მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jan 22 2013, 01:00 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქი კირილი - "მეფეთა ნეშტების თბილისში გადასვენებაზე გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული "
რუსეთის პატრიარქი მოხარულია, რომ "მშვიდობიანად და ხალხის თავისუფალი არჩევანის გზით საქართველოში ხდება ცვლილებები, რომელზეც ბევრი იმედებს ამყარებს", - ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. "დაე, ამ ვიზიტმა თავისი მაცოცხლებელი წვლილი შეიტანოს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში", - განაცხადა პატრიარქმა კირილმა მოსკოვში, ილია მეორის საკუთარ რეზიდენციაში მიღებისას. მისივე თქმით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ძმური და მეგობრულია და მასთან მოსკოვის საპატრიარქო მრავალი წლის განმავლობაში სულიერ კანონიკურ ერთობას ინარჩუნებს. რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს ქართველი ერის სულიერი ლიდერი უწოდა, რომელმაც, მისივე თქმით, განსაკუთრებით ბევრი იშრომა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გარდაქმნის წლებში. "ჩვენ ვიცით თქვენი როლი საქართველოში მართლმადიდებლობისა და რწმენის გაძლიერებაში, ისევე, როგორც გვესმის თქვენი მშვიდობისმყოფელი როლი, რომელსაც ასრულებთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესანარჩუნებლად", - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ქართველი მეფეების, ვახტანგ VI-სა და თეიმურაზ II-ის ნეშტების საქართველოში გადასვენების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის შედეგად უნდა გადაწყდეს. მისივე განმარტებით, რუსეთის ეკლესია გაგებით ეკიდება ქართული მხარის სურვილს ნეშტების თბილისში გადასვენების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. როგორც რუსეთის პატრიარქმა აღნიშნა, ამ საკითხზე მომუშავე კომისიამ უნდა შეაგროვოს აუცილებელი ინფორმაცია, გაერკვეს რთულ საკითხებში, გაიტანოს ეს თემა საჯარო განხილვაზე და გამოიკითხოს საზოგადოებრივი აზრი რუსეთში. "მიმაჩნია, რომ ამგვარმა ქმედებამ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობაც დააზარალოს. დარწმუნებული ვართ, კომისია მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს. სამუშაოს ეფექტურობის ზრდის მიზნით, მზად ვართ მასთან თანამშრომლობისთვის და ვილოცებთ, რომ მათ მუშაობა სწრაფად დაასრულონ", - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა. ამასთან, როგორც "ინტერფაქსი" წერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსკოვში ვიზიტისგან რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარებას ელოდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში გუშინ გაემგზავრა. იგი მოსკოვში სპეციალური ჯილდოს გადაცემის ცერემონიისთვის ჩავიდა. პატრიარქი 23 იანვარს ვლადიმერ პუტინს შეხვდება, საქართველოში კი 26 იანვარს დაბრუნდება. "ინტერპრესნიუსი" წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/69831-pat...l#ixzz2Ie7KfvCB -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი