![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დავით ივერიელი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 ![]() |
***
-------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ეს ერთი რეცენზია , შევეცდები მეორეც დავდო:
რეცენზია გურამ ლურსმანაშვილის ნაშრომზე: ,,1924 წლის აჯანყება და ძმები ფალავანდიშვილები” გავეცანი გურამ ლურსმანაშვილის ნაშრომს ,,1924 წლის აჯანყება და ძმები ფალავანდიშვილები”. თავიდანვე მინდა შევნიშნო, რომ ჩემთვის კარგად არის ცნობილი ხაშურის რაიონში 1924 წლის აჯანყების შემდეგ დატრიალებული მოვლენები. თავის დროზე ამ საკითხს ვრცელი ნარკვევიც მივუძღვენი, მაგრამ რასაც გურამ ლურსმანაშვილი თავის ნაშრომში აღწერს, ეს ჩემთვის დღემდე უცნობი ფაქტია. ვიცი რომ ხაშურის რაიონში აჯანყებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ხელისუფლებამ ინტელიგენციის, თავადაზნაურების, ვაჭრების ერთი ჯგუფი დახვრიტა. ნაწილი ხაშურში ე.წ ზემო სერზე, ხოლო ნაწილი გორში. Aრაც შეეხება გომში მომხდარ ფაქტს, ეს დღემდე უცნობი ფაქტია. გორის არქივში დაცულია ცნობა, რომ გომის სათემო აღმასკომის ტერიტორიაზე აჯანყების დროს სიმშვიდე იყო და არანაირ ექსესს არ ჰქონია ადგილი. გურამ ლურსმანაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან სრულიად უცნობი ფაქტი შეისწავლა და დღის სინათლეზე გამოიტანა.ავტორს ჩაუტარებია მეტად საჭირო კვლევა, როცა მოუძებნია ისეთი ხანდაზმული ადამიანი, როგორიც ნიკო ჩოჩიშვილია (მეც მქონია მასთან შეხვედრა) და ჩაუწერია მისი მონათხრობი. ეს მეტად საშური საქმეა, რადგან ის ადამიანები რომელთა თვალწინაც მოხდა 1924 წლის აჯანყება და სხვა მოვლენები, თანდათან მცირდებიან. მათ მოგონებებს კი ხშირად პირველხარისხოვანი ისტორიული საბუთის მნიშვნელობაც შეიძლება მიენიჭოს. მოსწავლე გურამ ლურსმანაშვილის მიერ ჩატარებული მუშაობა და გამოკვლევა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. შეიძლება სცდებოდეს კიდეც მოსწავლის წინაშე დასახულ ამოცანას. ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მთ. სპეციალისტი თამაზ ლაცაბიძე -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი