ეპილეფისია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეპილეფისია |
peritoniti |
Nov 15 2010, 05:53 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 10 წევრი № 9,872 |
ეპილეფსია, ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადება რომელიც ძალიან საინტერესოა თავისი მიმდინარეობითა და გამოვლინებით. ასეთ ადამიანებზე ბევრი იტყვის რო ეშმაკი ყავს შეჩენილი და აწვალებსო. მიტუმეტეს, როცა ეპილეფსიური შეტევა მოსდის და ალბათ რაღაცით ახლოს დგას სიმართლესთან, რადგნა ასეთი ადამიანების უმეტესობა ნაკლებ მორწმუნეა, ყალიბდებიან კომპლექსიანებად, ფსიქიკურად სუსტები არიან, ემართებათ დეპრესია და უმეტესი მათგანი ცხოვრებას ამთავრებს თვითმკვლელობით (აი ამიტომ ალბათ შეიძლება ითქვას რო საქმე გვაქ ეშმაკთა და მათ რელიგიური დახმარებაც უნდათ). თუმცა ძალიან ნიჭიერება და აზროვნების უნარი ახასითებთ და ამას ისევ ეპილეფსია აყალიბებს. ეს დაავადება ბოლომდე რო ამოიხსნას ალბათ ეპილეფსიური შეტევა ექიმსაც უნდა მოუვდეს, რო "შიგნიდან" შეხედოს ამ ყველაფერს. ამ დაავადებას ექიმი ხელოვნურად ვერ გამოიწვევს ჯამრთელში და სწორედ ეს მიუთიტთებს იმას რო არ არის ბოლომდე ამოხსნილი და ვერც განკურნებას შეძლებს! ასეთ ადამიანებ რელიგიური და ფსიქოლოგიური დახმარება ჭირდებათ და სწორედ ამიტო გადავწყვიტე ამ ტემი გახსნა აქ და გთხოვთ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ცოდნა ამის შესახებ. თუკი იცით რამე, გინახავთ, მოგისმენიათ, ან თქვენ სააახლობლოში აქვს ვინმეს, იქნებ დადოთ აქ და გავუზიაროთ ერთმანეთს.
|
ნაინა |
Jan 27 2013, 02:35 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
peritoniti
მე მყავს ეპილეპტიკი, უახლოესი ადამიანი, თითქმის შვილივით გაზრდილი ბავშვი. 1 წლის წინ დაეწყო 19 წლის ბიჭს, ხან 2-3 თვე გადის და არ უმეორდება, ხან შეიძლება ყოველ თვეში გაუმეოროს. ოქტომბრის შუა რიცხვებში ჰქონდა ბოლოს. დაგვყავს ექიმთან. თავიდან კეპრა დაუნიშნეს, გვითხრეს რომ საუკეთესო მედიკამენტია ეპილეფსიისთვის და აღარ გაუმეორებსო, 2 თვეში ისევ გაუმეორა, მერე დოზები მოუმატეს, მაგრამ მეორე თვეს ისევ იგივე მოხდა, ასე უმატეს დოზა 500 მ.ლ.დან და დღიური ნორმა 2000 მ.ლ. ჰქონდა უკვე. ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ ძალინ ცნობილ ნევროლოგამდე, 6 თვით ადრე ჩავეწერეთ მიღებაზე. იმან კი თავიდან ჩაუტარა ყველა გამოკვლევა, გადაღებები თავზე და გვითხრა, კეპრა დაავადებულთა 100% დან 20 % მოქმედებს დადებითად, 20% საშუალოდ და დანარჩენ 60% კი კეპრას მიიღებს თუ სერთოდ არაფერს მნიშვნელობაც კი არ აქვსო. სახელი აღარ მახსოვს ეხლა, გავიგებ და დაგიწერ, იქნებ არის საქართველოშიც ეგ პრეპარატი. ძალიან კარგად მოქმედებს, დეპრესიული ფონიც მოუხსნა ბავშვს, თავსაც უკეთ გრძნობს და უფრო კონტაქტური გახდა ვიდრე მანამდე იყო. მეხსიერებას რაც შეეხება, მასაც აქვს ამნეზიური მომენტები, რომ გამოვა მდგომარეობიდან ისიც კი არ ახსოვს სადაა, რა დღეა და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც დროის გასვლის შემდეგ, რომ შეახსენებ მერე უკვე არიდგენს. იყო ისეთი შემთხვევაც, რომ წინა დღის, ან თუნდაც რამდენიმე დღის წინანდელი თუნდაც მნიშვნელობანი ამბავი არ ახსოვდა, მაგრამ რომ მოვუყევით ნელ-ნელა აღიდგინა და გაიხსენა. მაგრამ რომ გაახსენო რამე და მაინც ვერ აღიდგინოს და ვერ გაიხსენოს ეგეთი რამე არ ყოფილა. ერთი რაცაა კიდევ, შეტევა ყოველთვის ძილში ემართება, მაგრამ წინაპირობა, ანუ ფონი, რაც გვახვედრებს ხოლმე რომ შეიძლება დღეს თუ ხვალ გაუმეოროს ერთი ან ორი დღით ადრე ეწყება. უხასიათობა, მოწყენილობა, დეპრესიული მომენტი, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ყოველთვის აქვს გულის რევის შეგრძნება. როგორც კი ეს შეგრძნება უჩნდება, უკვე ვხვდებით, რომ ბავშვს შეტევა დაეწყება. როდესაც ჩაივლის უკვე მერეც უგრძელდება გულის რევის შეგრძნება და ძლიერი თავის ტკივილი 1 დღე მაინც. თან აქვს ძილის მოთხოვნილება, როგორც არ უნდა ეცადო გაღვიძებას, შეიძლება გიპასუხოს რაღაც კითხვაზე, მაგრამ თვალს ვერ გაახელინებ, რამდენიმე საათი უნდა ეძინოს რომ ორგანიზმმა ძალები აღიდგინოს და მერე უბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას. ამ ბავშვის ავადმყოფობის პერიოდმა ჩემს თავზე გადაიარა და ხშირად ვყოფილვარ მის გვერდით შეტევის დროს. ბევრი რამე გავიგე და ვისწავლე უკვე ამ დაავადებაზე, მასთან ერთად დავდივარ ექიმებთან. თუ რამე შეკითხვა გექნება მკითხე და იმედია შევძლებ გიპასუხო. პრეპარატის დასახელებას კი აუცილებლად გაგიგებ და მოგწერ. გამოჯანმრთელებას გისურვებ -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი