ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
აკაკი |
Jan 10 2010, 03:27 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
afxazi
ხატზე გამოსახულია, ის ვინც ჭეშმარიტად არის და მას ვცემთ თაყვანს, და არა ხის ჩარჩოებს |
esre ars cheshmariteba |
Jan 15 2013, 04:40 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
afxazi ხატზე გამოსახულია, ის ვინც ჭეშმარიტად არის და მას ვცემთ თაყვანს, და არა ხის ჩარჩოებს მაგრამ პავლე მოციქული ბრძანებს _ რამეთუ რწმენით ვიარებით და არა ხედვით! 2კორინთელთა ეპისტოლე 5:7. თუ ქრისტიანს ხედვა სჭირდება ღმრთისა მაშინ მისი რწმენა მკვდარია. იოანე მოციქული სწორად შენიშნავს_ თუკი შენი ძმა არ გიყვარს რომელიც ხატია ღმრთისა და რომელსაც ხედავ, მაშ როგორ გეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავ?! 1 იოანე 4;20. აგრეთვე4;12 კვლავ ადასტურებს იოანე რომ ღმერთი არავის უხილავს. ღმერთი რომელიც სულია არ გააჩნია პირი თვალები და ა.შ . იესო ქრისტე რომელიც იხილეს ხორციელად ხაზს ვუსვამ_ხორციელად ეს არ იძლევა იმის საბაბს რომ სწორედ განხორციელებული უფლის სახე არის , უხილავი ღმრთის სახე, რადგან სწორედ იესო ამხელს _იოანეს 5:37 რომ მამის სახე უხილავია და მისი ხმაც კი არავის სმენია არასოდეს! რაც შეეხება თავად უფლის სიტყვებს_ ვინც მე მიხილა , მან მამაი იხილა იგი, აქ ყველასთვის ცხადია რომ იესო არ გულისხმობს თავის ხორციელ სახეს, არამედ ის გულისხმობს თავის დიდებულ საქმეებს და თვისებებს რომლებიც ზუსტად გამოავლინა იმგვარად როგორც მამა ავლენს. ქრისტე იესოს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 05:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი