დაუნის სინდრომი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაუნის სინდრომი |
athos |
Jan 29 2010, 09:47 PM
პოსტი
#1
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ეს არის ქრომოსომული პათოლოგია (21-ე ქრომოსომის ტრისომია)
საკმაოდ ხშირია 800-1000 ახალშობილში ერთი იბადება ამ სინდრომით. ამ თემაში თვითონ ამ სინდრომზე ნაკლებად, უფრო საზოგადოების მისადმი დამოკიდებულებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი მშობელი ამ სინდრომის მქონე ბავშვებს სამშობიაროშივე ტოვებს და შემდგომ საერთოდ არ აკითხავს მათ. არასრულფასოვანი მოვლისა და კვების შედეგად კი ეს ბავშვები (რომლებსაც ისედაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ) ხშირად ერთი წლის ასაკსაც ვერ აღწევენ. ვფიქრობ პრობლემა საზოგადოებაშია. ჩვენი საზოგადოება ფსევდოქრისტიანულია, საოცრად გულგრილი და არატოლერანტული. სწორედ ამ საზოგადოებრივი წნეხის გამოა, რომ დედას უჭირს ბავშვის თავისთან დატოვება (რას იტყვიან სხვები, მეზობლები... და ა.შ). არადა ეს ბავშვები ძალიან მოსიყვარულეები იზრდებიან... -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
A.V.M |
Jan 25 2013, 01:13 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
MIRDAT
როგორი რაღაცაა იცი. გააჩნია გენი რომელ ქრომოსომაშია ლოკალიზებული. ჩვენ ვიცით რომ არსებობს x და y ქრომოსომა , რომელიც ბავშვის სქესის განმსაზღვრელია. ცოტა უცნაურიცაა მარა ხსირად სიმელოტის გენი სწორედ დედიდან გადაეცემა შვილს , მაგრამ დედა მელოტი ხომ არაა? (მარტივი ენით რომ ვიმსჯელოთ. მე შეიძლება მქონდეს კომპიუტერში ,,პდფ'' ფაილი (ოჰ ეს ქინდლი.) , მაგრამ არ მეწეროს მისი წასაკითხი პროგრამა და ამის გამო ვერ წავიკითხო იგი , მაგრამ თუ გადავწერ სხვა კომპიუტერშ რომელსაც მისი წასაკითხი პროგრამა აქვს ადვილად ავისრულებ სურვილს... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი