![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atm@n |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 ![]() |
ინტრიგნული კითხვა ფორუმის უხუცესებს:
![]() ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: "ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს. ერბოსა და თაფლს უნდა ჭამდეს, ვიდრე ბოროტების უკუგდებას და სიკეთის არჩევას არ ისწავლის." (ესაია 7.14-15) იგივე წინასწარმეტყველება მეორდება მათეს სახარებაშიც (1.23): "აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი." მაგრამ მეორე ნაწილი (ერბოსა და თაფლზე) გამოტოვებულია. და სახარებებშI საერთოდ არაა აქცენტი იმაზე, რომ იესოს თაფლი და ერბო უნდა ეჭამა (რაღაც პერიოდი მაინც). რატომ? ![]() -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
საერთოდ ეს ახალი თარგმანი ვერ არის მთლად კარგი შესრულებული
მეორე ნაწილში წინასწარმეტყველი ამოწმებს, ადასტურებს ემანუელის, ე.ი. უფლის ჭეშმარიტ ადამიანურობას, მის კაცობრივობას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ქალწულისაგან იშვა, თვინიერ მამაკაცისა, როგორც წინა ნაწილშია გადმოცხემული. ცოდვის გარდა ყველანაირად ჩვენი მსგავსი. ერბო (კარაქი) და თაფლი არის პატარა ბავშვის საკვები, იგი (ემანუელი) არ ღებულობს კაცობრიობას უეცრად (ანუ არ ხდება იმ უდიდესი მისიის ასე უჩვეულო, ნაჩქარევი აღსრულება), რაც ერთგვარი სასწაულის ტოლფასი იქნებოდა, მეტად უჩვეული და გასაკვირი. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვილობიდან გარკვეულ ასაკამდე (30 წ.) იგი სრულიად ჩვეულებრივად ცხოვრობს (მორჩილებაში, როგორც ლუკა მახარებელი ამბობს), ასე რომ ვთქვათ, ზრდის ყველანაირ ეტაპს გადის... ყველანაირი საკვირველების, სასწაულების და უჩვეულობის გარეშე. როცა მიაღწევს სრულ ახალგაზრდობას, სახარებიდანვე ვიცით, რომ იგი უკვე ხილულად, თვალნათლივ, ე.ი. ცხადათ უარყოფს ბოროტს და გამოირჩევს კეთილს, გავიხსენოთ უმაცხოვრის დაბნოში მყოფობა (ძვ. ქართულში - "შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი". ეს მუხლი პირდაპირ მოახსენებს კაცს უდაბნოს სამ აგამოცდას) ეს კი მისი ადამიანური სულისა და გონების სრული მომწიფების ნიშანს გამოხატავს, დაგვირგვინებას... რადგან სახარებიდანვე ვხედავთ მას, თორმეტი წლის ასაკში ტაძარში მოძღვართა შორის მყოფს, კითხვებს რომ ასვამდა, უსმენდა კიდეც.. და "განუკჳრდებოდა მათ ყოველთა, რომელთა ესმოდა მისი გულისხმის-ყოფაჲ იგი და სიტყჳს-მიგებაჲ მისი". (ლკ. 2. 46-47). მეეჭვება რომ გასაგებად დავწერე.. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი