რატომ არ დღესასწაულობენ მართლმადიდებლები ახალ წელს?, რატომ არ დღესასწაულობენ მართლმადიდებლები ახალ წელს? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ არ დღესასწაულობენ მართლმადიდებლები ახალ წელს?, რატომ არ დღესასწაულობენ მართლმადიდებლები ახალ წელს? |
Alterego |
Jan 6 2013, 06:08 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
მიზეზი 1: თვით თარიღის არასაეკლესიო და არამართლმადიდებლური ხასიათი
წმიდა ეკლესია ახალ წელს ზეიმობს 1 სექტემბერს (ძვ. სტილით, ახალი სტილით 14 სექტემბერს), ინდიქტიონის დასაწყისს. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება შესაბამისი ღვთისმსახურებაც. ხოლო სამოქალაქო ახალი წელი, რომელსაც ზამთარში ზეიმობენ, არანაირად არ არის დაკავშირებული საეკლესიო კალენდართან. რუსეთში მისი შემომტანია პეტრე I, კერძოდ 1700 წლიდან (თუმცა მაშინ მას დღესასწაულობდნენ იულიანური კალენდრით, და არა კათოლიკურ-გრიგორიანული, ანუ ახალი სტილით, როგორც ეს არის ევროპაში). ახალი წელი, რომელსაც 1 იანვარს ზეიმობენ, ამოვარდნილია საღვთისმახურებო წრიდან და მიიღო არაქრისტეანული ხასიათი, რასაც აღნიშნავდა მრავალი ქრისტეანი მოღვაწე და ღვთისმსახური (მაგ. თეოფანე დაყუდებული, იოანე კრონშტადტელი და სხვები). ისინი რუს ხალხს ამხელდნენ იმაში, რომ ბაძავდა და ღმერთსგანდგომილ დასავლეთს, წარმართულად ხვდებოდა ახალ წელს: "უჭახუნებთ ერთმანეთს ჭიქებს და რა თვალსაზრისით? თქვენ მეტყვით: ჩვეულებაა ასეთი. და მე დაგიდასტურებთ: დიახ, ჩვეულებაა, მაგრამ სულაც არა ქრისტეანული, არამედ წარმართული, უკეთური და ღმრთისსაწინააღმდეგო" (Феофан Затворник. Слово на Богоявление, 6 января 1865 г.). ბოლშევიკების მიერ ახალი სტილის, ანუ ახლანდელი სამოქალაქო კალენდრის შემოღების შემდეგ, ახალი წლის 1 იანვარს ზეიმობა ემთხვევა შობის მარხვის ბოლო დღეებს, როდესაც ტიპიკონის მიხედვით მართლმადიდებელ ქრისტეანებს მკაცრი მარხვა აქვთ დაწესებული. მიზეზი 2-ე: ახალი წლის ანტიქრისტეანული ხასიათი თანამედროვე, საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ახალი წელი და ზეიმობა, რომელიც მასთან არის დაკავშირებული, იმთავითვე ქრისტეს შობის დღესასწაულის საპირისპიროდ იყო გამიზნული, და ბოლშევიკები მას ანტირელიგიური პროპაგანდის წარმატებად მიიჩნევდნენ. გამოდის, რომ მართლმადიდებლები, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავენ, უღმრთო სამყაროს უმეგობრდებიან კერპთაყვანისცემაში. ამ დროს ისეთი ტერმინების გამოყენება და თავის მართლება, რომ თითქოსდა ეს არის "მოყვასისადმი სიყვარულის გამოხატულება" არაეკლესიურ ადამიანთა ვიწრო წრეში, ან "სამარხვო სუფრა" (წეს-განგების ფორმალური დაცვის მცდელობა) - იმ სამყაროსთან მეგობრობის გამოვლინებაა, რომელთანაც დაძმობილება, წმიდა წერილის მიხედვით, მტერობა ღმრთისა (იაკობი 4:4). ქრისტეს ეკლესია არაამქვეყნიურია. ძველ ქრისტეანებს არ ეშინოდათ იმისი, რომ შესაძლოა ვერ მორგებოდნენ მათ თანამედროვე მსოფლიოს, პირიქით, უპირისპირდებოდნენ კიდევაც მას, უშიშრად მიდიოდნენ ტანჯვაზე, და თავისი წმიდა, უბიწო და აღმსარებლობითი ცხოვრებით ახალი ქრისტეანები მოჰყავდათ ეკლესიის წიაღში. ახლა კი ეკლესია კი არ "ამარილებს" მსოფლიოს, არამედ მსოფლიო ცდილობს "გადააეკლესიუროს" ქრისტეანობა და გააამსოფლიუროს იგი. მსოფლიოსთან, ამ წუთისოფელთან ასეთი დაახლოვება ქრისტეანებს ამსგავსებს იმ "განქარვებულ მარილს" მაცხოვარი რომ ბრძანებს თავის სახარებაში (იხ. მათე 5:13). სამოქალაქო ახალი წლის, 1 იანვრის დღესასწაულობა ახალი კალენდრით მიუღებელი უნდა იყოს მართლმადიდებლებისთვის. ამ დღეს, როდესაც უღმერთო, მწვალებლური და ღმერთსგანდგომილი მსოფლიო თავის ახალ წელს ზეიმობს, მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმ. მოწამე ბონიფანტეს ხსენების დღეს, რომელიც გახლავთ უბადლო მაგალითი სრული აღმსარებლობისა და გემოთმოყვარების დამარცხებისა. მართლმადიდებელნო ღირსეულად მოვემზადოთ შობისთვის და არა წარმართული ზეიმობისთვის, რომელიც შეურაცხყოფს ქრისტეს შობას. ეს ყველაფერი იწერება საიტზე http://apocalypse.ge და თუ კი ასეა და წარმართულ და მწვალებლურ დღესასწაულს ავღნიშნავთ 1 იანვარს მაშინ რატო გვილოცავს 31 დეკემბერს ახალ წელს პატრიარქი? |
afxazi |
Jan 12 2013, 11:22 AM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Martl_madidebeli
ციტატა არ აქვს აზრი შენს ნაწერს ასეთი ზოგადი ფრაზები ბევრისგან მომისმენია, უარესიც, მაგრამ ვერ დაუკონკრეტებიათ უშუალოდ რა არის არასწორი ჩემს ნათქვამში და რას არა აქვს აზრი. ციტატა ცრუ აზრია კონკრეტულად? ციტატა ეკლესია პირდაპირ ომს არასდროს აცხადებს, ღმერთიც ასევეა ომი რო სდომოდა დღეს უამრავი მკვდარი ბოროტი იქნებოდა დედამიწაზე და ჩვენ განსაცდელებშიც ვერ გამოვიწრთობოდით ზუსტად აღნიშნე, მაგრამ ჩანს ნაკლებად იცნობ წმინდა წერილს, ანდა საეკლესიო ისტორიას. კვლავ იგივეს გავიმეორებ, რაც ზემოთ ვთქვი. ეკლესია არასოდეს არ იყო კატეგორიული ამსოფლიურ გამოვლინებებთან. მაგალითად შეგვიძლია ვახსენოთ მონობა, რომელიც თავისი არსით, ცხადია, არაქრისტიანულია, მაგრამ ეპისტოლეებში ვერ ვხვდებით კატეგორიულ მოწოდებებს ამ მოვლენის წინააღმდეგ, პირიქით, მონისა და ბატონის ურთიერთსიყვარულს ქადაგებენ მოციქულები. ამგვარი დამოკიდებულება იყო წიანდაცვეთის მიმართ, რომელიც ისე იყო გამჯდარი იუდეველ ერში, რომ გაქრისტიანების მიუხედავად ადვილად მაინც ვერ ამოიძირკვებოდა ეს ჩვეულება მათგან. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მოციქულთა კრებაზე 51 წელს ოფიციალურად გააუქმეს ეს ჩვეულება, მაინც დიდი ხნის მანძილზე იერუსალიმის ეპისკოპოსები წინადაცვეთილები ინიშნებოდნენ (პავლე მოციქულის ქმედებაც შეიძლება გავიხსენოთ). დროთა განმავლობაში ეს ჩვეულება თავისით ამოიძირკვა. დასაბამშივე კატეგორიულობა, ცხადია, კარგ შედეგს ვერ მოიტანდა. ამიტომ ქრისტიანი იმას კი არ უნდა აკეთებდეს, რომ ამსოფლიური მოვლენების გავლენის ქვეშ მოექცეს, არამედ აქრისტიანებდეს მათ. ციტატა ყველას ერღვევა დამიჯერე ბოროტი მძლავრობს მაგ დროს განსაკუთრებით ხსნილის მერე დააკვირდით სულიერი მარხვის შესახებ მშვენიერი მოძღვრებაა გადმოცემული უფლის მიერ: და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. (მათე 6. 16-18). აი სულიერი მარხვა. ეხლა მითხარით როგორ უნდა დაურღვიოს ადამიანს ეს მდგოამრეობა ოჯახურ გარემოში სუფრის გაშლამ და ერთმანეთისადმი წარმატების სურვილის გამოხატვამ. სულიერი მარხვა მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება, ამას რაღაც პერიოდები არ ჭირდება. ქრისტიანობა თავისი არსით უკვე გულისხმობს მოღვაწეობას და იმის თქმა, რომ ქრისტიანმა მხოლოდ ამ პერიოდებში უნდა იმოღვაწეოს, ხოლო ხსნილში სხვებივით აიშვას, უაზრობაა. და თუ ხსნილში არ ხარ ერთგული, ცხადია მარხვის პერიოდში ერთგულება ფარისევლობაა და მეტი არაფერი. ამას ჯობია ასტროლოგიის უაზრო და ულოგიკო მოწოდებების წინააღმდეგ ვიქადაგოთ, რომლითაც მართლა დასნეულებულია ხალხი და ახალი წლის ღამეს სწორედ მათი რჩევებით ხელმძღვანელობს. პრობლემა სწორედ ამაშია და ესაა ამოსაძირკვი და არა ის, რომ ერთმანეთს წარმატება ვუსურვოთ მომავალ წელს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი