევე უნდა ასრულებულიყო (ღმერთი დაიცავდა იუდას არამელთა და ისრალის მეფეთაგან)-ღმერთი იყო მათთან; 2. ესაია 7:14 -იესო ქრისტეში ასრულდა - ღმერთი მოვიდა ჩვენთან იესო ქრისტეში. მოკლედ რომ ვთქვათ ესაია 7:16-დან ჩანს რომ ყმაწვილი რომელსაც უნდა ეჭამა ერბო და თაფლი იესო ქრისტე არ იყო. იმიტომ რომ ორ მეფეზე წინასწარმეტყველება მალევე ასრულდა. ესაია 7:15 რომ იესოს ეხებოდეს მაშინ გამოდის რომ იესოს სჭორდებოდა ესწავლა ბოროტის და კეთილის გარჩევა. იესოზე კი ნათქვამია, რომ ის არის ნათელი და არა ის ვისაც სჭირდება სწავლა ნათელსა და სიბნელეს შორის.იოანე 3:19 ; 8:12. ამიტომაც მათეს სახარებაში არ არის მოყვანილი ესაია 7:15. მხოლოდ ესაია 7:14 არის ორმაგი წინასწარმეტყველება, დანარჩენი ესაიას დროსვე ასრულდა. ეხლა კი ბოდიშს მოგიხდი, ძალიან დაღლილი ვარ და შეიძლება ცოტა აბდაუბდა ნაწერი გამომივიდა.(ნახევრად მძინავს) მაგრამ მე მგონი მთავარ აზრს მიხვდები. თუ არა და მომწერე და შევეცდები ცოტა დალაგებულად გადმოვცე შემდეგში. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი