რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... |
ქეთევანი777 |
Jan 16 2013, 02:10 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 15-January 13 წევრი № 12,892 |
ამ ბოლო დროს ბევრი დაინტერესდა რეიკით მკურნალობის მეთოდით.
რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა, რომელშიც გამოიყენება ტექნიკა ე.წ. "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება. რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ. რეიკი ნიშნავს: რეი - სამყარო, სული კი - ენერგია, აზრი, განწყობა. -------------------------- ეს, ისე, მოკლედ წარმოგიდგინეთ რეიკის არსი... მართლაც რა არის რეიკი? ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:) ჩვენთვის კი ის 2000 წელია ნაცნობია. მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი, რამდენადაც მას ოკულტიზმად მიიჩნევს. ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი". "ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი... მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან. მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? გამოდის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით... წმინდა პანტელეიმონი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი წმინდა ბარბარე წმინდა გიორგი წმინდა კვიპრიანე წმინდა ირინე წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს... წმინდა მამა ვიტალი... ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან... მაშ, რაშია საიდუმლო? საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში. საქმე იმაშია, რომ ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი. იყავით მორწმუნენი ღვთისა. შეიცანით თქვენი თავი... მოინანიეთ ცოდვები... იესოს ათ მცნებას მისდიეთ... შეიყვარეთ იესო... P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა... ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად... ------------------------------ |
A.V.M |
Jan 17 2013, 08:04 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ქეთევანი777
ციტატა აგრესიულ და უარყოფითად განწყოფილ ადამიანებთან პოლემიკაში არ შევდივარ... ჩემზე უარყოფითად განწყობილი ადამიანი ნუ შეგახვედრა ღმერთმა ცხოვრებაში... ციტატა რაც შეეხება იმას, რომ საეკლესიო საიტზე ვარ შემოსული და ცოტა ამ გვერდის ინტერესებიდან გადავუხვიე, მე ვფიქრობ, რომ არ გადამიხვევია. დავპოსტე ფსიქოლოგიაში და მეცნიერების კატეგორიაში... ,,გადახვევა'' მაშინ იყო როდესაც მოძღვრის განყოფილებაში პოსტავდი , თორემ აქ პირიქით... მეც ჩავერთე ლაპარაკში და დიდი იმედი მქონდა რომ ამიბავდი მხარს... ციტატა მეცნიერულად სწორედაც, რომ უნდა იქნეს ბოლომდე შესწავლილი ის მოვლენა, რასაც ლოცვა და ლოცვის ძალა ქვია. შესწავლილია ლოცვა კარგი ხანია. თუ გინდა მეცნიერებსაც ჩამოგითვლი: ბასილი დიდი , გრიგოლი ღვთისმეტყველი , იოანე ოქროპირი , კირილე ალექსანდრიელი , რომანოზ მელოდოსისი და.ა.შ ციტატა რატომ არ უნდა ვეცადოთ და შევისწავლოთ, თუ რატომ ვლოცულობთ? რატომ აღვმსარებლობთ? რატომ ვმარხულობთ? რატომ? ეკუმენიზმში რომ ჩავვარდეთ? ციტატა და არა ისე, როგორც ეკლესია გვასწავლიდა და გვიჩიჩინებს, რომ ჯოჯოხეთში ჩავვარდებით და დავიწვებით, თუ არ მოვინანიებთ ცოდვებს... ეს უკვე საკმარისია! ან შემოხვალ პოლემიკაში და ბოლომდე დაიცავ არგუმენტებით შენს მიერ წამოყენებულ ბრალდებებს , ან არადა მინიმუმ ამგვარი პოსტები წაიშლება... ციტატა ცოდვების მონანიება ვიღაც, შავანაფორიან, ჯინსებიან, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ან ნასვამ მამაოსთან ამ საქმეს არ შველის!!! ამ პოსტში უკვე მეორედ გეუბნევი! არ მაინტერესებს საერთოდ რა აღმსარებლობის ხარ , მაგრამ როგორც მოდერი მლვითხოვ თუ ფორუმზე გინდა ოფნა იმ აბსოლიტურ უმრავლესობა მომხმარებლების აზრებისა და დამოკიდებულებისა პატივი ეცი ვინც აქ იმყოფება. ციტატა მე აქ ვინმეს განკითხვისთვის არ ვარ შემოსული. არამედ განვიხილავ ძალიან საჭირბოროტო საკითხს, რაც ადამიანების სულიერების განვითარებას ეხება. არ განიხილავ.... გვიყენებ ბრალდებებს და ჩერდები.ეგ განხილვა არაა , ეგ ცლისწამებაა. და თუ ცილისწამება არაა ავდგეთ და მართლა განვიხილოთ. ციტატა რაც დღეს საქართველოს სასულიერო სფეროში ხდება ფრიად არ არის მოსაწონი და ძირეულ შეცვლას მოითხოვს... ვის მხრიდან არაა მოსაწონი? ეკუმენისტების?არცაა და ვერც იქნება , რადგან ქართული მართლმადიდებლური ეკლსია არასდროს იყო და ვერც ვერასდროს იქნება ლოცვით ერთობაში სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენლებთან. ციტატა ყველაფერს დრო დაალაგებს... დასალაგებელი ბევრი არც არაფერია... ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს... და ქართული ეკლესიის პროგრესს ადასტურებს არაერთი საერთაშორისო კვლევა. და კვლევას რომ თავი დავანებოთ ის 35 წელი , რომლის მანძილზეც თითოეული ჩვენგანისთვის დაუცხრომელად იღწვის პატრიარქი... ვლახოსის ფსიქოთერაპია ნამდვილად კარგი რჩევაა , თუ მათლა გინდა ეკუმენიზმსა და ლოცვას შორის გააკეთო აჩევანი. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 09:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი