პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Dec 31 2012, 07:59 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქმა ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მნიშვნელობაზე იქადაგა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის, როგორც სამი უდიდესი საუნჯის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, უფალი ამბობს - სადაც იქნება საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. "ეს არის უდიდესი საკითხი, რომელიც დგას ყოველი ადამიანის წინაშე - რაშია ჩვენი საუნჯე, მატერიალურ კეთილდღეობაში თუ სულიერ აღმავლობაში. მატერიალური ადამიანს მხოლოდ სამარის კარამდე მიაცილებს, სულიერი კი საიქიოსაც გაჰყვება", - ბრძანა პატრიარქმა. მისივე თქმით, ყველა ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ სამი უდიდესი საუნჯეა - ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ღმერთი არის თითოეული ადამიანის შემოქმედი, მფარველი და ყველაფრის საფუძველი. "მეორე უდიდესი საუნჯეა სამშობლო. ადამიანმა, სადაც არ უნდა წავიდეს იგი, სასწავლებლად თუ სამუშაოდ, არ უნდა გაწყვიტოს კავშირი სამშობლოსთან, უნდა ახსოვდეს, სად არიან მისი წინაპრები. სამშობლო მუდამ გულით უნდა ვატაროთ, რადგან, როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა", - ბრძანა უწმინდემა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მესამე საუნჯეა ადამიანი - ღვთის უნიკალური ქმნილება, რომელიც დედამიწაზე ერთხელ მოდის. "უფალი ყველაფერს მხოლობით რიცხვში ქმნის. ორ ერთნაირ ფოთოლს ან ყვავილს ვერსად ნახავთ. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ და პატივს ვცემდეთ ადამიანს, არ უნდა გავიმეტოთ იგი და ცუდი სიტყვით არ უნდა ვახსენოთ. ეს არის უნიკალური და უძვირფასესი ქმნილება ღვთისა. მთელი ქვენის საუნჯე არ ღირს ერთი ადამიანის სულად. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს სამი საუნჯე - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", - ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესმა უფალს მადლობა შესწირა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ეს საუნჯე ახსოვთ. პატრიარქმა მოსახლეობას ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა და აღნიშნა, რომ მორწმუნეთათვის ახალ წელს თევზით ხსნილია. დღევანდელ წირვას აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც დაესწრო, რომელიც პატრიარქთან საკურთხეველშიც იმყოფებოდა. "ინტერპრესნიუსი" წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/68498-pat...l#ixzz2Ge50DZXn http://www.ambebi.ge/sazogadoeba/68498-pat...ze-iqadaga.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 01:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი