მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 30 2012, 01:12 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქი მაქსიმე: მე ცოდვილი ადამიანი ვარ, მაგრამ ეკლესიის საზიანო კომპრომისებზე არასდროს წავსულვარ Gallery Posted on November 13, 2012 რამდენიმე დღის წინ ღვთივგანისვენა მართლმადიდებლური სამყაროს უხუცესმა მამათმთავარმა მაქსიმემ. მისი ხსოვნის პატივსაცემად გთავაზობთ უწმიდესი პატრიარქის, მაქსიმეს ინტერვიუს, რომელიც ჩაწერა ბულგარეთის ნაციონალურმა ტელეკომპანიამ.Image – თქვენო უწმიდესობავ, როგორი გავლენაქ მოახდინეს მშობლებმა თქვენს გადაწყვეტილებაზე, გამხდარიყავით ღვთისმსახური? – ჩემი მშობლები იყვნენ უბრალო სოფლის მაცხოვრებლები. დედაჩემი წაროშობით მდიდარი ოჯახიდან იყო, მაგრამ ცოლად გაყვა უბედურ ახალგაზრდას, რომელიც ბავშვობაშივე დაობლდა. ერთად ცხოვრობდნენ თანახმიერად. რეგულარულად დადიოდნენ ღვთისმსახურებაზე ტროიანსკის მონასტერში. მამაჩემი იყოს საეკლესიო მმართველობის მუდმივმოქმედი წევრი მშობლიურ სოფელ ორეშაკოში. დედა იყო სოფლის სულიერი ცხოვრების ცენტრი, ერთად კრებდა მეზობლებს ლოცვისა და სულიერი წიგნების კითხვისთვის. მას ძალიან უნდოდა, რომ მიმეღო სასულიერო განათლება და გავმხდარიყავი ეკლესიის მსახური. მე მადლობელი ვარ ჩემი მშობლებისა იმისთვის, რომ აღმზარდეს რწმენაში და ეკლესიაში. დიდი წვალებით მინახავდნენ ისინი სემინარიაში სწავლისას. მაშინ პანსიონის გადასახადი იყო 8000 ლევი, წელიწადში. მათ კი არ ქონდათ საშუალება გამოემუშავებინათ ასეთი ფული. მამაჩემი იყო ხელოსანი და იძულებბული გახდა, გამხდარიყო პოლიციელი, მართალია ის სამზარეულოში მუშაობდა, მაგრამ იძულებული იყო ეტარებინა უნიფორმა. ოჯახი არ შიმშილობდა, მაგრამ ცხოვრობდა გაჭირვებით. – როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, გამხდარიყავით მონოზონი? – სემინარიის უფროსი კლასის მოსწავლემ, მივწერე წერილი წმინდა მთაზე, ზოგრიფის მონასტერს, თხოვნით, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მივეღე მორჩილად. წერილი, რომელსაც გაგზავნამდე აღმზრდელები ამოწმებდნენ ჩავუშვი ყუთში. რამდენიმე დღის შემდეგ დამიძახა ამღზრდელმა და მითხრა: „მარინ, შენ გუნდა გახდე მონაზონი?“ ვუპასუხე: „როგორც უფალი მაკურთხებს, შეიძლება გავხდე კიდეც მონაზონი“ მასწავლებელმა მითხრა, რომ მე შემიძლია ვიმსახურო ეკლესიაში, ღვთისმსახურად, გავხდე თეთრი მღვდელი და რომ არ ღირს ბერობაზე აჩქარება. როგორც ჩანს სწორედ მან ნახა ჩემი წერილი ზოგრაფის მონასტრისადმი. მაგრამ წვა ღვთისამდი და სურვილი მონაზვნობის მაინც დამრჩა, და ეს მხარდაჭერას ღებულობდა ტროიანსკის წმინდა მონასტრის ძმობასთან ურთიერთობის წყალობით, რომლის მრევლიც თავად ვიყავი. 1941 წლის დეკემბერში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტის მეოთხე კურსზე მივიღე მონაზვნობა. ტროიანსკის მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი კლიმენტი (კოვენსკი) იყო ჩემი სულიერი მოძღვარი, ხოლო ჩემი სულიერი ბერი (სტარეცი) გახდა ვრაჩანსკის მიტროპოლიტი პაისი (ანკოვი). მონაზვობამ მომცა სულიერი სიმშვიდე. აღკვეცისას მიწოდეს სახელი მაქსიმე, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საპატივცემულოდ. მე ბედნიერი ვარ, რომ ვატარებ იმ წმინდანის სახელს, რომელმაც გადაიტან ყოველგვარი დევნა ხელისუფლებისგან და მაინც დარჩა ერთგული წმინდა მართლმადიდებელი ჭეშმარიტებისა. ის ჩემთვის არის მისაბაძი სახე და გამუდმებით ვევედრები, შემეწიოს უფლის ტახტის წინაშე. – თქვენ პატრიარქად აგირჩიეს 1971 წელს, ათეისტური რეჯიმის მმართველობისას, გქონდათ მაშინ სირთულეები, თქვენს მაღალ თანამდებობაზე? – პატრიარქად არჩევამ ჩემში გამოიწვია მღელვარება, იმ დროს უფრო ადვილი იყო სიკვდილი, ვიდრე იმის წარმოდგენა, როგორ უნდა იცხოვრო და შეასრულო მოვალეობა წმინდა ეკლესიის მეთაურისა. რამდენი მღელვარება გადავიტანე! ჩავფიქრებულვარ, დადებითი დამოკიდებულების გათვალისწინებით ამ სინოდის მიმართ, სამღვდელოების მიმართ, საეკლესიო საზოგადოების მიმართ, ჩემი პატრიარქად არჩევის შესაძლებლობაზე. განსაკუთრებით ასეთი დამოკიდებულება გაჩნდა ქალაქის საეკლესიო საზოგადოებისგან, აკადემიკოს მიახაილ არაუნდოვის სახით. რომელიც დამეხმარა მიმეღო ეკლესიის, ერისა და სამშობლოს წინაშე საპოასუხისმგებლო გადაწყვეტილება მსახურებისა! აკადემიკოს არაუნდოვთან ჯერ კიდევ მაშინდელი ნაცნობობა მაკავშირებს, როდესაც ვმსახურობდი რუსენსკის მიტროპოლიაში. ნელნელა ჩვენ დავვახლოვდით. არცევამდე რამდენიმე დღით ადრე მე მას შემთხვევით შევხვდი სოფიაში, სამხედრო კლუბის გვერდითა სკვერში. მან იცოდა, რომ თავს ვიკავებდი ჩემი კანდიდატურის წარდგენაზე, და თავისი ავტორიტეტის წყალობით დამარწმუნა არ მეთქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. – და მაინც, თვენ მიიღეთ საპატრიარქო ხარისხი კომუნისტური რჯიმის დროს… – მდგომარეობა რთული იყო. ათეისტურმა რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა ხალხის თვალში ბულგარეთის ეკლესიის ავტორიტეტის დაცემისა და იმ რწმენის დარღვევისათვის, რომელსაც ის აღიარებდა. ერტხელ დიდმარხვაში მსახურებისას, მმართველობამ შემატყობინა, რომ აპირებდნენ აეკრძალათ ღვთისმსახურთათვის ტაძრის გარშემო შემოვლა გალობით და ზარების დაკვრა, როგორც ამას მსახურების განგება მოითხოვდა. მე კატეგორიული უარი განვაცხადე ამ გადაწყვეტილებაზე, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მოდიოდა ეს. როგორც აღმოჩნდა ეს ინიციატივა იმ დროის ერთერთ უდიდეს ჩინოვნიკს ეკუთვნოდა. ღვთისმსახურებაზე დასწრების აკრძალვა ყველასთვის და განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდობისთვის, მე ძალიან მთრგუნავდა. ვაკეთებდიყველაფერ შესაძლებელს, ამ დაბრკოლებათა გადასალახად, რელიგიის კომიტეტის მეშვეობით, რომლის თავმჯდომარეც იყო მიხაილ კიუჩკოვი, წარსულში ჩემი თანაკლასელი. სემინარიაში პირველიდან მეექვსე კლასამდე ერთად ვსწავლობდით, ის იჯდა ჩემს წინ. ათეისტურმა პერიოდამ დიდი ჭრილკობა მიაყენა ბულგარეთის წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას, მის ცხოვრებას, მაგრამ არა მის აღმსარებლობას. ათეისტური ხელისუფლების პირველი წლები ერთობ მძიმე იყო. მოგვიანებით ხელისუფლების სასტიკი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ რამდენადმე შემცირდა, მაგრამ არ გამქრალა, იმდენად რამდენადაც კომუნისტური იდეოლოგია სხვადასხვა ხარისხით, ხალხს ავსებდა სასტიკი და გაბოროტებული დამოკიდებულებით ეკლესიის მიმართ. მაგრამ ეკლესიის მნიშვნელობა, როგორც ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტისა გადარჩა. აშკარა იყო, რომ ბულგარელი ერის ცხოვრებაში მისი როლის დამდაბლება არავის შეეძლო. თუ უარყოფ ეკლესიას, უარყოფ ბულგარეთის ისტორიას. – თქვენ ბრძანეთ, რომ ათეისტურ რეჟიმს არ გაუნადგურებია ეკლესია, მაგრამ უნდოდა მისი დაუძლურება, მაგრამ მე მახსოვს, ოდესრაც 24 მაისის დღესასწაულზე თვქენ იდექით ტრიბუნასთან, დიმიტროვის მავზოლეუმთან, ჟივკოვის გვერდით. არ თანამშრომლობდა კი ეკლესია კომუნისტურ რეჟიმთან? – იყო, იყო… მე ტოდორ ჟივკოვის გევერდითაც ვიყავი… (იცინის) გესნით, არანაირი ტანამშრომლობა ეკლესიისა და პირადად ჩემი, საერო ხელისუფლებასთან ამ მოვლენებში არ ყოფილა. თუმცა იყო განსაზღვრული ძალატა გაერთიანება ეკლესიისა და სახელმწიფოსი, კეთილ წამოწყებებში, სადაც ეკლესია სათანადო მონაწილეობას ღებულობდა. მტელს მსოფლიოში, მშვიდობისათვის ბრძოლაში ეკლესია ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ ეს იყო ისეთი ხარისხით და ფორმით, რომ ეკლესია ყოფილიყო მონაწილე ეკლესიის სახელით, რომ ყოფილიყო ქადაგება ევანგელისტური პრინციპებისა, მშვიდობის მისაღწევად. აქ საერთოდ არ ყოფილა რაიმენაირი მსახურება იმ დროინდელი ხელისუფლებისათვის. ყოველთვის მე ვფიქრობდი ეკლესიის ინტერესებზე, ჩემი სამოქალაქო მოვალეობების აღსრულებისასაც კი. არ მივდიოდი არანაირ კომპრომისებზე, ამის გამო ბევრი სირთულეები გადავიტანე, მაგრამ ყველაფერს ვითმენდი. მაშინ ცემი ტრიბუნაზე ყოფნა, არ იყო შედეგი კომუნისტურ ხელისუფლებასთან ცემი თანამშრომლობის სურვილისა. ეს იყო ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობის აღსრულება. ერთერთ შეხვედრაზე ჟივკოვმა მომთხოვა, რომ ეპარქიათა მღვდელმთავრები მსახურების ადგილი მიხედვით გამხდარიყვნენ სამამულო ფრონტის თავმჯდომარეები, ხოლო მღვდელმთავრის ტანაშემწეები, შესაბამისად უხელმძღვანელებდნენ ადგილობრივ ორგანიზაციებს. მე მას ვუპასუხე, რო არ შემიძლია ეს დავუშვა, იმდენად რამდენადაც ბულგარეთის კომუნისტური პარტია ათეისტურია და არ შეიძლება მღვდელმთავარი გახდეს იმ ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელსაც ხელძღვანელობს კომუნისტური პარტია. „რადგან ასეა – მეუბნება ჯივკოვი – როგორ გვთავაზობთ ხალხის გაერთიანებას?“ ვპასუხობ: „ეკლესია მუდამ უჭერდა მხარს ერის ერთობას და ახლაც უჭერს და მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ ეს ხება სხვისი მოზიდვით და არა მისთვის უცხო იდეოლოგიის პრინციპების მიღებით“ ასეთი იყო ჩვენი საუბარი. – რა დამოკიდებულება გაქონდათ ჟივკოვთან? თქვენ გადანაშაულებენ იმაში, რომ სარგებლობდით მისი მხარდაჭერით. – ტეოდორ ჟივკოვთან ჩემი პირველი შეხვედრა იყო წარმომადგენლობითი, ახლადარჩეული პატრიარქის რანგში. იმ დროს მინიტრთა საბჭოს მიერ მირეებულ იქნა გადაწყვეტილება სოფიას ცნეტრში მაცხოვრის ტაძრის სრული განადგურებისა. სანამ შევიდოდი ჟივკოვთან, კიუჩკოვს ვუთხარი, რომ ამ ეკლესიის საკითხს წამოვწევდი, ის ცდილობდა ცემს გადარწმუნებას: აცხადებენ, რომ მინისტრთა საბჭომ უკვე მიიღო დადგენილება მაგ ეკლესიის შესახებო. მაგრამ ჟივკოვთან პროტოკოლური საუბრის შემდეგ მე მას დაველაპარაკე ტაძრის დანგრევის განაჩენზე, რომ ის არის შუასაუკუნეების ძეგლი, მორწმუნეთა თაყვანისცემის ადგილი, რომ აუცილებელია მისი შენარჩუნება. მან მიპასუხა: „შესაძლებელია მიიღო მინისტრთა საბჭომ გადაწყვეტილება არასწორი ცნობით, მაშინ გადაწყვეტილებაც განადგურების შესახებ არასწორია. ეს საკითხი გადაწყდება.“ მაშინ ეკლესიის შენარჩუნების საკითხი დადებითად გადაწყდა, თუმცა სამწუხაროდ დღემდე ეს ტაძარი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ შესაძლებელი იყოა მასში ღვთიმსახურების ჩატარება. ჟივკოვვთან მე მქონდა ოთხი ოფიციალური შეხვედრა, ერთერთ მათგანზე მე დავაყენე წმინდა იოანეს ტაძრის შენარჩუნების საკითხი პერნიკში, რომლის დანგრევაც უნდოდათ, რადგანაც გვერდზე სენდებოდა პარტიული ორგანიზაციის სახლი. უკანასკნელ სეხვედრაზე 1989 წელს მე მას ვთხოვე სასულიერო სემინარიის ჩერეპიშკოს მონასტრიდან სოფიაში დაბრუნების ნებართვა. არანაირი პირადი კონტაქტები ჟივკოვთან არასდროს მქონია. – უფალი ამბობს, რომ არ არსებობს უცოდველი ადამიანი. აქვს ცოდვა ბულგარეთის პატრიარქს? – შეიძლება კი ვთქვა, რომ არ შემიცოდავს, არ მაქვს ცოდვები?! ამის თქმის ნებას არამარტო სინდისი არ მომცემს, არამედ ეს წმინდა წერილის საწინააღმდეგო იქნება, რომ არ არსებობს ადამინი დღე უცოდველად გაატაროს. ცოდვები რა თქმა უნდა ჩამიდენია, მაგრამ არასდროს წავსულვარ კომპრომისზე ეკლესიის საზიანოდ, იმის გაფიქრების ნებასაც კი არ ვაძლევდი თავს, რომ შემიძლია ეს დავუშვა. რა თქმა უნდა ჩამიდენია უნებლიე ცოდვები, იმის შეფასებისას თუ რა არის ეკლესიისთვის სასარგებლო, მაგრამ ყოველთვის ეკლესიის სასარგებლოდ ვიყენებდი ყველაფერს, გარდა სასირცხვილო კომპრომისებისა, ვისთანაც არ უნდა ყოფილიყო ის, განსაკუთრებით ამა სოფლის ძლიერთა მიმართ და ხელისუფლების მიმართ. როდესაც აუცილებელი იყო არჩევა, ვირჩევდი იმას, რასაც ვთვლიდი ეკლესიის და არა ჩემს სასარგებლოდ. http://jtheologians.wordpress.com/2012/11/...83%9D%E1%83%93/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი