პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
Georg |
Sep 16 2006, 10:34 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
გალობანი სინანულისანი (ნაწყვეტები) უგალობდითსა რომლისაცა წინაშე ქედდადრეკილ არს ყოველი, მუხლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი შენსა ხმობს აღსარებასა, მეცა, სიტყუაო, აღმსარებელსა მომხედენ! ხატსა თჳსსა მამსგავსე და საკრველად გრძნობადისა და გონიერისა მყოფობისად დამაწესე შენებრ არსთა სიტყუებისა ჩემ შორისცა შეკრებითა, ხოლო მე უმადლო გექმენ. ბუნებითი რაჲ ძალნი არა სჯულთაებრ ვიჴუმიენ მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი, ხოლო ხილულთა-მიერსა გემოვნებასა ვრცელად განუხუენ გრძნობანი. ქალწულო, ბრალეულთა თავმსდებო, რომელმან სიტყუაჲ განაზრქე ჴორცითა და კარვითა მიწისაჲთა, სიზრქე უსასოებისაჲ განმძარცუე, რაჲთა მონანული შეგივრდე შენ! ადიდებდითსა ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს, ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შუებაჲ უქმ იქმნნენ, ყუავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხუასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო! გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა და მე ქედ-დადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად, მსაჯული მართლ სჯიდე, მსახურთა რისხვაჲ ქროდის, მართალნი ნეტარებდენ, ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი, მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო! ვანაჲთგან აღსარებით გრძნობად და შეკრებად იწყო ძუალი ძუალსა თანა და ნაწევარი ნაწევარსა, და განჴმელთა მოჰბერა სული კუალად - შობისაჲ, მწრამს, ვითარმედ აღვსებაჲ სრულ-ყოს ღმერთმან ჩემ შორის ყოვლისავე სინანულით აღდგომისაჲ! მარტიო, სრულო, სამ-მზეო, ერთ ცისკროვნებაო, განმინათლე მხედველობითი სულისაჲ, რაჲთა გიხილო ნათელი ნათლითა უფლისაჲთა, სულითა ღმრთისაჲთა, გამოგჳბრწყინვო მაშინ დაუსრულებელთა საუკუნეთა! არაჲ უხილავს მზესა ქალწული დედაჲ თჳნიერ შენსა, არცა ჩემოდენ ბრალეულსა - ნათელი მისი, გარნა მე შენითა ოხითა, დედოფალო, ვესავ ხილვად ნათელსა ძისა შენისასა და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა! უცნობი ავტორი გალობანი ნინოჲსნი გალობაჲ I ადიდე შენ, ქრისტე, ქართლი სამითა დიდებითა: კვართითა მით შენითა, ხელთა შენთა სამსჭვლითა, ფერხთა შენთა ფიცრითა, - ქვეყანაჲ დავიწყებული, კერპთა დაბნელებული, კვალად მოხსენებული, ნინოჲს განახლებული. გალობაჲ II ჲერუსალიმით ჩრდილოსა მოიწია წყალობისა ნაბერწკალი, - ნინო ქრისტეჲს მხევალი, და აღატყინა ცეცხლი ღმრთის მეცნიერებისაჲ. ზაბილონ მამამან მისმან ფრანგნი უკვე მოაქცივნა მახვილითა, ხოლო ნეტარმან ნინო მოაქცივნა ქართველნი ჯვარითა ცხოველითა. გალობაჲ III იქმენ შენ ქართლისა მქადაგებელად, და დასდევ სჯული წმიდაჲ უცვალებელად, და ჰგიეს შეუძვრელად მართალსა ზედა აღსარებასა, მოძღუარო ნინო! მეოხ გვეყავ სულთა ჩვენთათვის. ნინო, მოწაფეო მაცხოვრისაო და მოციქულო ჩრდილოჲსა სოფლისაო, შენ ხარ მოძღვარი ქართლისაჲ, სვეტი ნათლისაჲ. ცვარი ღრუბლისაჲ, მზრდელი სულისაჲ. მასწავლელი სიხარულისაჲ. ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი ღმრთისმშობლისა 1 შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული; მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული; ალვა სუნნელი, სამოთხეს აღმოსრული; ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინვებული. ღმრთისმშობლისა 2 ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი დედა, ქალწული, შვენიერი შროშანი, მას ახარებდა ანგელოსი ფრთოსანი: შენგან იშვების მეფე გვირგვინოსანი, და მას ჰმონებდეს მეფე მრავალყმოსანი. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი