დაუნის სინდრომი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაუნის სინდრომი |
athos |
Jan 29 2010, 09:47 PM
პოსტი
#21
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ეს არის ქრომოსომული პათოლოგია (21-ე ქრომოსომის ტრისომია)
საკმაოდ ხშირია 800-1000 ახალშობილში ერთი იბადება ამ სინდრომით. ამ თემაში თვითონ ამ სინდრომზე ნაკლებად, უფრო საზოგადოების მისადმი დამოკიდებულებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი მშობელი ამ სინდრომის მქონე ბავშვებს სამშობიაროშივე ტოვებს და შემდგომ საერთოდ არ აკითხავს მათ. არასრულფასოვანი მოვლისა და კვების შედეგად კი ეს ბავშვები (რომლებსაც ისედაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ) ხშირად ერთი წლის ასაკსაც ვერ აღწევენ. ვფიქრობ პრობლემა საზოგადოებაშია. ჩვენი საზოგადოება ფსევდოქრისტიანულია, საოცრად გულგრილი და არატოლერანტული. სწორედ ამ საზოგადოებრივი წნეხის გამოა, რომ დედას უჭირს ბავშვის თავისთან დატოვება (რას იტყვიან სხვები, მეზობლები... და ა.შ). არადა ეს ბავშვები ძალიან მოსიყვარულეები იზრდებიან... -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
qetevano |
Jan 25 2013, 12:09 AM
პოსტი
#22
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
მე ვიცნობ ასეთ ბავშვს სულ პატარაობიდან. დიდი წვლილი მიუძღვის მის ოჯახს მის განვითარებაში. ბაღის ასაკიდანვე დაჰყავდათ რაც კი რამე სპორტი და მასწავლებელი არსებობდა. ფორტეპიანოზე და ხატვაზე დადიოდა ჩემთან ერთად. ნუ მკურნალობდნენ კიდეც რა თქმა უნდა. ისე განვითარდა მე12 კლასში უცხო ენების კონკურსშიც გაიმარჯვა და სასწავლადაც გაგზავნეს 1 წლით აშშ-ში. გამოცდებიც ჩააბარა და ახლა უმაღლესშიც სწავლობს. არადა მეორე კლასში ვერავინ ტყოდა მასზე თუ ამდენს მიაღწევდა. მისი ოჯახისთვის ალბათ გენეტიკურია იმიტომ რომ მისი ძმაც იგივე სიმპტომებით დაიბადა. ის ჯერ პატარაა. იმედი მაქვს მასაც ასეთივე წარმატებები ექნება...
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი