ხატწერის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხატწერის ისტორია |
აკაკი |
Nov 11 2010, 06:57 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ხატი არის რელიგიური გამოსახულების აღმწერი სიტყვა, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ გადმოსცეს "ანარეკლი" ღვთისა, წმინდანებისა და სხვადასხვა რელიგიური მოვლენები. დღესდღეობით, სიტყვა "ხატი" პირველრიგში ასოცირდება მართლმადიდებელი ეკლესიის მხატვრობასთან. ხატს აქვს თვალსაჩინო ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასა და თაყვანისცემაში.
სიტყვა "ხატი" (icon) მოდის ბერძნული სიტყვიდან "eikon". როგორც იცით სიტყვა "ხატი" გამოიყენება ბიბლიაშიც, კერძოდ ძველ აღთქმაში, სადაც წერია "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად..... შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.[დაბადება 1:26-27]. ეს სიტყვა ასევე გამოიყენება ახალ აღთქმაშიც სადაც წმიდა მოციქული პავლე კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში სწერს "ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა..." [კოლასელთა მიმართ 1:15]. მხატვრობა ჯერ კიდევ ძველისძველი ისტორრიდან არის ცნობილი. ძველი ეგვიპტის ხელოვნები ცნობილნი არიან თავიანთი მხატვრობით, ქვისა თუ ხის კვეთით. ცნობილია მათი ფრესკები ქურუმ ოსირისის საფლავზე, რომელიც წარმოადგენს ისტორიულ და მითოლოგიურ სუბიექტებს. ასევე სარკოფაგები, ადაც იკრძალებოდნენ მათი ფარაონები, ცნობილია მათი ჩუქურთმები და ფარაონის ფერწერული პორტრეტები, სამაგალითოთ ფარაონ "ტუტანხამონის". ზოგიერთ მდიდარი ადამიანი, ფარაონის დაკრძალვამდე სპეციალურად ახატინებდა მის პორტრეტს. ასევე ძველ ბერძნებს და რომაელებსაც ჰქონდათ მსგავსი ჩვეულება. ისტორიკოსები იკონოგრაფიის სტილის ჩამოყალიბებას ქრისტიანობის პირველ სამ საუკუნემდე ათარიღებენ. ზოგიერთო არქეოლოგის აზრით, ხატები პირველად პოპულარული იყო ადამიანთა საცხოვრებელ სახლებში, ხოლო შემდეგ დაიწყო შემოღება სალოცავებში, ალბათ მესამე საუკუნის ბოლოს. IV და V საუკუნეშებში უკვე გავრცეებული იყო მათი გამოყენება. ის აზრი, რომ ხატები ადრეულ ეკლესიაში გამოიყენებოდა, მეტყველებს ეკლესიის უნიკალურ გამოცდილებაზე. ქრისტიანობის დიდმა ნაწილმა როგორც იცით წარმართული კულტურიდან იცვალა ფერი, მათ უმეტესობა ძალზე გაუნათლებელი იყო. ბევრ მათგანს უჭირდა გაეგო ბიბლიური სწავლებები, მათი სულიერი მნიშვნელობა, ისტორიული მოვლენები რომლებიც აღწერილია ბიბლიაში, და ეკლესიის ცხოვრებაში. ამრიგად, ეკლესიაში ღვთისაგან დადგენილმა მოძღვრებმა, ღვთისაგან კურთხევით (რადგან ეკლესის თავი და მმართველი ქრისტე ღმერთია, და მის გარეშე არაფერი ხდება ეკლესიაში - მთარგმ.) ადრეულ ეკლესიაში დაუშვებს რელიგიური სურათები (ხატები), რადგანაც ხალხს უჭირდა შეეთვისებინა ქრისტიანობა და მისი სწავლება თვალსაჩინოებითი დახმარების გარეშე. ამდენად, ყოველივე ეს დაეხმარა მორწმუნეებს შეემეცნებინათ მათთვის ახალი სარწმუნოება. რომის იმპერატორის კონსტანტინეს (ქრ.შ. 307-337 წელი) რეფორმებისას ქრისტიანობის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. იმპერატორმა დააჩქარა და ხელი შეუწყო ქრისტიანობის ტრიუმფს, და აკრძალა წარმართული კერპთაყვანისმცემლობა. წარმართული "ღმერთების" ქანდაკებები მოშალეს დედაქალაქში. გამოიყენეს ხატები ეკლესიებისა და შენობების დასამშვენებლად. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ პატრიარქ კირილე I-ის (404-430 წ. / ცნობილია როგორც "კირილე ალექსანდრიელი, და სვეტი სარწმუნოებისა"), როლი. მან გასცა ნებართვა, რომ ხატები განეთავსებინათ საპატრიარქოში და ეგვიპტის ყველა ეკლესიაში. ხატების გავრცელებასთან ერთად იმპერატორ კონსტანტინეს შემდგომ საუკუნეებიში, ქრისტიანებმა დაიწეყებს ხატების გამოყენება იმგვარად, რომ არასოდეს ყოფილა განკუთვნილი ამისათვის. იგი გახდა უფრო ასოცირებული ხელოვნებასთან და არა როგორც ლოცვის საშუალება ქრისტიანული წესებით. ხატებს აღარ ჰქონდა თაყვანისცემისა და მისდამი მოკრძალებით მოპყრობის, ან რაიმე წმინდის მნიშვნელობა მათთვის. თაყვანისცემა აჩვენებს, რომ ხატი არ არის უბრალოდ ხელოვნების ნიმუში რომელის მიმართაც ჩვენ პატივისცემით ვართ განწყობილნი, არამედ იგი ამსახველია რომელიმე წმინდა პიროვნებისა თუ მოვლენისა. ხატი არის სარკმელი, რომელიც გვახედებს სულიერ სამყაროში, მისი გამოყენება გვეხმარება ვჭვრეტდეთ სულიერ საგნებს და აღმოვჩნდეთ გონების ლოცვით ფარგლებში, როგორც შეხსენება ბიბლიური მოვლენებისა, ქრისტეს და სხვა წმინდათნა ცხოვრებისა, და არა როგორც ობიექტი თაყვანისცემისა. VIII-ე საუკუნეში გაჩნდა მოძრაობა რომელიც არჩევდა აღმოეფხვრათ ხატები ეკლესიებიდან იმ მოტივით, რომ ისინი ჩვენში თაყვანისიცემოდა როგორც ავტორიტეტულ სურათებად. მათი იდეის საფუძველი იყო არასწორად გაგებული ბიბლიის სიტყვები "არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო" [გამოსვლათა 20:4-5]. ამ პერიოდში (ხატმებრძოლეობის პერიოდი), ერთიერთი ძირითადი ფიგურა "ლაუონ ელ-ეშაფრი" და მისი მიმდევრები იყვნენ ჩართულნი მრავალი ხატის განადგურებაში. საინტერესოა აღინიშნობს, რომ ამ დროს იმპერატორ ლეონ III-ის მეფობის პერიოდიში, დაიწყო ხატმებრძოლეობის დავა და გახდა სერიოზული კონფლიქტის საგანი ეკლესიაში. ეს დაემთხვა მაჰმადიანთა შემოსევებს სირიაში, ერაყში ეგვიპტესა და სპარსეთში. ქრისტიანთა იერუსალიმის წმინდა ადგილები მუსლიმთა ხელში ჩავარდა. კონფლიქტის პერიოდში ორი ძალზედ ცნობილი თეოლოგი, რომელნიც დადგნენ ეკლესიაში ხატთა გამოყენების დასაცავად, იყვნენ წმ. იოანე დამასკელი (675-749 წ.) და წმ. თეოდორე სტუდიელი (759-826 წ.) მართლმადიდებელი ეკლესიის VII მსოფლიო კრებისას 787 წელს. თუმცა ქრისტიანობამ აკრძალა კერპთა თაყვანისცემა, ხატთა გამოყენება კი არ აუკრძალავს ჯერ კიდევ ასეთი (ხატმებრძოლი) აზროვნების გაჩენამდე. ისტორია მოგვითხრობს, რომ ხატების ეკლესიაში გამოყენების ფესვი არის ჯერ კიდევ ქრისტეს დროიდან. არსებობს მთელი რიგი ისტორიული დოკუმენტები ამისათვის.
- ამიტომ, ხატებს შეუძლიათ აკურთხონ ჩვენი ცხოვრება თუკი მათ სულიერი გზით ვიყენებთ. ხატი არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში, არამედ იგი ახორციელებს უამრავ სულიერ შემეცნებას ჩვენ ცხოვრებაში. ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრია, რომ "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა" [იოანე 1:1] . გასაკვირი არ არის, რომ ვხედავთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოწყალე და მოსიყვარულე სახეს, რომელიც მრავალი ხატის შინაარსია. მართლმადიდებლური ხატწერის ხელოვნებამ შემდეგში მიიღო გარკვეული სიმბოლიზმი, რომელიც ახდენს შინაარსის გადმოცემას. მაგალითად: დიდი და განიერი თვალები სიმბოლურად გამოხატავს სულიერ თვალებსა და ხედვას არამატერიალურ სამყაროში, წმ. წერილი ამბობს: "სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც" [მათე 6:22]. მეორე, დიდი ყურები ღვთის სიტყვის სმენას; "ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!" [მარკოზი 4:23] მესამე, მშვიდი კეთილი და წყნარი ტუჩები უფლის დიდებას და ქებას; "ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ."[ფს. 62:4] "ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი" [ფს. 62:6] თვალების და ყურების ფიგურა ხატში არის არაპროპორციულად დიდი, რადგან სულიერი პიროვნება მრავალ დროს ხარჯავს, რომ უსმინოს ღვთის სიტყვას და აღასრულოს მისი ნება. მეორე მხრივ, პირი რომელიც გამოცლილია ყოველი ავი სიტყვისაგან პატარაა. და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ხატები მართლმადიდებლური ტრადიციით არ არის უბრალო ხელოვნების ნიმუში, არამედ ისინი გამოიყენება როგორც სარკმელი სულიერ სამყაროში, ისინი შექმნილია იმიტომ, რომ მივაღწიოთ გონებრივად ლოცვით მდგომარეობას, და გვიხელმძღვანელოს ლოცვასა და ჭვრეტაში. კარგი იქნება თუ თქვენც განათავსებთ აქ ამ თემაში ინფორმაციებს რომელიც ეხება ხატწერის საეკლესიო, სასულიერო მხატვრობის ისტორიის თემას |
qetevano |
Jan 30 2013, 05:14 PM
პოსტი
#2
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ისტორია
ისტორიული წყაროების თანახმად ბიზანტიის იმპერატორ თეოფილეს (829–842) მმართველობის დროს დაიწყო ე.წ. ხატმებრძოლეობა. ამ პერიოდში ხატთა თაყვანისმცემლებს აწამებდნენ, ხოლო თავად გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ამ დროისათვის, ნიკეის ახლოს - საკუთარ სახლში ერთი მდიდარი და ღვთისმოსავი ქვრივი ცხოვრობდა. მას ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი, რომლის მიმართაც უდიდეს სასოებას განიცდიდა. ქვრივმა მისთვის განსაკუთრებული სამლოცველო მოაწყო და ყოველგვარი ცხოვრებისეული განსაცდელის ჟამს მხურვალე ლოცვით მიმართავდა. თეოფილე ხატმებრძოლმა მსტოვრები გაგზავნა ბრძანებით, რომ ხატები ყველგან გაენადგურებინათ. ისინი ნიკეელ ქვრივთანაც მივიდნენ და როდესაც ღვთისმშობლის ხატი იხილეს, მისი შემუსვრა მოინდომეს. მაგრამ ქვრივმა დაარწმუნა, რომ სიწმინდე დილამდე მასთან დაეტოვებინათ, თან დაჰპირდა, რომ ამ დროისათვის მათ მიერ მოთხოვნილი თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მოამზადებდა. მტრები განშორდნენ, მაგრამ ერთმა მათგანმა მახვილი სცა ხატს და იმ წამს ღვთისმშობლის სახიდან, როგორც ცოცხალიდან, სისხლი გარდამოვიდა. ქვრივი ვაჟთან ერთად სამლოცველოში მივიდა და წმინდა ხატის წინაშე ცრემლითა და მეტანიებით დიდხანს ლოცულობდა. მან გადაწყვიტა, რომ კადნიერთა შეურაცხყოფისაგან დასაცავად წმინდა ხატი ზღვის სანაპიროზე წაეღო. იქ მიწაზე დაემხო და ევედრა ღვთისმშობელს, ეხსნა იგი მეფის რისხვისა, ხოლო თვით ხატი - ზღვაში დანთქმისგან. ამის შემდეგ, იგი ემთხვია ხატს, ზღვაში შეაცურა და დიდად გაახარა იმის დანახვამ, რომ ის წყალზე კი არ დაეცა, არამედ ტალღებზე ვერტიკალურად აღიმართა და დასავლეთისაკენ გასცურა. ღვთისმოსავმა ქვრივმა მადლობა შესწირა ღმერთს და შვილი დაარწმუნა, რომ ხატმებრძოლთა დევნას საბერძნეთში განრიდებოდა. მან ყურად იღო დედის რჩევა, ლოცვა-კურთხევა გამოითხოვა მისგან და თესალონიკში წავიდა, აქედან ათონზე გადასახლდა და ბერად აღიკვეცა. ათონელმა მეუდაბნოეებმა მისგანვე შეიტყვეს, რომ ქვრივმა ხატი ზღვაში ჩაუშვა. არავინ იცის, სად და რამდენ ხანს იყო დაფარული წმინდა ხატი. უკვე ნიკეელი ბერის გარდაცვალების შემდეგ ივერიის სავანიდან, რომელიც 896 წელს იყო დაარსებული და სახელი სამი წარჩინებული ივერიელის პატივსაცემად ეწოდა, საღამო ხანს ზღვაზე ბერებმა შენიშნეს ცეცხლის სვეტი, რომლის წვერო ცას იყო მიწვდენილი. ხატი კვლავ გამოჩნდა 999 წელს ათონის მთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. აღდგომისმარხვის დროს ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღმრთისმშობლის ხატიდან. ბერები შეეცადნენ ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ ხატი მათ განეშორა. ივერთა მონასტერში ბერებმა დაიწყეს გამუდმებული ლოცვები. რამდენიმე კვირის შემდეგ ხატი ნაპირზე გამოაბრძანა ქართველმა გაბრიელ ბერმა, რომელმაც, სასწაულებრივად ზღვაზე ფეხით გაიარა. ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულისსამშაბათს. სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, კათოლიკონში, და დააბრძანეს საკურთხეველში. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად ეკლესიაშიშესულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლად უწინდელ ადგილას დააბრუნეს. სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ღმრთისმშობელი ძილში გამოეცხადა გაბრიელ ბერს და აუწყა: „გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიც და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა". მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება „პორტაიტისად" ანუ „კარიბჭის მცველად". ღმრთისმშობელმა ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად და მიტომ ხატს ასევე ეწოდება „ივერიის ღმრთისმშობელი". ხატის წინ ჰკიდია დიდი, ვერცლის ან მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი