პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
თათარაშვილი |
Dec 13 2007, 10:42 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ჩამოტვირთეთ წიგნი - "პატრიარქი" ჩამოტვირთეთ პროგრამა foxit reader (დაგჭირდებათ წიგნის გასახსნელად) |
A.V.M |
Jan 24 2013, 02:05 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა
23-01-2013 მოსკოვში მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა ნოვო-ოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრაზე ილია მეორემ პუტინს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოკითხვა გადასცა. "მინდა გადმოგცეთ ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრის მოკითხვა. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს. ვფიქრობ, ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენს შორის არის, მოგვარდება და ჩვენ ადრინდელივით მოძმეები ვიქნებით", - ბრძანა მისმა უწმინდესობამ. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც მას რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენაში შეაქვს. ილია მეორის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მოსკოვში, ნოვო-ოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა, რომელსაც სრულიად მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილიც ესწრებოდა. "განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ, დღევანდელ მძიმე პირობებში, მხედველობაში მაქვს არც თუ ისე იოლი ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, ყველაფერს აკეთებთ, რათა ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარული, კულტურული და სულიერი კონტაქტების შენარჩუნებას მოძმე ერებს შორის", - მიმართა პუტინმა ილია მეორეს. რუსეთის პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 80 და ინტრონიზაციიდან 35 წლის იუბილე მიულოცა, ასევე, მიულოცა მართლმადიდებელი ერთობის ფონდის პრემიის მინიჭება. "ინტერპრესნიუსი" -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი