![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
მე მინდა უბრალოდ მონეტის მეორე მხარე დაგანახოთ და ორიოდე სიტყვით შევეხო იმ უდიდესი სიყვარულის გამოვლინებას რაც აღსრულდა იესო ქრისტეს გაწირვით. ქრისტე _ გმირია ის დიდებულია და უკიდურესად კაცთმოყვარეა და მან საკუთარი სიცოცხლის გაღებით უდიდესი პატივი და სიყვარული დაიმსახურა ყველა ადამიანისაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მხედველობიდან უნდა გამოგვრჩეს , ამ მსხვერპლის უკან განცდილი უდიდესი ტკივილი მამა ღმერთისა , რომელიც დაუშვებს იმას რომ ქრისტე მოკვდეს ჩვენთვის., ერთხელ აბრაამმაც დაუშვა რომ მისი ძე (მონოგენეს) ისააკი შეეწირა ღმერთისთვის მსხვერპლად, მაგრამ საოცარი ის არის რომ აბრაამი არც კი სთავაზობს ღმერთს, რომ მის (ისააკის) ნაცვლად თავად შეეწიროს ! იგი აღმართავს მახვილს და სწორედ ამ დროს აჩერებს უფალი მას. სწორედ ამ მაგალითიდან იყო გაცხადებული ის უდიდესი საღვთო განგებულება, რაც ღმერთს უნდა აღესრულებინა იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ მას უნდა შეეწირა იესო ქრისტე ჩვენთვის და მსგავსად აბრაამისა, თავად ღმერთსაც არ შეეძლო რომ თავად გაეწირა თავისი თავი ჩვენთვის რადგან იგი უკვდავია და სიცოცხლის დაუშრეტელი წყაროა; იგი ეუბნება აბრაამს : მოჰკიდე ხელი შენს შვილს შენს მხოლოდშობილს რომელიც გიყვარსო __ და სინამდვილეში თავის თავზე მეტყველებდა ღმერთი ამ სიტყვებით, რადგან მას უნდა შემოეწირა ჩვენთვის იესო ქრისტე რომელით საკუთარ თავზე მეტად უყვარს ღმერთს. რამდენად უმადური უნდა იყოს ადამიანი რომ მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი დაინახოს და მის მიღმა განცდილი მამა ღმერთის უდიდესი ტკივილი ვერ დაინახოს , რომელიც დაუშვებს რომ მოკლან ის ვინც ყველაზე მეტად უყვარს! ძალიან რთულია და გონებისთვის ძნელად დასაშვებია ის რომ ქრისტე კვდება არა გადატანითი არამედ პირდაპირი მნიშვნელობით , ის ნამდვილად გადის არარსში და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას რომ ვირწმუნოთ ღმერთი რომელიც _ სიყვარულია, რადგან თუ ქრისტე არ მომკვდარა და არარსებულ მდგომარეობაში არ ყოფილა, მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა და პავლეც ტყუილად სწერს და გვიმტკიცებს რა სიყვარულს ღმერთისას რომელსაც თურმე მხოლოდ თვისი ძის სხეული შემოუწირია ჩვენთვის ცარიელი ფიტული და არა სიცოცხლე (რომაელთა 5:8) უფალი კი ნამდვილად ირწმუნება რომ მან სიცოცხლე უნდა დადოს ჩვენთვის და ამით დაამტკიცოს უდიდესი სიყვარული (იოანე 10;17) სატანას სურს დაგაჯეროს რომ ქრისტე არ მომკვდარა შენთვის , მაგრამ გახსოვდეს რომ ქრისტე ნამდვილად მოკვდა და ამ ნამდვილი სიკვდილით სრულად გადაიხადა შენი ცოდვის საფასური!
|
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
esre ars cheshmariteba
თვალსა და ხელს შუა დემაგოგობ და ასე არ შეიძლება. πρωτότοκος ეხება ღვთის ძის პიროვნებას, ოღონდ მის ადამიანურ ბუნებას. უფრო სწორი იქნება ვთქვათ - განკაცებას. ხოლო "პირმშო მკვდართაგან" ეხება მის აღდგომას. და შე კაი კაცო, რა გითხარი მე? რატომ დაწერა პავლე მოციქულმა "პირმშო"? რატომ დააბნია ამდენი ადამიანი, როცა მარტივად შეეძლო დაეწერა: "პირველი ქმნილება"-ო. ნუ გამომგყავს პავლე მოციქული ქრისტიანთა დამაბნეველი. ხოლო "δι'" ნიშნავს "მისით", რაც წერია ასევე იოანეს 1 თავში. სამყარო მამამ შექმნა სიტყვით. ანუ სიტყვა კი არაა შემქმნელი, არამედ მამა. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
esre ars cheshmariteba თვალსა და ხელს შუა დემაგოგობ და ასე არ შეიძლება. πρωτότοκος ეხება ღვთის ძის პიროვნებას, ოღონდ მის ადამიანურ ბუნებას. უფრო სწორი იქნება ვთქვათ - განკაცებას. ხოლო "პირმშო მკვდართაგან" ეხება მის აღდგომას. და შე კაი კაცო, რა გითხარი მე? რატომ დაწერა პავლე მოციქულმა "პირმშო"? რატომ დააბნია ამდენი ადამიანი, როცა მარტივად შეეძლო დაეწერა: "პირველი ქმნილება"-ო. ნუ გამომგყავს პავლე მოციქული ქრისტიანთა დამაბნეველი. ხოლო "δι'" ნიშნავს "მისით", რაც წერია ასევე იოანეს 1 თავში. სამყარო მამამ შექმნა სიტყვით. ანუ სიტყვა კი არაა შემქმნელი, არამედ მამა. ნუ ცდილობ თავის არიდებას კითხვაზე კიდევ ერთხელ გააფთრებით გიმეორებ_ თუ πρωτότοκος ეხება ქრისტეს განკაცებას და მის ადამიანურ ბუნებას, არის თუ არა ქრისტე პირველი ვინც მკვდრეთით აღდგა ადამიანური ბუნებით? ამაზე მიპასუხე და შემდეგ ვეცდები დაგეთანხმო ![]() შემდეგ ვისაუბრებ ქრისტეს ორი ბუნების შესახებ და ვეცდები დაგანახოთ რომ ბუნება რომელიც არის ტექნიკური ტერმინი საერთოდ ზედმეტია ღმერთთან მიმართებაში და მოგონილია იმისათვის რომ დავიბნეთ და ქრისტე წარმოვიდგინოთ მამის თანაარსად და თანასწორად! სამყარო მამამ შექმნა დიახ სიტყვით! თავისი გამოთქმული სიტყვით რომელიც ძალაუფლებითია . ნუ ეცდები მამის ძალაუფლებითი სიტყვა გააიგივო იპოსტას ძესთან. ქრისტე არაა მამის გამოთქმული სიტყვა, იესოს რომ სიტყვა ეწოდება ეს სულ სხვა დატვირთვას ატარებს, მე შეგახსენებ პავლე მოციქულის ეპისტოლეს ებრაელთა მიმართ სადაც ქრისტე ცალკე დგას და მამის ძალაუფლებითი სიტყვა კი ცალკე, რაც იმაზე მეტყველებს რომ ქრისტეს გაიგივება მამის ძალაუფლებით სიტყვებთან დაუშვებელია! ებრაელთა 1:3 . ისაიას 44:24 უფალი ბრძანებს რომ მხოლოდ მან შექმნა ყოველივე და სხვამ არავინ! აქ ორი იპოსტასის წარმოდგენა უკვე რთულია , ან ქრისტე უნდა იყოს შემოქმედი ან მხოლოდ მამა. შემოქმედი კი არის მამა რადგან მან შექმნა ძეც და ძის შექმნილიც იგივე მამის შექმნილი გამოდის, რადგან ძეც მამამ შექმნა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 09:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი