![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
მე მინდა უბრალოდ მონეტის მეორე მხარე დაგანახოთ და ორიოდე სიტყვით შევეხო იმ უდიდესი სიყვარულის გამოვლინებას რაც აღსრულდა იესო ქრისტეს გაწირვით. ქრისტე _ გმირია ის დიდებულია და უკიდურესად კაცთმოყვარეა და მან საკუთარი სიცოცხლის გაღებით უდიდესი პატივი და სიყვარული დაიმსახურა ყველა ადამიანისაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მხედველობიდან უნდა გამოგვრჩეს , ამ მსხვერპლის უკან განცდილი უდიდესი ტკივილი მამა ღმერთისა , რომელიც დაუშვებს იმას რომ ქრისტე მოკვდეს ჩვენთვის., ერთხელ აბრაამმაც დაუშვა რომ მისი ძე (მონოგენეს) ისააკი შეეწირა ღმერთისთვის მსხვერპლად, მაგრამ საოცარი ის არის რომ აბრაამი არც კი სთავაზობს ღმერთს, რომ მის (ისააკის) ნაცვლად თავად შეეწიროს ! იგი აღმართავს მახვილს და სწორედ ამ დროს აჩერებს უფალი მას. სწორედ ამ მაგალითიდან იყო გაცხადებული ის უდიდესი საღვთო განგებულება, რაც ღმერთს უნდა აღესრულებინა იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ მას უნდა შეეწირა იესო ქრისტე ჩვენთვის და მსგავსად აბრაამისა, თავად ღმერთსაც არ შეეძლო რომ თავად გაეწირა თავისი თავი ჩვენთვის რადგან იგი უკვდავია და სიცოცხლის დაუშრეტელი წყაროა; იგი ეუბნება აბრაამს : მოჰკიდე ხელი შენს შვილს შენს მხოლოდშობილს რომელიც გიყვარსო __ და სინამდვილეში თავის თავზე მეტყველებდა ღმერთი ამ სიტყვებით, რადგან მას უნდა შემოეწირა ჩვენთვის იესო ქრისტე რომელით საკუთარ თავზე მეტად უყვარს ღმერთს. რამდენად უმადური უნდა იყოს ადამიანი რომ მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი დაინახოს და მის მიღმა განცდილი მამა ღმერთის უდიდესი ტკივილი ვერ დაინახოს , რომელიც დაუშვებს რომ მოკლან ის ვინც ყველაზე მეტად უყვარს! ძალიან რთულია და გონებისთვის ძნელად დასაშვებია ის რომ ქრისტე კვდება არა გადატანითი არამედ პირდაპირი მნიშვნელობით , ის ნამდვილად გადის არარსში და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას რომ ვირწმუნოთ ღმერთი რომელიც _ სიყვარულია, რადგან თუ ქრისტე არ მომკვდარა და არარსებულ მდგომარეობაში არ ყოფილა, მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა და პავლეც ტყუილად სწერს და გვიმტკიცებს რა სიყვარულს ღმერთისას რომელსაც თურმე მხოლოდ თვისი ძის სხეული შემოუწირია ჩვენთვის ცარიელი ფიტული და არა სიცოცხლე (რომაელთა 5:8) უფალი კი ნამდვილად ირწმუნება რომ მან სიცოცხლე უნდა დადოს ჩვენთვის და ამით დაამტკიცოს უდიდესი სიყვარული (იოანე 10;17) სატანას სურს დაგაჯეროს რომ ქრისტე არ მომკვდარა შენთვის , მაგრამ გახსოვდეს რომ ქრისტე ნამდვილად მოკვდა და ამ ნამდვილი სიკვდილით სრულად გადაიხადა შენი ცოდვის საფასური!
|
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
პირმშო _ არის ის ვინც პირველად იშვება , ასე რომ თუ ნუმერაციულად არ არის პირველი იესო აღმდგართაგან , მაშინ ის პირმშო არ ყოფილა, რადგან პირმშო ნიშნავს _ პირველს ! სანამ თავად აღდგებოდა უფალი , მანამდე ელიამ და ელისემაც მოახდინეს აღდგომა, ანდა რაღა შორს წავიდეთ თავად უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა მკვდრეთით აღდგინების რამდენიმე ფაქტი და მათგან გამოვყოფ ლაზარეს აღდგინებას, რომელიც სასწაულებრივად მოახდინა უფალმა და ხრწნადობაში წასული ხორცი თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნა! და თურმე შენი სიტყვიდან გამომდინარე ეს იყო უხარისხო აღდგომა ![]() ![]() ![]() "პირმშო ნიშნავს ნუმერაციულად პირველს"-ო იძახი და გავიწყდება, რომ ძველ აღთქმაში ეგ სიტყვა ასევე აღნიშნავს - "სხვებზე უპირატეს"-ს. იესო ხარისხით არის პირველი ცოცხლებშიც და მკვდრებშიც, რადგან იგი პირველი ადამიანია, რომელმაც ღვთის ყველა მცნება აასრულა და ეწოდა "ღვთის საყვარელი ძე", ასევე პირველი ადამიანია, რომელიც აღდგა უხრწნელი სხეულით. ორივე πρωτότοκος ეხება ღვთის ძის განკაცებას და აღდგომას. "რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო(πρωτότοκος) მრავალ ძმას შორის." - (რომაელთა 8:29) აქ რას ეხება ნეტავ? იმას, რომ იესო პირველი ქმნილებაა? თუ რას? პ.ს. ასევე, იესოს როცა ღვთის ხატი ეწოდება, ესეც მის განკაცებას ეხება. რადგან იქვე წერია კოლასელებში: "რადგან მასში ყოფილიყო ღვთაებრივობის მთელი სისავსე", და ასევე წერია: "ღმერთი იყო ქრისტეში..."(2 კორინთელთა 5:19) ასე რომ განკაცებული ქრისტე ხილული წარმოჩინებაა უხილავი ღვთისა. როგორც სურათი წარმოაჩენს ხილულად უხილავს აი ისე. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 08:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი