IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ეპილეფისია
peritoniti
პოსტი Nov 15 2010, 05:53 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



ეპილეფსია, ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადება რომელიც ძალიან საინტერესოა თავისი მიმდინარეობითა და გამოვლინებით. ასეთ ადამიანებზე ბევრი იტყვის რო ეშმაკი ყავს შეჩენილი და აწვალებსო. მიტუმეტეს, როცა ეპილეფსიური შეტევა მოსდის და ალბათ რაღაცით ახლოს დგას სიმართლესთან, რადგნა ასეთი ადამიანების უმეტესობა ნაკლებ მორწმუნეა, ყალიბდებიან კომპლექსიანებად, ფსიქიკურად სუსტები არიან, ემართებათ დეპრესია და უმეტესი მათგანი ცხოვრებას ამთავრებს თვითმკვლელობით (აი ამიტომ ალბათ შეიძლება ითქვას რო საქმე გვაქ ეშმაკთა და მათ რელიგიური დახმარებაც უნდათ). თუმცა ძალიან ნიჭიერება და აზროვნების უნარი ახასითებთ და ამას ისევ ეპილეფსია აყალიბებს. ეს დაავადება ბოლომდე რო ამოიხსნას ალბათ ეპილეფსიური შეტევა ექიმსაც უნდა მოუვდეს, რო "შიგნიდან" შეხედოს ამ ყველაფერს. ამ დაავადებას ექიმი ხელოვნურად ვერ გამოიწვევს ჯამრთელში და სწორედ ეს მიუთიტთებს იმას რო არ არის ბოლომდე ამოხსნილი და ვერც განკურნებას შეძლებს! ასეთ ადამიანებ რელიგიური და ფსიქოლოგიური დახმარება ჭირდებათ და სწორედ ამიტო გადავწყვიტე ამ ტემი გახსნა აქ და გთხოვთ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ცოდნა ამის შესახებ. თუკი იცით რამე, გინახავთ, მოგისმენიათ, ან თქვენ სააახლობლოში აქვს ვინმეს, იქნებ დადოთ აქ და გავუზიაროთ ერთმანეთს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნაინა
პოსტი Jan 27 2013, 02:35 AM
პოსტი #2


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



peritoniti
მე მყავს ეპილეპტიკი, უახლოესი ადამიანი, თითქმის შვილივით გაზრდილი ბავშვი.
1 წლის წინ დაეწყო 19 წლის ბიჭს, ხან 2-3 თვე გადის და არ უმეორდება, ხან შეიძლება ყოველ თვეში გაუმეოროს.
ოქტომბრის შუა რიცხვებში ჰქონდა ბოლოს. დაგვყავს ექიმთან. თავიდან კეპრა დაუნიშნეს, გვითხრეს რომ საუკეთესო მედიკამენტია ეპილეფსიისთვის და აღარ გაუმეორებსო, 2 თვეში ისევ გაუმეორა, მერე დოზები მოუმატეს, მაგრამ მეორე თვეს ისევ იგივე მოხდა, ასე უმატეს დოზა 500 მ.ლ.დან და დღიური ნორმა 2000 მ.ლ. ჰქონდა უკვე.
ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ ძალინ ცნობილ ნევროლოგამდე, 6 თვით ადრე ჩავეწერეთ მიღებაზე.
იმან კი თავიდან ჩაუტარა ყველა გამოკვლევა, გადაღებები თავზე და გვითხრა, კეპრა დაავადებულთა 100% დან 20 % მოქმედებს დადებითად, 20% საშუალოდ და დანარჩენ 60% კი კეპრას მიიღებს თუ სერთოდ არაფერს მნიშვნელობაც კი არ აქვსო.
სახელი აღარ მახსოვს ეხლა, გავიგებ და დაგიწერ, იქნებ არის საქართველოშიც ეგ პრეპარატი. ძალიან კარგად მოქმედებს, დეპრესიული ფონიც მოუხსნა ბავშვს, თავსაც უკეთ გრძნობს და უფრო კონტაქტური გახდა ვიდრე მანამდე იყო.
მეხსიერებას რაც შეეხება, მასაც აქვს ამნეზიური მომენტები, რომ გამოვა მდგომარეობიდან ისიც კი არ ახსოვს სადაა, რა დღეა და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც დროის გასვლის შემდეგ, რომ შეახსენებ მერე უკვე არიდგენს.
იყო ისეთი შემთხვევაც, რომ წინა დღის, ან თუნდაც რამდენიმე დღის წინანდელი თუნდაც მნიშვნელობანი ამბავი არ ახსოვდა, მაგრამ რომ მოვუყევით ნელ-ნელა აღიდგინა და გაიხსენა.
მაგრამ რომ გაახსენო რამე და მაინც ვერ აღიდგინოს და ვერ გაიხსენოს ეგეთი რამე არ ყოფილა.
ერთი რაცაა კიდევ, შეტევა ყოველთვის ძილში ემართება, მაგრამ წინაპირობა, ანუ ფონი, რაც გვახვედრებს ხოლმე რომ შეიძლება დღეს თუ ხვალ გაუმეოროს ერთი ან ორი დღით ადრე ეწყება.
უხასიათობა, მოწყენილობა, დეპრესიული მომენტი, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ყოველთვის აქვს გულის რევის შეგრძნება.
როგორც კი ეს შეგრძნება უჩნდება, უკვე ვხვდებით, რომ ბავშვს შეტევა დაეწყება.
როდესაც ჩაივლის უკვე მერეც უგრძელდება გულის რევის შეგრძნება და ძლიერი თავის ტკივილი 1 დღე მაინც.
თან აქვს ძილის მოთხოვნილება, როგორც არ უნდა ეცადო გაღვიძებას, შეიძლება გიპასუხოს რაღაც კითხვაზე, მაგრამ თვალს ვერ გაახელინებ, რამდენიმე საათი უნდა ეძინოს რომ ორგანიზმმა ძალები აღიდგინოს და მერე უბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას.
ამ ბავშვის ავადმყოფობის პერიოდმა ჩემს თავზე გადაიარა და ხშირად ვყოფილვარ მის გვერდით შეტევის დროს.
ბევრი რამე გავიგე და ვისწავლე უკვე ამ დაავადებაზე, მასთან ერთად დავდივარ ექიმებთან.
თუ რამე შეკითხვა გექნება მკითხე და იმედია შევძლებ გიპასუხო.
პრეპარატის დასახელებას კი აუცილებლად გაგიგებ და მოგწერ.
გამოჯანმრთელებას გისურვებ kiss1.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
peritoniti   ეპილეფისია   Nov 15 2010, 05:53 AM
neo   როგირც ამბობენ ბევ...   Nov 15 2010, 06:10 PM
levan_bitarovi   როგირც ამბობენ ბე...   Aug 27 2011, 09:38 PM
S a l l y   ასეთ ადამიანებზე ...   Nov 16 2010, 01:29 AM
Funkenstein   ეს რაღაც ახალია :D ე...   Nov 16 2010, 11:16 AM
orthodox-georgia   ეს რაღაც ახალია :D ე...   Aug 27 2011, 10:56 PM
peritoniti   მე მსურს ასეტი ადა...   Jul 19 2011, 09:59 PM
A.V.M   ისე თუ კარგად მახს...   Jul 19 2011, 10:06 PM
marine   მთავარანგელოზი სე...   Dec 21 2012, 10:47 AM
peritoniti   ეპილეფსიური შეტევ...   Jan 6 2013, 11:38 AM
sopo...   ეპილეფსია, ეს არის ...   Jan 26 2013, 08:15 PM
sergi_glaxa   peritoniti სხვა თვალით შე...   Jan 26 2013, 11:20 PM
A.V.M   sopo... თვითონაც მედიკ...   Jan 27 2013, 12:59 AM
ნაინა   peritoniti მე მყავს ეპილე...   Jan 27 2013, 02:35 AM
peritoniti   გმადლობთ გამოხმაუ...   Mar 5 2013, 12:11 PM
marine   "(ღირს გრიგოლ დეკ...   Dec 26 2014, 09:39 PM
marine   "ეპილეფსიით ავად...   May 24 2015, 07:22 PM
marine   "ამ დროს [წმ. სერაფ...   Jun 17 2015, 09:27 PM
marine   http://funtime.ge/eqimis-konsultacia/ra-sh...lad-g...   Apr 26 2016, 12:26 PM
marine   "მხოლოდ XIX საუკუნე...   Aug 25 2016, 10:09 AM
Elzaa   გულყრა ჯანმრთელ ად...   Feb 8 2017, 10:41 PM
Elzaa   ეპილეფსიური გულყრ...   Feb 19 2017, 11:56 PM
marine   "ნადეჟდა ბარი მოგ...   Feb 26 2019, 05:19 PM
marine   "ფანატიზმი" (ლათ...   Oct 13 2019, 03:35 PM
marine   "არის თუ არა ეპილ...   Oct 19 2020, 08:30 PM
marine   "დიდი მადლობა, მა...   Nov 14 2020, 07:53 PM
marine   "როგორც ცნობილია,...   Dec 26 2021, 03:51 PM
marine   "როგორც ვხედავთ, ...   Jun 22 2022, 11:54 AM
marine   "ცნობილია, რომ ამ [...   Dec 2 2022, 08:57 PM
marine   "ეპილეფსიის მძიმ...   Mar 30 2023, 09:32 PM
marine   "გულის წასვლას სა...   Jul 23 2023, 06:36 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 04:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი