![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
მე მინდა უბრალოდ მონეტის მეორე მხარე დაგანახოთ და ორიოდე სიტყვით შევეხო იმ უდიდესი სიყვარულის გამოვლინებას რაც აღსრულდა იესო ქრისტეს გაწირვით. ქრისტე _ გმირია ის დიდებულია და უკიდურესად კაცთმოყვარეა და მან საკუთარი სიცოცხლის გაღებით უდიდესი პატივი და სიყვარული დაიმსახურა ყველა ადამიანისაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მხედველობიდან უნდა გამოგვრჩეს , ამ მსხვერპლის უკან განცდილი უდიდესი ტკივილი მამა ღმერთისა , რომელიც დაუშვებს იმას რომ ქრისტე მოკვდეს ჩვენთვის., ერთხელ აბრაამმაც დაუშვა რომ მისი ძე (მონოგენეს) ისააკი შეეწირა ღმერთისთვის მსხვერპლად, მაგრამ საოცარი ის არის რომ აბრაამი არც კი სთავაზობს ღმერთს, რომ მის (ისააკის) ნაცვლად თავად შეეწიროს ! იგი აღმართავს მახვილს და სწორედ ამ დროს აჩერებს უფალი მას. სწორედ ამ მაგალითიდან იყო გაცხადებული ის უდიდესი საღვთო განგებულება, რაც ღმერთს უნდა აღესრულებინა იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ მას უნდა შეეწირა იესო ქრისტე ჩვენთვის და მსგავსად აბრაამისა, თავად ღმერთსაც არ შეეძლო რომ თავად გაეწირა თავისი თავი ჩვენთვის რადგან იგი უკვდავია და სიცოცხლის დაუშრეტელი წყაროა; იგი ეუბნება აბრაამს : მოჰკიდე ხელი შენს შვილს შენს მხოლოდშობილს რომელიც გიყვარსო __ და სინამდვილეში თავის თავზე მეტყველებდა ღმერთი ამ სიტყვებით, რადგან მას უნდა შემოეწირა ჩვენთვის იესო ქრისტე რომელით საკუთარ თავზე მეტად უყვარს ღმერთს. რამდენად უმადური უნდა იყოს ადამიანი რომ მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი დაინახოს და მის მიღმა განცდილი მამა ღმერთის უდიდესი ტკივილი ვერ დაინახოს , რომელიც დაუშვებს რომ მოკლან ის ვინც ყველაზე მეტად უყვარს! ძალიან რთულია და გონებისთვის ძნელად დასაშვებია ის რომ ქრისტე კვდება არა გადატანითი არამედ პირდაპირი მნიშვნელობით , ის ნამდვილად გადის არარსში და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას რომ ვირწმუნოთ ღმერთი რომელიც _ სიყვარულია, რადგან თუ ქრისტე არ მომკვდარა და არარსებულ მდგომარეობაში არ ყოფილა, მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა და პავლეც ტყუილად სწერს და გვიმტკიცებს რა სიყვარულს ღმერთისას რომელსაც თურმე მხოლოდ თვისი ძის სხეული შემოუწირია ჩვენთვის ცარიელი ფიტული და არა სიცოცხლე (რომაელთა 5:8) უფალი კი ნამდვილად ირწმუნება რომ მან სიცოცხლე უნდა დადოს ჩვენთვის და ამით დაამტკიცოს უდიდესი სიყვარული (იოანე 10;17) სატანას სურს დაგაჯეროს რომ ქრისტე არ მომკვდარა შენთვის , მაგრამ გახსოვდეს რომ ქრისტე ნამდვილად მოკვდა და ამ ნამდვილი სიკვდილით სრულად გადაიხადა შენი ცოდვის საფასური!
|
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
esre ars cheshmariteba
δι' ნიშნავს "მისით", ანუ არა "მის მიერ", არამედ "მისით". ამ ორს შორის დიდი სხვაობაა. დამიდე მეცნიერული დასკვნა, სადაც წერია, რომ მანდ გრამატიკული და ტექსტოლოგიური თვალსაზრისით მამა ღმერთი იგულისხმება. კონტექსტი არ მაინტერესებს... πρωτότοκος კი ეხება მის ადამიანურ ბუნებას, აუცილებლად. პავლეს რომ სდომოდა, დაწერდა ძალიან მარტივად- პირველ ქმნილებას. ისევე როგორც - "ღვთის გარეშე", რომ საუბრობს ზოგი, რომ ვითომ ნიშნავს: "ღვთაებრივი ბუნების გარეშე" - მარაზმია ეს. პავლე მაშინ დაწერდა სულ სხვანაირად. "ღვთის გარეშე/გარდა" ნიშნავს პირდაპირ როგორც გვესმის. იგივე ეხება პირველად შობილს. პავლე დაწერდა პირველქმნილს მაგის თქმა რომ სდომოდა. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
esre ars cheshmariteba δι' ნიშნავს "მისით", ანუ არა "მის მიერ", არამედ "მისით". ამ ორს შორის დიდი სხვაობაა. დამიდე მეცნიერული დასკვნა, სადაც წერია, რომ მანდ გრამატიკული და ტექსტოლოგიური თვალსაზრისით მამა ღმერთი იგულისხმება. კონტექსტი არ მაინტერესებს... კი ეხება მის ადამიანურ ბუნებას, აუცილებლად. პავლეს რომ სდომოდა, დაწერდა ძალიან მარტივად- პირველ ქმნილებას. ისევე როგორც - "ღვთის გარეშე", რომ საუბრობს ზოგი, რომ ვითომ ნიშნავს: "ღვთაებრივი ბუნების გარეშე" - მარაზმია ეს. პავლე მაშინ დაწერდა სულ სხვანაირად. "ღვთის გარეშე/გარდა" ნიშნავს პირდაპირ როგორც გვესმის. იგივე ეხება პირველად შობილს. პავლე დაწერდა პირველქმნილს მაგის თქმა რომ სდომოდა. მისით და მის მიერ ეს ორივე ერთიდაიგივეა და უმნიშვნელო სხვაობაა მათ შორის . ორივე შემთხვევაში მოიაზრება რომ იესო არის მამასთან გვერდით მყოფი და მონაწილე ყოველივეს შექმნაში. თუ ქრისტე თავად არის შემოქმედი მაშინ ბიბლია არაორაზროვნად უნდა აცხადებდეს რომ _ მ ა ნ _ შექმნა ყოველივე და არა მისით და მის მიერ და ასე შემდეგ.. იესო არ არის თანაშემოქმედი, ის დამხმარეა და გამზიარებელია მამის ყოველგვარი ქმედებისა! δι'წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით ნიშნავს _ მის მიერ, თუმცა მისით ესეთ დაახლოებით იგივეა . თუ შენ კონტექსტი არ გაინტერესებს მე მეცნიერება არ მაინტერესებს! მე საღვთო წერილით შემიძლია დაგიდასტურო ყოველივე და არა ვიღაც ცრუპენტელა მეცნიერის აზრით! πρωτότοκος თუ პირმშო ეხება ქრისტეს ადამიანურ ბუნებას რაც სრული აფსურდია, მაშინ შეგახსენებ რომ იგივე სიტყვას πρωτότοκος პავლე იყენებს კოლოსელთა 1:18 ში და იესოს მოიხსენიებს როგორც პირმშოს მკვდართაგან ![]() ![]() ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 09:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი