რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... |
ქეთევანი777 |
Jan 16 2013, 02:10 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 15-January 13 წევრი № 12,892 |
ამ ბოლო დროს ბევრი დაინტერესდა რეიკით მკურნალობის მეთოდით.
რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა, რომელშიც გამოიყენება ტექნიკა ე.წ. "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება. რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ. რეიკი ნიშნავს: რეი - სამყარო, სული კი - ენერგია, აზრი, განწყობა. -------------------------- ეს, ისე, მოკლედ წარმოგიდგინეთ რეიკის არსი... მართლაც რა არის რეიკი? ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:) ჩვენთვის კი ის 2000 წელია ნაცნობია. მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი, რამდენადაც მას ოკულტიზმად მიიჩნევს. ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი". "ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი... მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან. მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? გამოდის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით... წმინდა პანტელეიმონი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი წმინდა ბარბარე წმინდა გიორგი წმინდა კვიპრიანე წმინდა ირინე წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს... წმინდა მამა ვიტალი... ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან... მაშ, რაშია საიდუმლო? საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში. საქმე იმაშია, რომ ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი. იყავით მორწმუნენი ღვთისა. შეიცანით თქვენი თავი... მოინანიეთ ცოდვები... იესოს ათ მცნებას მისდიეთ... შეიყვარეთ იესო... P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა... ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად... ------------------------------ |
A.V.M |
Jan 16 2013, 07:21 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ქეთევანი777
საუბრის დაწყებამდე კარგი იქნებოდა შენი აღმსარებლობის შესახებ თუ მეტყვი , რომ უფრო გამიადვილდეს კონტაქტი. ციტატა ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი". რა არის ,,ღვთის მადლი?'' ციტატა ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი... და შენთვის როგორაა ცნობილი იქნებ გვითხრა? ციტატა მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან. და ამ ლოცვის დროს ვის მიმართავდნენ და როგორ? (ეს კი ნამდვილად უნდა ჩამოთვალო...) ციტატა მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? სასულიერო პირები იგნორს უკეთებენ ეკუმენიზმს და არა მკურნალობას. ციტატა ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით... ისინი ოკულტიზმით არ იყვნენ დაკავებულნი მარტივი მიზეზის გამო. ისინი შემუსვრილი გულით , და დამდაბლებული მადლით მიმართავდნენ წმ.სამებას , ერთარსს და განუყოფელს , და მხოლოდშობილ ძეს რომელიც ,,ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის'' მოევლინა ქვეყანას , იქმნა სრული კაცი და მოიკლა ჯვარზე. ციტატა ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან... გითხარი ისინი როგორც ლოცულობდნენ. ანალოგიურად ილოცოს ,,რეიკიავიკმა'':D და თუ დამჭირდა პირველი მე მივალ სამკურნალოდ... ციტატა მაშ, რაშია საიდუმლო? საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში. რომელი ღვთის? ერთარსი და განუყოფელი წმ.სამების? ციტატა ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე ეს კიდე საკითხავია ვის მივმართავთ და იქიდან ა გადმოდის... ციტატა იესოს ათ მცნებას მისდიეთ... რომელი ათი მცნება მოგვცა იესო ქრისტემ იქნებ გამახსენო ? ციტატა შეიყვარეთ იესო... ამაზე მერე ვისაუბროთ წინამდებარე კითხვებზე რომ პასუხს გამცემ. ციტატა „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა.. დაკონკრეტულად ვინ მოგვცა ეგ და რით დავიმსახურეთ ან როდის? ან მისი შენარჩუნება რითი ხდება? ციტატა ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად... ამაზეც რომ გამცემ პასუხს მერე დაგელაპარაკები... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი