სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ქეთევანი777 |
Jan 16 2013, 02:10 PM
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 15-January 13 წევრი № 12,892 |
ამ ბოლო დროს ბევრი დაინტერესდა რეიკით მკურნალობის მეთოდით.
რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა, რომელშიც გამოიყენება ტექნიკა ე.წ. "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება. რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ. რეიკი ნიშნავს: რეი - სამყარო, სული კი - ენერგია, აზრი, განწყობა. -------------------------- ეს, ისე, მოკლედ წარმოგიდგინეთ რეიკის არსი... მართლაც რა არის რეიკი? ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:) ჩვენთვის კი ის 2000 წელია ნაცნობია. მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი, რამდენადაც მას ოკულტიზმად მიიჩნევს. ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი". "ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი... მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან. მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? გამოდის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით... წმინდა პანტელეიმონი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი წმინდა ბარბარე წმინდა გიორგი წმინდა კვიპრიანე წმინდა ირინე წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს... წმინდა მამა ვიტალი... ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან... მაშ, რაშია საიდუმლო? საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში. საქმე იმაშია, რომ ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი. იყავით მორწმუნენი ღვთისა. შეიცანით თქვენი თავი... მოინანიეთ ცოდვები... იესოს ათ მცნებას მისდიეთ... შეიყვარეთ იესო... P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა... ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად... ------------------------------ ![]() |
![]() ![]() |
| აკაკი |
Jan 21 2013, 01:49 AM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
მივიდეთ მაშინ საავადმყოფოში. იქ ერთი ექიმია, სხვების განკურნებას კი ცდილობს, მაგრამ თვითონ ცოტა ბევრს სვამს, იქ სიგარეტს ეწევა. როგორ მოვიქცეთ, არადა ქირურგია, ფილტვების მკურნალი.
თუ მე განვიცდი და ცოდვას ვაღიარებ, სულ არ აქვს მნიშვნელობა მღვდელი უღირსია თუ არა (იმას ღმერთი ჰყავს, რა ჩვენი განსასჯელია). დამერწმუნებით და ასეთ დროს მართლა ჩნდება სურვილი ყველას წინაშე მთელი ხმით იყვირო, რომ ნაგავი ვარ და მეტი არაფერიო. მთავარია, რომ ღვთის წინაშე მოძღვარი, როგორც ქრისტე მაცხოვრის მღვდელი, მეოხებას გაგვიწევს და სამსჯავროზე საჯაროდ, ამქვეყნიურთაც და იმქვეყნიურთა წინაშეც დაამოწმებს იმ სიმართლეს, რომ ცოდვა მართლაც ვაღიარეთ და განვუდექით მას ღვთის სიყვარულისთვის. აქ არის ეკლესია და მისი ძალა, რომლითაც შემოსა უფალმა. იაკობ მოციქული თავის ეპისტოლეში ამბობს: "აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა". უკვე დიდი ხანია ადამიანები ისე შევიცვალეთ, რომ რაღა გვეთქმის.. სხვისი საშინელი და სამარცხვინო საქმეები, ცოდვებიღა გვაკლია. განვიკითხავდით (თუკი პირით არ ვამბობ, გულსა და გონებაში), შეიძლება გაგვეპუტა ის ადამიანი. "აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა" - მერედა თუკი ასე ხდებოდა, როგორც "ქეთევანომაც" აღნიშნა - საჯაროდ, დღეს რაოდენ სასიკეთოა თუკი ერთ ადამიანს, ისიც თვით ქრისტე უფლის მსახურის, მისი მღვდლის წინაშე ვიტყვით აღსარებას. მისი სიმძიმის ნაწილს თვითონ იტყვითავს. მღვდლის ლოცვაც დაგვეხმარება. ხშირად, მეგობრებო, "უღირსი მღვდელი" მხოლოდ საბაბია. ჯერ ერთი და ასეთ თემაზე თუ ვსაუბრობთ ე.ი რაღაც ვიცით უკვე, ჰოდა ისიც უნდა გვცოდნოდა, რომ თუ აღსარება მინდა ვთქვა და შინაგანი, სულიერი ცხოვრება დავიწყო ასე სპონტანურად, უცებ გამოჩენილ მღვდელმსახურთან (თანაც მათგან უმეტესი მაინცდამაინც "უღირსი" უნდა აღმოჩნდეს) ეს საქმე ხომ არ გამოვა.. ხომ უნდა ძიება, ბოლობოლო საუკუნოდ უნდა ჩაჰკიდოს ადამიანს მღვდელმა ხელი და ღმერთამდე მიიყვანოს, მცირედი რაიმე საქმე ხომ არაა. შემინდეთ ჩემი ასეთი საუბრის ტონი. დაგვეხმაროს ღმერთი. "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. აძოვენ კრავნი ჩემნი". |
ქეთევანი777 რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... Jan 16 2013, 02:10 PM
A.V.M ქეთევანი777
საუბრის ... Jan 16 2013, 07:21 PM
zaz
თუ ბუდისტმა დააფუ... Jan 16 2013, 08:31 PM
ქეთევანი777 აქ ციტატებით რომ გ... Jan 16 2013, 10:44 PM
A.V.M ქეთევანი777
და ვის მ... Jan 16 2013, 11:11 PM
ქეთევანი777 აგრესიულ და უარყოფ... Jan 17 2013, 11:00 AM
ხახაბოელი [quote name='ქეთევანი777' ... Jan 17 2013, 01:57 PM
ხახაბოელი
აგრესიულ და უარყო... Jan 17 2013, 02:09 PM
A.V.M ქეთევანი777
ჩემზე უ... Jan 17 2013, 08:04 PM
ქეთევანი777 A.V.M
ქართული ეკლესი... Jan 18 2013, 08:56 PM
qetevano
თითოეული ჩვენგანი... Jan 18 2013, 09:38 PM
zaz ქეთევანი777
შენ ეკლე... Jan 18 2013, 09:51 PM
qetevano ზევით კი წერს დიდი ... Jan 18 2013, 10:09 PM
A.V.M ქეთევანი777
შენ ტერ... Jan 18 2013, 10:18 PM
ხახაბოელი ქეთევანი777 ჩვენ რო ... Jan 18 2013, 11:40 PM
ქეთევანი777 ხახაბოელი
მე რა უ... Jan 20 2013, 12:22 AM
qetevano
ყველა იმას ხედავს ... Jan 20 2013, 12:34 AM
ქეთევანი777 რა უნდა ვთქვა იმის ... Jan 20 2013, 01:08 AM
ქეთევანი777 qetevano
ჩემო კარგო იცი,... Jan 20 2013, 01:22 AM
qetevano
ქეთევანი777
მოძღვა... Jan 20 2013, 01:42 AM
ქეთევანი777
:)
ბავშვი ყოფილხარ ... Jan 20 2013, 02:11 AM
qetevano
:)
ბავშვი ყოფილხარ ... Jan 20 2013, 04:18 PM
ქეთევანი777
და როგორ მივხვდე რ... Jan 20 2013, 02:21 AM
A.V.M ქეთევანი777
რომელი ... Jan 20 2013, 03:09 PM
zaz A.V.M
ამაში ვერ დაგეთ... Jan 20 2013, 08:33 PM
A.V.M zaz
იმ დროისთვის არს... Jan 20 2013, 09:04 PM
ქეთევანი777 qetevano
ვწყვეტ საუბა... Jan 20 2013, 09:39 PM
qetevano
qetevano
მაპატიეთ, თუ გ... Jan 20 2013, 09:51 PM
ქეთევანი777 qetevano
კარგია, ამას ა... Jan 20 2013, 10:00 PM
qetevano
[b]qetevano
კარგია, ამას ... Jan 20 2013, 10:10 PM
A.V.M ქეთევანი777
უყურე12. მ... Jan 20 2013, 10:08 PM
zaz ქეთევანი777
აღსარებ... Jan 21 2013, 12:09 PM
ხახაბოელი ქეთევანი777 ქრისტია... Jan 21 2013, 01:33 PM
crazy_priest აგეტირება ამ თემას... Jan 23 2013, 09:30 PM
nino.nino123 ეკლესიაზე და მღვდე... Jan 23 2013, 09:41 PM
A.V.M
არ მოგვისმინო ქეთ... Jan 23 2013, 11:39 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd December 2025 - 06:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი