ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქანდაკება, კერპი და ხატი. რა განსხვავებაა მათ შორის, რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპთაყვანისცემა |
afxazi |
Jan 10 2010, 02:59 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვისაუბროთ ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენს შეხედულებებთან ერთად საინტერესო იქნება თუკი დავწერთ ავტორიტეტულ მოღვაწეთა განმარტებებს.
მაგალითად ათენაგორა ათენელის მოძღვრებით ქანდაკება კერპისგან იმით განსხვავდება, რომ ქანდაკება თაყვანისცემის ობიექტი არ არის, არამედ გასახსენებლი იმ პიროვნების რომელიც მასზეა გამოსახული. ხატი კი კერპისგან იმით სხვაობს, რომ ხატი ესაა არქეტიპი მასზე გამოსახულისა, მაშინ როცა კერპი უშუალოდაა თაყვანისცემის ობიექტი, ის მასალა, ის ნივთი, რასაც კერპი ეწოდება და არა კერპის სახით სხვა რაიმე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
MIRDAT |
Jan 15 2013, 06:47 PM
პოსტი
#2
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
მე ადრეც დავწერე სადღაც და კიდევ დავწერ ჩემს აზრს ამ საკითხთან მიმართებით. როდესაც თაყვანს სცემ ხატს ანუ გამოხატულებას, მთავარია შენი დამოკიდებულება და აზროვნება. თუკი შენ გესმის ხატის მნიშვნელობა, რომ ის არის იმ წმინდანის გამოხატულება და შენ სწორედ ამ წმინდანს მიაგებ პატივს, მაშინ ეს ნამდვილად სწორია, მაგრამ თუ შენ, თვითონ ხატს სცემ თაყვანს, ამ ნივთს და გგონია რომ მას შეუძლია შენი დახმარება და გაქვს ხატის იმედი და არა იმ წმინდანის რომლის გამოხატულებაც ის არის, მაშინ არამგონია დიდი განსხვავება იყოს კერპთაყვანისმცემლობასა და ასეთ ხატის თაყვანისცემას შორის.
დიდ უგუნურებად მიმაჩნია აზრი რომ ხატის თაყვანისცემა დაუშვებელია. სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში ხატი დიდი სიწმინდეა. არასწორი დამოკიდებულების გამო კი ლოცვაც ცოდვად შეიძლება ჩაგეთვალოს ადამიანს და ამის გამო რა ვქნათ, ლოცვა ავკრძალოთ საერთოდ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი