რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... |
ქეთევანი777 |
Jan 16 2013, 02:10 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 15-January 13 წევრი № 12,892 |
ამ ბოლო დროს ბევრი დაინტერესდა რეიკით მკურნალობის მეთოდით.
რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა, რომელშიც გამოიყენება ტექნიკა ე.წ. "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება. რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ. რეიკი ნიშნავს: რეი - სამყარო, სული კი - ენერგია, აზრი, განწყობა. -------------------------- ეს, ისე, მოკლედ წარმოგიდგინეთ რეიკის არსი... მართლაც რა არის რეიკი? ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:) ჩვენთვის კი ის 2000 წელია ნაცნობია. მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი, რამდენადაც მას ოკულტიზმად მიიჩნევს. ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი". "ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი... მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან. მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? გამოდის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით... წმინდა პანტელეიმონი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი წმინდა ბარბარე წმინდა გიორგი წმინდა კვიპრიანე წმინდა ირინე წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს... წმინდა მამა ვიტალი... ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან... მაშ, რაშია საიდუმლო? საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში. საქმე იმაშია, რომ ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი. იყავით მორწმუნენი ღვთისა. შეიცანით თქვენი თავი... მოინანიეთ ცოდვები... იესოს ათ მცნებას მისდიეთ... შეიყვარეთ იესო... P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა... ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად... ------------------------------ |
ქეთევანი777 |
Jan 17 2013, 11:00 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 15-January 13 წევრი № 12,892 |
აგრესიულ და უარყოფითად განწყოფილ ადამიანებთან პოლემიკაში არ შევდივარ...
აგრესია, თვითონ უკვე ცოდვაა და არაქრისტიანულია. მე გითხარი და გიმეორებ. თუ ვცდები მომიტევე... შენ ნუ შეცდები! P.S. შენი ეჭვი, რომ სხვა აღმსარებლობის ვარ, ცდები. ვარ ქრისტიანი, ადამიანები ვვითარდებით... კი არ ვჩერდებით ერთ ადგილზე. ამ განვითარებადი ხაზის გაჩერებას ვერავინ ვერ შეძლებს! რაც შეეხება იმას, რომ საეკლესიო საიტზე ვარ შემოსული და ცოტა ამ გვერდის ინტერესებიდან გადავუხვიე, მე ვფიქრობ, რომ არ გადამიხვევია. დავპოსტე ფსიქოლოგიაში და მეცნიერების კატეგორიაში... მეცნიერულად სწორედაც, რომ უნდა იქნეს ბოლომდე შესწავლილი ის მოვლენა, რასაც ლოცვა და ლოცვის ძალა ქვია. რატომ არ უნდა ვეცადოთ და შევისწავლოთ, თუ რატომ ვლოცულობთ? რატომ აღვმსარებლობთ? რატომ ვმარხულობთ? მეცნიერულად, ანუ თეორიულად ეს უკვე შესწავლილია და რაც უფრო მეტს გაიგებენ ამაზე ადამიანები, მით უფრო გაიზრდება სულიერებაზე მზრუნველთა რაოდენობა... და ეს ეცოდინებათ თეორიულად, ძირეულად და მტკიცედ... და არა ისე, როგორც ეკლესია გვასწავლიდა და გვიჩიჩინებს, რომ ჯოჯოხეთში ჩავვარდებით და დავიწვებით, თუ არ მოვინანიებთ ცოდვებს... ცოდვების მონანიება ვიღაც, შავანაფორიან, ჯინსებიან, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ან ნასვამ მამაოსთან ამ საქმეს არ შველის!!! (მაპატიონ მართლაც გულმხურვალე ქრისტიანმა მამაოებმა). მე აქ ვინმეს განკითხვისთვის არ ვარ შემოსული. არამედ განვიხილავ ძალიან საჭირბოროტო საკითხს, რაც ადამიანების სულიერების განვითარებას ეხება. რაც დღეს საქართველოს სასულიერო სფეროში ხდება ფრიად არ არის მოსაწონი და ძირეულ შეცვლას მოითხოვს... ყველაფერს დრო დაალაგებს... ---------------------------------- მიმაგრებული სურათ(ებ)ი |
ხახაბოელი |
Jan 17 2013, 02:09 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 |
აგრესიულ და უარყოფითად განწყოფილ ადამიანებთან პოლემიკაში არ შევდივარ... აგრესია, თვითონ უკვე ცოდვაა და არაქრისტიანულია. მე გითხარი და გიმეორებ. თუ ვცდები მომიტევე... შენ ნუ შეცდები! P.S. შენი ეჭვი, რომ სხვა აღმსარებლობის ვარ, ცდები. ვარ ქრისტიანი, ადამიანები ვვითარდებით... კი არ ვჩერდებით ერთ ადგილზე. ამ განვითარებადი ხაზის გაჩერებას ვერავინ ვერ შეძლებს! რაც შეეხება იმას, რომ საეკლესიო საიტზე ვარ შემოსული და ცოტა ამ გვერდის ინტერესებიდან გადავუხვიე, მე ვფიქრობ, რომ არ გადამიხვევია. დავპოსტე ფსიქოლოგიაში და მეცნიერების კატეგორიაში... მეცნიერულად სწორედაც, რომ უნდა იქნეს ბოლომდე შესწავლილი ის მოვლენა, რასაც ლოცვა და ლოცვის ძალა ქვია. რატომ არ უნდა ვეცადოთ და შევისწავლოთ, თუ რატომ ვლოცულობთ? რატომ აღვმსარებლობთ? რატომ ვმარხულობთ? მეცნიერულად, ანუ თეორიულად ეს უკვე შესწავლილია და რაც უფრო მეტს გაიგებენ ამაზე ადამიანები, მით უფრო გაიზრდება სულიერებაზე მზრუნველთა რაოდენობა... და ეს ეცოდინებათ თეორიულად, ძირეულად და მტკიცედ... და არა ისე, როგორც ეკლესია გვასწავლიდა და გვიჩიჩინებს, რომ ჯოჯოხეთში ჩავვარდებით და დავიწვებით, თუ არ მოვინანიებთ ცოდვებს... ცოდვების მონანიება ვიღაც, შავანაფორიან, ჯინსებიან, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ან ნასვამ მამაოსთან ამ საქმეს არ შველის!!! (მაპატიონ მართლაც გულმხურვალე ქრისტიანმა მამაოებმა). მე აქ ვინმეს განკითხვისთვის არ ვარ შემოსული. არამედ განვიხილავ ძალიან საჭირბოროტო საკითხს, რაც ადამიანების სულიერების განვითარებას ეხება. რაც დღეს საქართველოს სასულიერო სფეროში ხდება ფრიად არ არის მოსაწონი და ძირეულ შეცვლას მოითხოვს... ყველაფერს დრო დაალაგებს... ---------------------------------- მიტროპოლიტი იეროთეოზ ვლახოსი "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია" ეს წიგნი წაიკითხე. ამ საიტზეც არის ბიბლიოთეკაში და მაღაზიებშიც იყიდება.ამას გაეცანი და სხვა ბევრი ნაშრომიც შემიძლია გითხრა სადაც ეს თემაა განხილული.თუ გაინტერესებს მართლმადიდებლური შეხედულება ამ ყველაფერთან ნახე ეს წიგნი, არ დაიზარო.მერე მიხვდები საჭიროა თუ არა რეიკი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი