პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
თათარაშვილი |
Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი" ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად) |
A.V.M |
Jan 23 2013, 01:16 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დარწმუნებულია, რომ საქართველო მისგან ჩამოშორებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, - "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ ილია მეორემ მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ბრძანა. ილია მეორე მოსკოვში გუშინ მართლმადიდებელი ერების ერთობის ფონდის პრემიით დააჯილდოვეს, რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობს. როგორც საქართველოს პატრიარქმა ბრძანა, ეს პრემია ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც კომუნისტური მემკვიდრეობის მიუხედავად, ღვთის დიდი სიყვარული გამოავლინა, აღადგინა და ააშენა ათასობით ეკლესია, მონასტერი და მათთან ერთად აღიდგინა სულიერება. "საუკუნეების განმავლობაში საქართველომ უზარმაზარი გამოცდილება მიიღო, თუმცა სირთულეებს ყოველთვის უმკლავდებოდა... დარწმუნებული ვართ, ღმერთის შეწევნით, ბრძენი და მამაცი ადამიანების დახმარებით, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში და, ბუნებრივია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება ყველასთვის", - ბრძანა პატრიარქმა. დაჯილდოების ცერემონიას რუსეთის პატრიარქი კირილი უძღვებოდა. მისი თქმით, ილია მეორემ წლების განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა ცხოვრების ქრისტიანული ნორმების დამკვიდრებასა და რწმენის გაძლიერებაში. როგორც პატრიარქმა კირილმა განაცხადა, ილია მეორე არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს დიდი პატივისცემით სარგებლობს. "მისი სიბრძნე და ღრმა გამოცდილება დაეხმარა რუსულ და ქართულ ეკლესიებს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ყველაზე რთულ წლებშიც კი შეენარჩუნებინათ ქრისტესმიერი, ძმური და გულითადი სიყვარული", - ბრძანა პატრიარქმა კირილმა. რუსეთში საშობაო ფესტივალზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილი "ავე მარიაც" შესრულდა. "ინტერპრესნიუსი" წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/69880-ili...l#ixzz2Ik1nnlli -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი