რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"... |
ქეთევანი777 |
Jan 16 2013, 02:10 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 15-January 13 წევრი № 12,892 |
ამ ბოლო დროს ბევრი დაინტერესდა რეიკით მკურნალობის მეთოდით.
რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა, რომელშიც გამოიყენება ტექნიკა ე.წ. "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება. რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ. რეიკი ნიშნავს: რეი - სამყარო, სული კი - ენერგია, აზრი, განწყობა. -------------------------- ეს, ისე, მოკლედ წარმოგიდგინეთ რეიკის არსი... მართლაც რა არის რეიკი? ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:) ჩვენთვის კი ის 2000 წელია ნაცნობია. მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი, რამდენადაც მას ოკულტიზმად მიიჩნევს. ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი". "ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი... მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან. მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? გამოდის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით... წმინდა პანტელეიმონი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი წმინდა ბარბარე წმინდა გიორგი წმინდა კვიპრიანე წმინდა ირინე წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს... წმინდა მამა ვიტალი... ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან... მაშ, რაშია საიდუმლო? საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში. საქმე იმაშია, რომ ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი. იყავით მორწმუნენი ღვთისა. შეიცანით თქვენი თავი... მოინანიეთ ცოდვები... იესოს ათ მცნებას მისდიეთ... შეიყვარეთ იესო... P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა... ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად... ------------------------------ |
nino.nino123 |
Jan 23 2013, 09:41 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 21 რეგისტრ.: 24-November 12 წევრი № 12,764 |
ეკლესიაზე და მღვდელზე სულ ცუდად რატო ლაპარაკობს ხალხი? სულ ერთი და იგივე მიზეზები მესმის თან: მღვდლები რო ჯიპებით და მაგარი მანქნებით დადიან, სანთელი 20 თეთრი ღირს და გაჭირვებულმა ადამიანმა როგორ იყიდოს და ა.შ. ვიცი და გასაგებია რო ყველა მღვდელი მღვდელი არ არის და არ იმსახურებს რო მამაო დაუძახო მაგრამ გულში ჩაიხედეთ რა ეკლესიაში რო მიდიხარ მამაოს ეძებ თუ ქრისტეს? და თუ გინდა სულ ნუ იყიდი სანთელს არაა საჭირო. ღმერთს არც შენი სანთელი ჭირდება. გული უნდა შენი მეტი არაფერი. მაგალითად ჩემს ეკლესიაში 3 მღვდელია იმათ ოჯახებს არ უნდათ რჩენა? სანთლის გაყიდვით რამდენი უნდა იშოვონ? მარა მაგაზე არარის მღვდელის გამტყუვნებით ადამიანი მარტო თავს იმართლებს საკუთარ სინდისთან უნდა იპოვოს მიზეზი რატომ არ მიდის ღმერთისკენ რატომ არ ცხოვრობს ქრისტიანულად და ა.შ. მაგრამ იცოდეთ რომ ეგ მიზეზები არ გაგამართლებთ მართო თავს მოიტყუებთ და სინდისს დაიდუმებთ. ცოტა მკვახედ ვლაპარაკობ და ბოდიში ამისთვის მარა დაფიქრდით აბა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი