რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... |
ქეთევანი777 |
Jan 16 2013, 02:10 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 15-January 13 წევრი № 12,892 |
ამ ბოლო დროს ბევრი დაინტერესდა რეიკით მკურნალობის მეთოდით.
რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა, რომელშიც გამოიყენება ტექნიკა ე.წ. "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება. რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ. რეიკი ნიშნავს: რეი - სამყარო, სული კი - ენერგია, აზრი, განწყობა. -------------------------- ეს, ისე, მოკლედ წარმოგიდგინეთ რეიკის არსი... მართლაც რა არის რეიკი? ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:) ჩვენთვის კი ის 2000 წელია ნაცნობია. მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი, რამდენადაც მას ოკულტიზმად მიიჩნევს. ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი". "ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი... მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან. მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? გამოდის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით... წმინდა პანტელეიმონი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი წმინდა ბარბარე წმინდა გიორგი წმინდა კვიპრიანე წმინდა ირინე წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს... წმინდა მამა ვიტალი... ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან... მაშ, რაშია საიდუმლო? საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში. საქმე იმაშია, რომ ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი. იყავით მორწმუნენი ღვთისა. შეიცანით თქვენი თავი... მოინანიეთ ცოდვები... იესოს ათ მცნებას მისდიეთ... შეიყვარეთ იესო... P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა... ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად... ------------------------------ |
A.V.M |
Jan 18 2013, 10:18 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ქეთევანი777
ციტატა ქართული ეკლესიის პროგრესი მარტო ეკლესიების მშენებლობით არ განისაზღვრება... შენ ტერმინ ეკლესიის მნიშვნელობაც არ გესმის... იმდენად ფართო ცნებაა ეს რომ არც ღირს ახლა განვიხილო...აზრი არ აქვს... (შენი ნაწერიდან კი ადამიანი იფიქრებს რომ ტაძარს და ეკლესიას ერთმანეთისგან ვერ არჩევ) და ტაძარზეც რამდენად ობიექტურად საუბრობ ეს კიდევ სხვა საკითხია... ციტატა არ გინდა ეხლა რა... რუსთავი 2ის ჟურნალისტი მგონიხარ შემოგევლე ლოგიკაში... ციტატა პატრიარქმა რა თქმა უნდა გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ფუნქციის შენარჩუნებაში ტერმინ-ეკლესიის მნიშვნელობა რომ არ გესმის ეს კიდევ დაგვიდასტურე , მაგრამ ავლენ რომ არა მარტო ცნებას ვერ ხვდები არამედ სიტუაციის რეალურად აღქმაც არ შეგიძლია... რომელი ფუნქცია შეუნარჩუნა?-6 მღვდელთმთავარი რომ იყო 1977 წელს და ახლა 38-ია? ეს შენარჩუნებაა? ამ ექვსიდან 3-ს რომ ეპარქიაში უფლება არ ჰქონდა მსახურება აღესრულებინა(და რომც ქონოდა ეკლესია არ იყო იქ) ეს შენარჩუნებაა? არცერთი სასწავლებელი რომ არ იყო სასულიერო და ახლა 4 მარტო უნივერსიტეტი რომაა ეს შენარჩუნებაა? მხოლოდ 5-6 კაცი რომ დადიოდა სიონის ტაძარში და ისიც მოხუცი და ახლა რომ ახალგაზრდებითაა სავსე ეს შენარჩუნებაა? ნებისმიერ დროს როცა ესკალირებული იყო სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში და პატრიარქი ახერხებდა ერის ერთ მუშტად შეკვრას ეს შენარჩუნებაა? ქართული ჭედურობა , ხატწერა , გალობა , მინანქარი და.ა.შ რომ მკვდრეთით აღადგინა ეს შენარჩუნებაა? და აღარ გავაგრძელებ...საუბარი ამაზე დაუსრულებლად შეიძლება... ქეთევანმა რაც გიპასუხა იმას არ გავიმეორებ . თუ ჩარევა გახდა ჩემი აჭირო მხოლოდ მაშIნ ვიტყვი სხვა რაღაცეებს მაგრამ ამაზე რომ ამბობ: ციტატა ეკლესიაში სანთელი 20 თეთრი რომ ღირს და ყველას არ შეუძლია ყიდვა? ნებისმიერ დღეს შეგიძლია მოხვიდე სიონში , საღამოს 9-ის ნახევრისთვის და დაინახავ რამხელა რიგი იქნება გაჭირვებული ხალხის რომლებსაც სემინარიის სტუდენტები აძლევენ წვნიანებს , ცხელ ჩაის , პურს და.ა.შ შეგიძლია მოხვიდე სიონში და დაინახო ყოველი შაბათის ლოცვის შემდეგ როგორ ეხმარება უშუალოდ მამა გიორგი ზვიადაძე ფულით გაჭირვებულებს. შეგიძლია მოხვიდე ქაშვეთის ტაძარში და დაინახო თავად მამა მიქაელი როგორ აძლევს ფინანსურ დახმარებას 9 აპრილის ბაღში მყოფ უსახლკაროებს , როგორ აძლევს მათ თბილ ტანსაცმელს და.ა.შ (მოკლედ აღარ გავაგრძელებ , სიკეთეს უჩუმრად აკეთებენ ადამიანები და იმისათვის რომ რაღაც დაგანახო ამის აფიშირებას ვახდენ.რაც ცუდია) შენ გილაპარაკია პატრიარქთან? დაგინახავს როგორ ატირებულა როდესაც შვილმკვდარ დედას დახმარებისათვის მიუმართავს? დაგინახავს როგორ მიუცია მეფუტკრისთვის 20 სკა ფუტკარი , რომელსაც ყინვის გამო გაუწყვა მეურნეობა და ოჯახის რჩენა არ შეეძლო , დაგინახავს როგორ დაურიგა რაიონიდან ჩამსულ სტუდენტებს 100-100 დოლარი ყველას? და.ა.შ (ეს სხვაგვარი დახმარებაა , მე კიდევ სხვაგვარს ვგულისხმობდი) ციტატა ცოდვების მონანიება ვიღაც, შავანაფორიან, ჯინსებიან, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ რა გინდა? ანაფორა აცვია არ მოგწონს , ჯინსი აცვია არ მოგწონს , რა ქნას კაცმა? ღვთიური ნათლით განსპეტაკდეს და ანგელოზებრივი სამოსლით გეჩვენოს? და კიდევ რომელი მამაო დაინახე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და როდის ? zaz ციტატა შენ ეკლესიას განიკითხავ და სანაცვლოდ რეიკს გვთავაზობ? კაი იყო... მაგრამ საქმე რაშია იცი? დიდი რუდუნებით დაწერე პოსტი , (გეტყბა კაი-ხანი ემზადებოდი) , ,,არგუმენტეით გაამყარე'' , ფიქრობდი ქვას გახეთქავენ ესენიო.(ბოლო-ბოლო კვიპრიანე კართაგენელი და პანტელეიმონი ახსენე ) მაგრამ აღმოჩნდა რომ ძალიან უსუსური იყვნენ ისინი და არგუმენტს ვერც დავარქმევთ მას . ესაა ტაგედია... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2024 - 05:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი