მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jan 13 2013, 06:31 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ბართლომეოს პირველი - ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია
15:37 13-01-2013 ბართლომეოს პირველი - ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია და იგი შორს არის იმ დიდებისა და პატივისაგან, რასაც პატრიარქის ტიტული მოიცავს , - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ბრძანა. მსოფლიო პატრიარქის თქმით, "ეს სიხარული მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სიხარული და დღესასწაულიცაა". "ძმანო და შვილნო, ჩვენი აქ ჩამოსვლისას სხვა არანაირი მიზანი არ გვამოძრავებდა, გარდა იმისა, რომ დღეს თქვენთან ერთად ვყოფილიყავით, გაგვეზიარებინა საქართველოს ეკლესიის სიხარული და სულიერი ზეიმი და პირადად თქვენი, საყვარელო და მეტად პატივსაცემო თქვენო უნეტარესობავ. საქართველოს პატრიარქო, ბატონო ილია, გვსურდა თქვენთან ერთად გვეზეიმა საქართველოს ეკლესიის ტახტზე თქვენი აყსაყდრებიდან 35 წლისთავი, რომელსაც თქვენი დაბადებიდან 80 წლისთავი ემთხვევა. პატივს მივაგებთ საპატრიარქოსთვისა და ქვეყნისთვის, ქართული სამღვდელოებისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენას და ამგვარად ყველანი, სასულიერო პირნი, პოლიტიკოსები და მორწმუნე ხალხი პატივს მივაგებთ პატრიარქ ილიას იმ ღვაწლს, რომელიც მართლითა გონებითა და მართალი სიტყვის ძალით მოიმოღვაწა. თქვენო უნეტარესობავ, თქვენ ვინც გონიერებასა და მოთმინებას უფლისაგან იღებდით და იღებთ, შეძელით და ნათლად დაინახეთ რწმენას მოწყვეტილი ადამიანების სისუსტე და ვითარცა იესოს ჭეშმარიტმა მოწაფემ, დაიწყეთ ქადაგება უფლის სიტყვისა. თქვენო უნეტარესობავ, სიყვარულს ქადაგებთ და თავად სხვისი სიყვარულით ცხოვრობთ. ლოცვებს აღავლენთ და მოუხმობთ სიბრძნეს ღვთისას, რომელიც სწორედ სიბრძნეს უქადაგებს ეკლესიასა და მის ხალხს. ის, რაც აკეთეთ, აკეთეთ რწმენით, იმედით, მოთმინებით. თქვენს მფარველ წმინდანთან ერთად კი გეტყვით, ცოცხალია ღმერთი, უფალი ძალთაი. უნატარესო კათოლიკოს-პატრიარქო ილია, თქვენ მორწმუნე და სულიერი ადამიანი ხართ. ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია და იგი შორს არის იმ დიდებისა და პატივისაგან, რასაც პატრიარქის ტიტული მოიცავს. თქვენ შემოიფარგლეთ ლოცვით, მარხვით, ეკლესიის აღორძინებით, ხალხის იმედების გასხივოსნებით, ხატწერის აღორძინებით, საღმრთო საიდუმლოებათა აღსრულებით, წმინდა ძღვენის შეწირვითა და თქვენი მრავალტანჯული ხალხის დამშვიდებით და ტკივილის გაყუჩებით. თქვენი საპატრიარქო მოღვაწეობისას, გამრავლდა თქვენ სულიერ შვილთა რიცხვიც და ხარისხიც, რაც ძალზე გვახარებს. კიდევ უფრო მეტად ვხარობთ, როდესაც ვხედავთ, რომ თქვენი შვილიშვილები თქვენი კეთილი შრომის ნაყოფს მოგართმევენ, რომელსაც თქვენ კვლავ ქრისტეს უძღვნით. ეკლესიისადმი შეწირული თქვენი მოღვაწეობის ნაყოფი ხილული და ნათელია და მას მომავალ თაობებს სისხლით მორწყული საქართველოს ისტორიის ფურცლები ოქროს ასოებით ჩაწერილს შემოუნახავს, ისევე, როგორც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი თქვენი სახელი ჩვენს გულებში", - მიმართა მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...s-tolfasia.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი