საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
A.V.M |
Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jan 3 2013, 09:01 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მოგეხსენებათ რომ მაცხოვრის შობის დღესასწაულს ქართველი პილიგრიმთა გჯუფები წმ.მიწაზე ვერ შეხვდებიან. ამის შესახებ საუბრობს საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი საბა გიგიბერია.
ამის შესახებ მეუფემ დღეს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მეუფე საბამ კომენტარი გააკეთა "ინტერპრესნიუსის" მიერ პილიგრიმებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო მომლოცველებისთვის ვიზების მიღებას ისრაელში მათი შუამავლების მეშვეობით ახერხებდა. ისრაელის შსს-ს გადაეგზავნებოდა პილიგრიმთა მონაცემები და ჯგუფურ ვიზებს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემდა. მეუფის ცნობით, ზოგჯერ პრობლემები იყო, რადგან ვიზებს ყოველთვის არ გასცემდნენ, მაგრამ კატეგორიული უარი მომლოცველებზე არ ყოფილა. "კატეგორიული უარის თქმა მომლოცველებისთვის არ ყოფილა, ყოველთვის გვარდებოდა ეს პრობლემა. ამჯერად საშობაოდ გადაგზავნილი იყო სია 40 ადამიანზე. იქიდან მოგვივიდა უარი, ქართველებზე ამ ეტაპზე ვიზებს ჩვენ არ გავცემთო. ამის შესახებ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. მიმართეთ ადგილზე საკონსულოს და მათ განიხილონ თითოეული ადამიანის მდგომარეობა და ვისაც ჩათვლიან საჭიროდ, მასზე გაიცემა ვიზაო", - აღნიშნა მეუფემ. მეუფემ ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქართველები ისრაელში არალეგალურად რჩებოდნენ. კერძოდ, მისი განმარტებით, არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ტურისტული კომპანია საქართველოდან ისრაელში ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს და შემდეგ იქ ქართველები არალეგალებად რჩებოდნენ. მეუფე საბამ აღნიშნული ტურისტული კომპანიები არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ თავად არაფერი იცის. კითხვაზე - უკავშირდება თუ არა გაერო-ში საქართველოს მიერ პალესტინისათვის ხმის მიცემის საკითხი მომლოცველებისთვის ვიზებზე უარს, მეუფე საბამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ ეს მისი მხრიდან პოლიტიკური განცხადება იქნებოდა. მანვე დასძინა, რომ ამჯერად ისრაელის საკონსულოს 40-მდე ადამიანმა მიმართა და მათი ვიზები დააკმაყოფილეს. საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კი მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, ისრაელში მომლოცველად ყოფნის დროს იქ დარჩენისაგან თავი შეიკაონ, რადგან ამით საქართველოს იმიჯს ლახავენ. "ინტერპრესნიუსი" წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/68676-meu...l#ixzz2GvrxLSpN -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st May 2024 - 12:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი