რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რელიგიური მსოფლიო,სიახლენი,აზრები..., ფაქტი და კომენტარი |
KAIROS |
Apr 2 2007, 01:48 PM
პოსტი
#581
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ფორუმის ერთერთი დადებითი თვისება ისაა. რომ ხშირად აქ ადამიანები ერთდროულად შემოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ბევრმა სხვადასხვა ენები იცის, შესაბამისად ფლობს საინტერესო ინფორმაციებს, რაც მსოფლიოში ხდება, ვფიქრობ, რომ ეს თოფიქი დაგვეხმარება გავზარდოთ ჩვენი თვალსაწიერი და გავიგოთ, როგორია რელიგიური აზროვნება მსოფლიოში და რა პრობლემები არსებობს...
-------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
iako |
Apr 10 2007, 03:27 PM
პოსტი
#582
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
გერმანიაში მარხვას ძალიან დაბალი პროცენტი იცავს მოსახლეობისას , ძირითადად ასაკიანი ადამიანები. მარხვის დროს იკრძალება მხოლოდ ხორცის პროდუქტის მიღება.
სააღდგომოდ ტრადიციად არის ქცეული სხვადასხვა ფერად შეღებილი კვერცხების ძებნა ბაღში. აღდგომაც არა მარტო პატარებში, არამედ დიდებშიც ამასთან ასოცირდება. კვერცხს მალავს კურდღელი ბაღში, და მას დარაჯობს.მაგრამ ჩემს კითხვაზე რა კავშირშია აღდგომასთან პასუხი ვერ მივიღე. ანუ ეს არის უფრო მეტად საერო დღესასწაული, რომელსაც გართობა, დასვენების დატვირთვა აქვს. საეკლესიო თვალსაზრისით აღდგომას უმეტესად აქ მცხოვრები უცხოელები აღნიშნავენ. როგორც მითხრეს, აქაურ პროტესტანტებში ამ პერიოდის მნიშვნელოვანი დღე დიდი პარასკევი ყოფილა, რომელიც ''კარლფრაიტაგად'' არის ცნობილი. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი