საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ. |
A.V.M |
Dec 10 2011, 01:17 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
გადავხედე ფორუმს და საპატრიარქოზე ვერ ვნახე თემა.
ხოდა თუ რამე გვექნება ხოლმე სათქმელი აქ ვიტყვით. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jan 23 2013, 01:14 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ყაზბეგში "ნაკურთხი ჰესები" შენდება?
წინა კვირაში აქტიურად განიხილებოდა ყაზბეგში ჰესების მშენებლობის საკითხი. ვიღაც ჭკვიანმა აქ 10 ჰესის აშენება გადაწყვიტა. ჰესების აშენება ნაციონალებმა დაიწყეს. ამას საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოჰყვა. "ქართულმა ოცნებამ" ეს კარგად გამოიყენა. არჩევნების წინ პირობა დადეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მშენებლობას გააჩერებდნენ. ასეთი პირობა სხვათა შორის ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც დადო. დანაპირები არ შესრულებულა. ავადსახსენებელი "დარიალჰესის" მშენებლობა ისევ გრძელდება. ამბობენ, რომ ამის უკან ვანო მერაბიშვილი იდგა. საინტერესოა ახლა ვინ დგას. ასევე გაურკვეველია რაღა ყაზბეგში ასაშენებელი ჰესების გარშემო მოუნდათ კოაბიტაცია ოცნებას და ნაცმოძს. ამ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის გარდა არასამთავრობოებიც ეწინააღმდეგებიან. "მწვანე ალტერნატივამ" პროკურატურაში შეიტანა სარჩელი. წინა კვირაში ამ საკითხის საჯარო განხილვა დაიწყო. ყაზბეგის მოსახლეობამ ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მეჰესეებმა საფრთხე იყნოსეს და საპასუხო ნაბიჯები გადადგეს. "ახალი თაობისთვის" ცნობილი გახდა, რომ ყაზბეგის რაიონში მშენებარე "დარიალი", "ლარსი" და "ხდის" ჰესის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები გუშინ დილიდან დადიან ადგილობრივ მოსახლეობაში და ეუბნებიან, რომ ჰესები პატრიარქის კურთხევით შენდება და თანახმა არიან თუ არა, რომ ჰესები აშენდეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციის თანათავმჯდომარეს შოთა ბუჩუკურს. მან ეს ინფორმაცია დაადასტურა. - 17 იანვარს კინოსახლში გამართულ შეხვედრაზე როგორც კომპანიის, ისე გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელებმა კარგად დაინახეს გარემოსდამცველებისა და შეხვედრაზე დამსწრე მოხევეების პოზიცია რაიონში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. 21 იანვრის დილიდან კომპანიის წარმომადგენლები, მშენებლობაზე დასაქმებულ ადგილობრივებთან ერთად დადიან რაიონში და ადგილობრივებს ეუბნებიან, რომ ჰესების მშენებლობა პატრიარქის კურთხევით ხდება და არიან თუ არა ჰესების აშენების მომხრე. ამასთან აგროვებენ ხელმოწერებს . ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია უცნობია, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანების რელიგიური გრძნობებით სპეკულირება. კომპანიის წარმომადგენლებმა კარგად იციან თუ რამხელა ავტორიტეტი აქვს ყაზბეგის რაიონში საქართველოს პატრიარქს და ამიტომაც, ადგილობრივთა თანხმობის მისაღებად იყენებენ მის სახელს,- განაცხადა ჩვენთან საუბარში ბუჩუკურმა. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ცნობაზე საპატრიარქო სერიოზულ რეაგირებას მოახდენს ჰესის "პრარაბებს" კი ასეთი თაღლითობისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოთ. შორენა მარსაგიშვილი გაზეთი "ახალი თაობა" წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/69890-yaz...l#ixzz2Ik1FRALt -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 10:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი