![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
qetevano |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
თითქმის მთელ ფორუმს გადავხედე ახლა მაგრამ ვერ ვიპოვე ასეთი თემა. არადა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ქართული ტაძრების ბედი რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს კუთვნილებაში აღარ იმყოფება. მაგალითად ავიღოთ ტაო-კლარჯეთის მონასტრები. ან თუნდაც გავიხსენოთ ქართული კულტურის კერები სხვადასხვა ქვეყნებში. როგორიცაა ჯვრის მონასტერი პალესტინაში, შავი მთა სირიაში, სინას მთა არაბეთის ნახევარკუნძულზე, პეტრიწონის მონასტერი მაკედონიაში და ბოლოს ბიზანტია, სადაც არაერთი ქართული მონასტერი უნდა ყოფილიყო. რამდენიმე წლის წინ საბერძნეთში ვნახე ტაძარი, რომელიც ადრე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ყოფილა, ქართველებს უმსახურიათ იქ. შემდეგ კი რაც თურქეთმა დაიპყრო საბერძნეთი მათ მფლობელობაში გადასულა ეს ტაძარიც.ახლა ბერძნებმა კი აღადგინეს იქ წირვა-ლოცვა მაგრამ უბრალოდ ღვთისმშობლის ეკლესიადღა მოიხსენიებენ.
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
![]() ![]() |
qetevano |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ბრრრრრ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 ![]() |
![]() – X საუკუნის ქართული კულტურული ძეგლი ოშკი მძიმე მდგომარეობაშია – ამ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ავრცელებს, რომელიც სამონასტრო კომპლექსის მოსანახულებლად თურქეთში იმყოფებოდა, მან დასძინა, რომ თურქული საზოგადოების ელიტური ნაწილი და ხელისუფლება ძეგლის გადასარჩენად ქართველების მხარში ამოსადგომად მზადყოფნას გამოთქვამენ. (29.04.2010.) http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/o/oshki.html -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი