რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... |
ქეთევანი777 |
Jan 16 2013, 02:10 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 15-January 13 წევრი № 12,892 |
ამ ბოლო დროს ბევრი დაინტერესდა რეიკით მკურნალობის მეთოდით.
რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა, რომელშიც გამოიყენება ტექნიკა ე.წ. "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება. რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ. რეიკი ნიშნავს: რეი - სამყარო, სული კი - ენერგია, აზრი, განწყობა. -------------------------- ეს, ისე, მოკლედ წარმოგიდგინეთ რეიკის არსი... მართლაც რა არის რეიკი? ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:) ჩვენთვის კი ის 2000 წელია ნაცნობია. მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი, რამდენადაც მას ოკულტიზმად მიიჩნევს. ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი". "ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი... მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან. მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? გამოდის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით... წმინდა პანტელეიმონი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი წმინდა ბარბარე წმინდა გიორგი წმინდა კვიპრიანე წმინდა ირინე წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს... წმინდა მამა ვიტალი... ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან... მაშ, რაშია საიდუმლო? საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში. საქმე იმაშია, რომ ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი. იყავით მორწმუნენი ღვთისა. შეიცანით თქვენი თავი... მოინანიეთ ცოდვები... იესოს ათ მცნებას მისდიეთ... შეიყვარეთ იესო... P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა... ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად... ------------------------------ |
ქეთევანი777 |
Jan 20 2013, 01:22 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 15-January 13 წევრი № 12,892 |
qetevano
ციტატა ზუსტად შენზეა ნათქვამი, შენ მარტო ცუდის დანახვა გინდა თორე არ გადაახტებოდი იმდენ დადებითს, რაც ჩვენს უწმინდესზე და სხვა სასულიერო პირებზე ვთქვით ზევით პოსტებში ჩემო კარგო იცი, როგორ მინდა კარგი დავინახო? ვერ აგიწერ ისე მინდა! |
qetevano |
Jan 20 2013, 01:42 AM
პოსტი
#3
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
ქეთევანი777 მოძღვარს რომ ვიღაც ქალი ღმერთად აღიქვავს ეგ არ გაძლევს იმის უფლებას რომ მთელი მართლმადიდებელი მრევლი მისნაირად აღიქვა. როცა ჩვენთვის ძვირფასს ეხება საქმე დიახაც რომ ყველაფერს გამოვიძიებთ. აბა ჩვენ შენს ოჯახზე გველაპარაკა მასე, ვიღაც ჯინსიანი ასეო და ისეო... შენც გამოიძიებდი ყოველ სიტყვას ზუსტადაც. ეგ მაინც უნდა იცოდე რომ ეკლესია სახელმწიფოსგან თავისუფალია და მისგან არ ფინანსდება, რაც შეეხება მრევლისგან შესულ თანხას, მაგაზე გასაგებად ვთქვით წინა პოსტებში სადაც მიდის ეგ ფული. იმ დაწესებულებებში, ზევით რომ ჩამოვთვალე უწმინდესის დროს ჩამოყალიბდათქო, დასაქმებულ ადამიანებს, და თან მინდა გითხრა რომ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული მაგ დაწესბულებებში, შენი აზრით ხელფასი არ უნდა? და კიდევ, თითქმის ყველა ტაძრებში იგივე მეორდება, რაც გურამმა თქვა. მეც ბევრჯერ მინახავს ჩემს მოძღვარს ლოცვის მერე პირადად მიეცა ფული გაჭირვებულებისთვის, წირვის მერე ტრაპეზზე დასწრება ყველას შეუძლია და ა.შ და ა.შ. აზრი არ აქვს შენთვის ამ ყველაფრის ჩამოთვლას. ჩახვეული გაქვს იმ 20 თეთრიან სანთელზე, რომელიც სულაც არაა აუცილებელი რომ 3 ცალი იყიდო, სხვათაშორის. ისე ერთი რამე იცოდე მოძღვარიც ადამიანია და მას და მის ოჯახსაც უნდა საკვები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.კარგად ვხედავ მოძღვრის შვილებს, რომლებსაც თავის უფროსი და ძმების გამონაცვალი ტანსაცმელები აცვიათ და ბევრი ისეთი რამ აკლიათ რაც მე და სხვა ჩვეულებრივ ადამიანებს გვაქვს. ცდები თუ გგონია რომ ისინი ფუფუნებაში ცხოვრობენ. რაღაცას რომ ამტკიცებ უნდა გაეცნო ჯერ იქაურობას და მერე უნდა ამტკიცო. qetevano ჩემო კარგო იცი, როგორ მინდა კარგი დავინახო? ვერ აგიწერ ისე მინდა! მოძღვარი გყავს? თუ კარგის დანახვა გინდა, მიდი ღირსეულ მამასთან, დაელაპარაკე, გაიცანი და დაინახავ კიდეც კარგს, მერწმუნე. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 05:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი