პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
თათარაშვილი |
Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი" ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად) |
A.V.M |
Jan 13 2013, 06:33 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა
14:11 13-01-2013 ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი ერთობლივი საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, დიდია კონსტანტინოპოლის პატრიარქის დამსახურება მსოფლიოს წინაშე. პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა. ილია მეორის თქმით, დღეს არის ხსენება წმინდა დავით წინასწარმეტყველისა. პატრიარქმა შესთხოვა მას, რომ საქართველოსა და მთელს მსოფლიოში მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს. "დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი". ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეკლესიის აღმავლობას და დიდებას. დავით წინასწარმეტყველმა ისრაელი რომ გააერთიანა და ზეიმით შედიოდა იერუსალიმში, მთელი ერი აქებდა დავითს, მან კი გააჩერა მსვლელობა და უთხრა: "უფალი მეფობს და არა მე". დღეს, როდესაც აღინიშნება ჩემი აღსაყდრების და დაბადების თარიღები და როდესაც ამბობენ, რომ რაღაც მე გავაკეთე, მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერს უფალი აკეთებს, რადგან უფალი მეფობს. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული. ჩვენ ვამაყობთ, რომ აქ ბრძანდებით და დიდია თქვენი დამსახურება მსოფლიოს წინაშე", - მიმართა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს. სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი მისალოცი სიტყვებით მიმართეს ასევე სერბეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პატრიარქებმა და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრემ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საიუბილეო თარიღები ამბიონიდან მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...usakhsovra.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი