ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი |
afxazi |
Jun 28 2011, 03:50 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ასეთი თემა მინდა გავხსნა.
ეს თემა შეიძლება ბევრს არ მოეჩვენოს დადებითი შინაარსისა, მაგრამ ვარწმუნებ ეს ასე არ არის. ზოგადად როდესაც პიროვნების შესახებ მეორე ადამიანს უნდა პატივისცემა გამოხატოს, მას არც ის უნდა მიაწეროს რაც არ არის და არც ის უნდა უარყოს, რაც მას ახასიათებს. საინტერესო იქნება როგორ ვუყურებთ ამ ბუმბერაზ პიროვნებას. რა იყო და არის მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში, რა გააკეთა მან ისეთი, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერის ცხოვრებაში. კვლავ ვიმეორებ, ეს თემა არ ისახავს პატრიარქის შეფასებას (ეს ისტორიის საქმეა), მე მინდა უბრალოდ ვისაუბროთ მის მოღვაწეობაზე. რა მხოდა მისი პატრიარქობის პერიოდში. ვფიქრობ მავანთა მხრიდან მისი უწმინდესობის დაუფასებლობისა სწორედ იმ პერიოდის არ ცოდნაა, როდესაც პატრიარქი ილია II მოღვაწეობდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
Jan 12 2013, 12:42 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ვლადიმერ პუტინის სახელით ილია მეორეს საიუბილეო თარიღები მიხეილ შვიდკოიმ მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს კულტურის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა მიხეილ შვიდკოიმ ვლადიმერ პუტინის სახელით საიუბილეო თარიღები მიულოცა. პუტინის მისალოცი წერილი შვიდკოიმ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში მიმდინარე კონფერენციაზე წაიკითხა. მასში ნათქვამია: "გულითადად გილოცავთ პატრიარქად წინამძღვრობის 35-ე და დაბადების 80 წლისთავს. თქვენი მოღვაწეობა არის მწყემსმთავრის ერთ-ერთი თავდაუზოგავი მოღვაწეობის მაგალითი – ღრმად ვაფასებთ თქვენს თბილ ურთიერთობებს რუსეთთან, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას და მოწოდებას მშვიდობისკენ, სიყვარულისა და ურთიერთგაგებისკენ, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი, მეგობრული ურთიერთობების რთულ პერიოდში შენარჩუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ სულიერი, კულტურული და ჰუმანიტარული დიალოგი არის მყარი საფუძველი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის", - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილში. აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღების მილოცვის შემდეგ მიხეილ შვიდკოიმ უწმინდესს რუსეთის პრეზიდენტის სახელით ხატი გადასცა და აღნიშნა, რომ ხატმა არამშვიდობიან და კონფლიქტურ პერიოდში ხშირად აღმოუჩინა დახმარება რუსეთს http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...im-miuloca.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი