![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
მე მინდა უბრალოდ მონეტის მეორე მხარე დაგანახოთ და ორიოდე სიტყვით შევეხო იმ უდიდესი სიყვარულის გამოვლინებას რაც აღსრულდა იესო ქრისტეს გაწირვით. ქრისტე _ გმირია ის დიდებულია და უკიდურესად კაცთმოყვარეა და მან საკუთარი სიცოცხლის გაღებით უდიდესი პატივი და სიყვარული დაიმსახურა ყველა ადამიანისაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მხედველობიდან უნდა გამოგვრჩეს , ამ მსხვერპლის უკან განცდილი უდიდესი ტკივილი მამა ღმერთისა , რომელიც დაუშვებს იმას რომ ქრისტე მოკვდეს ჩვენთვის., ერთხელ აბრაამმაც დაუშვა რომ მისი ძე (მონოგენეს) ისააკი შეეწირა ღმერთისთვის მსხვერპლად, მაგრამ საოცარი ის არის რომ აბრაამი არც კი სთავაზობს ღმერთს, რომ მის (ისააკის) ნაცვლად თავად შეეწიროს ! იგი აღმართავს მახვილს და სწორედ ამ დროს აჩერებს უფალი მას. სწორედ ამ მაგალითიდან იყო გაცხადებული ის უდიდესი საღვთო განგებულება, რაც ღმერთს უნდა აღესრულებინა იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ მას უნდა შეეწირა იესო ქრისტე ჩვენთვის და მსგავსად აბრაამისა, თავად ღმერთსაც არ შეეძლო რომ თავად გაეწირა თავისი თავი ჩვენთვის რადგან იგი უკვდავია და სიცოცხლის დაუშრეტელი წყაროა; იგი ეუბნება აბრაამს : მოჰკიდე ხელი შენს შვილს შენს მხოლოდშობილს რომელიც გიყვარსო __ და სინამდვილეში თავის თავზე მეტყველებდა ღმერთი ამ სიტყვებით, რადგან მას უნდა შემოეწირა ჩვენთვის იესო ქრისტე რომელით საკუთარ თავზე მეტად უყვარს ღმერთს. რამდენად უმადური უნდა იყოს ადამიანი რომ მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი დაინახოს და მის მიღმა განცდილი მამა ღმერთის უდიდესი ტკივილი ვერ დაინახოს , რომელიც დაუშვებს რომ მოკლან ის ვინც ყველაზე მეტად უყვარს! ძალიან რთულია და გონებისთვის ძნელად დასაშვებია ის რომ ქრისტე კვდება არა გადატანითი არამედ პირდაპირი მნიშვნელობით , ის ნამდვილად გადის არარსში და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას რომ ვირწმუნოთ ღმერთი რომელიც _ სიყვარულია, რადგან თუ ქრისტე არ მომკვდარა და არარსებულ მდგომარეობაში არ ყოფილა, მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა და პავლეც ტყუილად სწერს და გვიმტკიცებს რა სიყვარულს ღმერთისას რომელსაც თურმე მხოლოდ თვისი ძის სხეული შემოუწირია ჩვენთვის ცარიელი ფიტული და არა სიცოცხლე (რომაელთა 5:8) უფალი კი ნამდვილად ირწმუნება რომ მან სიცოცხლე უნდა დადოს ჩვენთვის და ამით დაამტკიცოს უდიდესი სიყვარული (იოანე 10;17) სატანას სურს დაგაჯეროს რომ ქრისტე არ მომკვდარა შენთვის , მაგრამ გახსოვდეს რომ ქრისტე ნამდვილად მოკვდა და ამ ნამდვილი სიკვდილით სრულად გადაიხადა შენი ცოდვის საფასური!
|
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
esre ars cheshmariteba
ებრაელთა 2:10-ში ერთი რამ გამოგრჩა. δι' ὃν τὰ πάντα καὶ δι'οὗ τὰ πάντα წერია, ანუ, "ვისგანაც და ვის მიერაც არის ყოველი". კონტექსტით მამა ღმერთს ეხება, მაგრამ გრამატიკულადაც და ვერბალურადაც პავლე ამ სიტყვას (δι') იესოზე იყენებს კოლასელთა 1:16-ში. იოანეც მსგავსადვე იყენებს ამას მისი სახარების პირველ თავში. შენ ხომ ამბობ, რომ მამამ შექმნა ყველაფერი δι' ძე? მAშ რატომ არ წერია ებრაელთა 2:10-ში სხვა სიტყვა და არა δι'? გამოდის, რომ უკვე ძეს შეუქმნია ყველაფერი δι' მამა. პ.ს. ღვთის პირმშოს თავისუფალი ნება რატომ არ აქვს ამაზე პასუხი არ გაგიცია. რატომ წერია: "ძე ვერაფერს იქმნს მამის გარეშე"-ო. ჭიქა წყალს ვერ დალევდა იესო მამის დახმარების ან ნებართვის გარეშე ნეტავ? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
esre ars cheshmariteba ებრაელთა 2:10-ში ერთი რამ გამოგრჩა. δι' ὃν τὰ πάντα καὶ δι'οὗ τὰ πάντα წერია, ანუ, "ვისგანაც და ვის მიერაც არის ყოველი". კონტექსტით მამა ღმერთს ეხება, მაგრამ გრამატიკულადაც და ვერბალურადაც პავლე ამ სიტყვას (δι') იესოზე იყენებს კოლასელთა 1:16-ში. იოანეც მსგავსადვე იყენებს ამას მისი სახარების პირველ თავში. შენ ხომ ამბობ, რომ მამამ შექმნა ყველაფერი δι' ძე? მAშ რატომ არ წერია ებრაელთა 2:10-ში სხვა სიტყვა და არა δι'? გამოდის, რომ უკვე ძეს შეუქმნია ყველაფერი δι' მამა. პ.ს. ღვთის პირმშოს თავისუფალი ნება რატომ არ აქვს ამაზე პასუხი არ გაგიცია. რატომ წერია: "ძე ვერაფერს იქმნს მამის გარეშე"-ო. ჭიქა წყალს ვერ დალევდა იესო მამის დახმარების ან ნებართვის გარეშე ნეტავ? ებრაელთა 2:10 აღქმა თეოლოგებს უჭირთ , მაგრამ მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში თუ რატომ არ შეიძლება ღმერთზე ითქვას რომ მის მიერ (δι') არის ყოველივე?! თუ იგივე სიტყვას ბიბლია იყენებს ძესთან მიმართებაშიც ეს სავსებით დასაშვებია რადგან სწორედ ძის მიერ არის ყოველივე ქმნილი განხორციელებული. დიახ ძე არის უწინარესთა უწინარესი და არა დაუსაბამო! კოლოსელთა 1:15 ქრისტეზე იყენებს სიტყვას პირმშოს ყოველ ქმნილებას შორის. აქ საინტერესო ისაა რომ პირმშო ბერძნულად πρωτότοκος ზუსტად ამავე სიტყვას იყენებს სეპტუაგინტა გამოსვლათას 11;5 ფარაონის პირმშოსთან მიმართებაში. ვინაიდან იესოა პირმშო ყოველი ქმნილებისა_ ეს ნიშნავს იმას რომ ის პირველია ვინც ღმერთმა შექმნა., წინააღმდეგ შემთხვევაში პავლე ვერ მოიხსენიებდა πρωτότοκος ქმნილებათა შორის! ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 08:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი