სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ქეთევანი777 |
Jan 16 2013, 02:10 PM
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 15-January 13 წევრი № 12,892 |
ამ ბოლო დროს ბევრი დაინტერესდა რეიკით მკურნალობის მეთოდით.
რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა, რომელშიც გამოიყენება ტექნიკა ე.წ. "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება. რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ. რეიკი ნიშნავს: რეი - სამყარო, სული კი - ენერგია, აზრი, განწყობა. -------------------------- ეს, ისე, მოკლედ წარმოგიდგინეთ რეიკის არსი... მართლაც რა არის რეიკი? ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:) ჩვენთვის კი ის 2000 წელია ნაცნობია. მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი, რამდენადაც მას ოკულტიზმად მიიჩნევს. ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი". "ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი... მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან. მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? გამოდის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით... წმინდა პანტელეიმონი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი წმინდა ბარბარე წმინდა გიორგი წმინდა კვიპრიანე წმინდა ირინე წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს... წმინდა მამა ვიტალი... ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან... მაშ, რაშია საიდუმლო? საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში. საქმე იმაშია, რომ ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი. იყავით მორწმუნენი ღვთისა. შეიცანით თქვენი თავი... მოინანიეთ ცოდვები... იესოს ათ მცნებას მისდიეთ... შეიყვარეთ იესო... P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა... ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად... ------------------------------ ![]() |
![]() ![]() |
| zaz |
Jan 21 2013, 12:09 PM
პოსტი
#2
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
ქეთევანი777
ციტატა აუცილებლად მღვდელს უნდა ჩავაბაროთ აღსარება? ისე რომ მოვინანიოთ? არა? თუნდაც ტაძარში მისვლით... არ მივა უფალთან? ჰა? აღსარების გარეშე ცოდვათა მიტევება არ არსებობს. სხვათა შორის, აღსარების და ზიარების დროს ღებულობს ადამიანი ღვთის მადლს. შენ კიდე აქ თემა გახსენი ღვთის მადლი მივიღოთ და სხვა ადამიანები განვკურნოთო. მადლი როგორ უნდა მიიღო თუ საღვთო საიდუმლოებებში არ მონაწილეობ? სხვის განკურნებაზე ფიქრს ჯობია საკუთარ თავს მივხედოთ. სხვისი მაზიარებელი თვითონ დარჩა უზიარებელიო. |
ქეთევანი777 რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... Jan 16 2013, 02:10 PM
A.V.M ქეთევანი777
საუბრის ... Jan 16 2013, 07:21 PM
zaz
თუ ბუდისტმა დააფუ... Jan 16 2013, 08:31 PM
ქეთევანი777 აქ ციტატებით რომ გ... Jan 16 2013, 10:44 PM
A.V.M ქეთევანი777
და ვის მ... Jan 16 2013, 11:11 PM
ქეთევანი777 აგრესიულ და უარყოფ... Jan 17 2013, 11:00 AM
ხახაბოელი [quote name='ქეთევანი777' ... Jan 17 2013, 01:57 PM
ხახაბოელი
აგრესიულ და უარყო... Jan 17 2013, 02:09 PM
A.V.M ქეთევანი777
ჩემზე უ... Jan 17 2013, 08:04 PM
ქეთევანი777 A.V.M
ქართული ეკლესი... Jan 18 2013, 08:56 PM
qetevano
თითოეული ჩვენგანი... Jan 18 2013, 09:38 PM
zaz ქეთევანი777
შენ ეკლე... Jan 18 2013, 09:51 PM
qetevano ზევით კი წერს დიდი ... Jan 18 2013, 10:09 PM
A.V.M ქეთევანი777
შენ ტერ... Jan 18 2013, 10:18 PM
ხახაბოელი ქეთევანი777 ჩვენ რო ... Jan 18 2013, 11:40 PM
ქეთევანი777 ხახაბოელი
მე რა უ... Jan 20 2013, 12:22 AM
qetevano
ყველა იმას ხედავს ... Jan 20 2013, 12:34 AM
ქეთევანი777 რა უნდა ვთქვა იმის ... Jan 20 2013, 01:08 AM
ქეთევანი777 qetevano
ჩემო კარგო იცი,... Jan 20 2013, 01:22 AM
qetevano
ქეთევანი777
მოძღვა... Jan 20 2013, 01:42 AM
ქეთევანი777
:)
ბავშვი ყოფილხარ ... Jan 20 2013, 02:11 AM
qetevano
:)
ბავშვი ყოფილხარ ... Jan 20 2013, 04:18 PM
ქეთევანი777
და როგორ მივხვდე რ... Jan 20 2013, 02:21 AM
A.V.M ქეთევანი777
რომელი ... Jan 20 2013, 03:09 PM
zaz A.V.M
ამაში ვერ დაგეთ... Jan 20 2013, 08:33 PM
A.V.M zaz
იმ დროისთვის არს... Jan 20 2013, 09:04 PM
ქეთევანი777 qetevano
ვწყვეტ საუბა... Jan 20 2013, 09:39 PM
qetevano
qetevano
მაპატიეთ, თუ გ... Jan 20 2013, 09:51 PM
ქეთევანი777 qetevano
კარგია, ამას ა... Jan 20 2013, 10:00 PM
qetevano
[b]qetevano
კარგია, ამას ... Jan 20 2013, 10:10 PM
A.V.M ქეთევანი777
უყურე12. მ... Jan 20 2013, 10:08 PM
აკაკი მივიდეთ მაშინ საავ... Jan 21 2013, 01:49 AM
ხახაბოელი ქეთევანი777 ქრისტია... Jan 21 2013, 01:33 PM
crazy_priest აგეტირება ამ თემას... Jan 23 2013, 09:30 PM
nino.nino123 ეკლესიაზე და მღვდე... Jan 23 2013, 09:41 PM
A.V.M
არ მოგვისმინო ქეთ... Jan 23 2013, 11:39 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd December 2025 - 06:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი