ლოცვა, დილის და ძილად მისვლის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლოცვა, დილის და ძილად მისვლის |
lch |
Feb 1 2013, 11:08 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მაინტერესებს დღეს არსებული (ლოცვანებში ტირაჟირებული) დილისა და ძილად მისვლის ლოცვები ვის მიერ არის დადგენილი და როდიდან... ეს დაკანონებულია ადგილობრივი ეკლესიის მიერ თუ განსაზღვრულია რომელიმე მსოფლიო საეკლესიო კრებით...
სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც (ეკლესიებშიც) ერში იგივე ლოცვებით ლოცულობენ დილას და საღამოს, როგორც ჩვენ თუ რაიმე განსხვავებებია... დიდი მადლობა წინასწარ... მოხარული ვიქნები თუ ამ საკითხებზე მომაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
A.V.M |
Feb 5 2013, 11:05 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
დაპირებისამებრ მე გეტყვით თითეული ლოცვის შექმნის თარიღს და მოკლე ინფორმაციას და დანარჩენს აფხაზი შეავსებს.
(რამდენადაც ჩემთვისაც ცნობილია , ჩამოყალიბება დილისა და საღამოს ლოცვებისა , მოხდა XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე , როდესაც სხვადასხვა ლოცვები , მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში შეაჯერეს და სრულყვეს.) 1-მოკლე სადიდებლიანი ჰიმნი წმ.სამებისადმი-,,დიდება , აწდა , ამინ.'' შექმნილია IV ს-ში ანტიოქელი პატრიარქების -მელენტის და ფაბიანეს მიერ , წმ.სამების პირთა თანასწორობის დოგმატის განსამტკიცებლად. 2-მამაო ჩვენო- იგი თვით უფალმა მოგვცა და მასზე საუბრით დროს არ დავკარგავ. 3-50-ე ფსალმუნი დავით მეფის მიერაა დაწერილი ისევე როგორც ყველა სხვანი და ვფიქრობ აქ ჩემი კომენტარი ზედმეტი იქნება. 4-მრწამსი-სიმბოლო სარწმუნოებისა , დოგმატი , რომელიც მიღებულია 325-381 წწ. 5-შემდგომი 2 ლოცვა ეკუთვნის ეგვიპტელ მოღვაწეს ღირს მაკარი დიდს.( IV ს.) 6-შემდეგი ლოცვა შექმნილია ანტიოქიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის-წმ.ბასილი დიდის მიერ. ახლა ძილად მისვლის ლოცვების ავტორები და მათი დაწერის დრო. 1-,,ზესთამბრძოლისა ჩემისათვის'' იგი შედგენილია კონსტანტინოპოლის პატრიარქის-სერგის მიერ 626 წ. ბერძნული სახელმწიფოს სპარსთადა ხუანძთა სემოტევისაგან სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ. ხოლო ამაღლებული საგალობელი-,,უძლეველი მოღვაწის'' მიმართ შეიტანეს , მაშინ უკვე არსებულ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილცდაუჯდომელში . რუსეთისა და საქართველოს ეკლესიასი ამ კონდაკით მთავრდება ცისკრის მსახურება. 2-ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობლების შემდეგ იკითხება ღირსი იოანიკე დიდის (846 წ. 4 ნოემბერს-(ჩემი დაბადების დღეა)) მიერ შედგენილი ლოცვა-,,სასოება ჩემდა მამა.'' 3-ღირს არსი-(მასზე საუბრით ახლა დროს არ წაგართმევთ) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 11:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი