პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ქადაგებები, (ბეჭდური ვერსია) |
Irine |
Aug 25 2006, 09:00 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
ყველას ძალიან გთხოვთ, აქ დავწეროთ ნაწყვეტები პატრიარქის ქადაგებებიდან
ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს. * * * თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს. * * * ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან. * * * ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. * * * მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება. * * * თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი... * * * ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს. * * * როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
A.V.M |
Feb 3 2013, 02:40 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორე - ხშირია, როდესაც ადამიანს ერი ავიწყდება და მხოლოდ საკუთარ თანამდებობაზე ფიქრობს
13:08 03-02-2013 ხშირია, როდესაც ადამიანს ერი ავიწყდება და მხოლოდ საკუთარ სკამსა და თანამდებობაზე ფიქრობს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, უფალი ყველაფერს ხედავს და ადამიანებმა სიკეთის კეთება უნდა იჩქარონ. "უნდა ვაკეთოთ სიკეთე და ისეთი საქმე, რომელიც საჭიროა არა მარტო ჩვენთვის, არამედ ერისთვის. ხშირია, როდესაც ადამიანს ერი ავიწყდება, ფიქრობს მხოლოდ საკუთარ სკამზე და თანამდებობაზე და საკუთარ კეთილდღეობას უფრო მაღლა აყენებს და ანაცვალებს მას ერის კეთილდღეობას. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ დაკვირვებული. არსებობს ფართო და ვიწრო გზა, ვისაც უნდა იაროს ფართო გზით, ის ვერ მივა სასუფეველში", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა უფალს შესთხოვა, მიანიჭოს ერს "განცდა ცოდვათა თვისთა და გული გონიერი", რათა შეძლოს გარჩევა, სად არის კეთილი და სად ბოროტი. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ბედნიერია, თუმცა ამ ბედნიერებას ვერ ხედავს. "ხშირად ადამიანს გააჩნია მძიმე ჯვარი და ღვთის წყალობით ადვილად ატარებს თავის ჯვარს. მეცნიერები ამბობენ, რომ სამი რამ აფუჭებს და რყვნის ადამიანს: დიდება, ანუ დიდი თანამდებობა, სიმდიდრე და სილამაზე. ჯავახიშვილი ამბობს, რომ თამარ მეფეს სამივე ჰქონდა და ის გახდა წმინდანი. ეს წუთისოფელი ცდილობს დაიჭიროს ადამიანი ფულით, თანამდებობით და სხვა საშუალებებით, მაგრამ ადამიანი უნდა ხედავდეს, სად არის კეთილი და სად ბოროტი, სად არის საფრთხე", - ბრძანა უწმინდესმა. მისივე თქმით, ბედნიერი ადამიანი არის ის, ვინც მორწმუნეა, მოსიყვარულეა, ცხოვრობს მომავლისა და ღვთის იმედით და ადამიანებს ენდობა. ქადაგების დასასრულს უწმინდესმა ტრადიციულად რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და რამდენიმე გვარი დალოცა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ze-fiqrobs.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი