პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
თათარაშვილი |
Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი" ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად) |
A.V.M |
Dec 28 2012, 10:26 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქის 80 წლის იუბილეს გალა-კონცერტი მიეძღვნება
21:31 28-12-2012 ფონდი "იავნანა" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან ოცდამეთხუთმეტე და დაბადების ოთხმოცი წლის იუბილეს , მსოფლიო საოპერო სცენის ქართველ ვარსკვლავებთან ერთად გალა-კონცერტით მიულოცავს კონცერტი 4 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, იანო ალიბეგაშვილი, ბადრი მაისურაძე, ნინო სურგულაძე, ლადო ათანელი, გია ონიანი, ნანა ქავთარაშვილი, გიორგი გაგნიძე, მარიკა გულორდავა და სხვა მომღერლები მიიღებენ. სოლისტებს თანხლებას გაუწევს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და საგუნდო კაპელა. სადირიჟორო პულტთან ერთმანეთს ნიკოლოზ რაჭველი, რევაზ ტაკიძე, ზაზა აზმაიფარაშვილი და დავით მუქერია შეენაცვლებიან. ასევე, კათოლიკოს-პატრიარქისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში მონაწილეობისთვის საქართველოში ჩამოვა ესპანეთში მცხოვრები აფხაზი მომღერალი ილონა მატარაძე, რომელმაც სოხუმი 7 წლის ასაკში დატოვა და 4 იანვარს საქართველოს სცენაზე ის პირველად გამოვა. საღამოში მონაწილეობას მიიღებს პარიზში მცხოვრები თბილისელი მეცო-სოპრანო სტელა გრიგორიანი. პროგრამაშია არიები და დუეტები ვერდის, მასკანის, ჩილეასა და პუჩინის ოპერებიდან, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი რამდენიმე ნაწარმოები. ამ დღესასაწაულის მონაწილე მაყურებელიც იქნება, რადგან კონცერტი 4 იანვარს, 19.00 საათზე "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. კონცერტისთვის მზადება უკვე დაწყებულია და მომღერლები რეპეტიციას ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ატარებენ. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...edzghvneba.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი