IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პასუხი ანდრია კურაევს, თუ მოწმეები მართლები არიან
esre ars cheshmariteba
პოსტი Jan 11 2013, 09:43 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



მე მინდა უბრალოდ მონეტის მეორე მხარე დაგანახოთ და ორიოდე სიტყვით შევეხო იმ უდიდესი სიყვარულის გამოვლინებას რაც აღსრულდა იესო ქრისტეს გაწირვით. ქრისტე _ გმირია ის დიდებულია და უკიდურესად კაცთმოყვარეა და მან საკუთარი სიცოცხლის გაღებით უდიდესი პატივი და სიყვარული დაიმსახურა ყველა ადამიანისაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მხედველობიდან უნდა გამოგვრჩეს , ამ მსხვერპლის უკან განცდილი უდიდესი ტკივილი მამა ღმერთისა , რომელიც დაუშვებს იმას რომ ქრისტე მოკვდეს ჩვენთვის., ერთხელ აბრაამმაც დაუშვა რომ მისი ძე (მონოგენეს) ისააკი შეეწირა ღმერთისთვის მსხვერპლად, მაგრამ საოცარი ის არის რომ აბრაამი არც კი სთავაზობს ღმერთს, რომ მის (ისააკის) ნაცვლად თავად შეეწიროს ! იგი აღმართავს მახვილს და სწორედ ამ დროს აჩერებს უფალი მას. სწორედ ამ მაგალითიდან იყო გაცხადებული ის უდიდესი საღვთო განგებულება, რაც ღმერთს უნდა აღესრულებინა იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ მას უნდა შეეწირა იესო ქრისტე ჩვენთვის და მსგავსად აბრაამისა, თავად ღმერთსაც არ შეეძლო რომ თავად გაეწირა თავისი თავი ჩვენთვის რადგან იგი უკვდავია და სიცოცხლის დაუშრეტელი წყაროა; იგი ეუბნება აბრაამს : მოჰკიდე ხელი შენს შვილს შენს მხოლოდშობილს რომელიც გიყვარსო __ და სინამდვილეში თავის თავზე მეტყველებდა ღმერთი ამ სიტყვებით, რადგან მას უნდა შემოეწირა ჩვენთვის იესო ქრისტე რომელით საკუთარ თავზე მეტად უყვარს ღმერთს. რამდენად უმადური უნდა იყოს ადამიანი რომ მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი დაინახოს და მის მიღმა განცდილი მამა ღმერთის უდიდესი ტკივილი ვერ დაინახოს , რომელიც დაუშვებს რომ მოკლან ის ვინც ყველაზე მეტად უყვარს! ძალიან რთულია და გონებისთვის ძნელად დასაშვებია ის რომ ქრისტე კვდება არა გადატანითი არამედ პირდაპირი მნიშვნელობით , ის ნამდვილად გადის არარსში და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას რომ ვირწმუნოთ ღმერთი რომელიც _ სიყვარულია, რადგან თუ ქრისტე არ მომკვდარა და არარსებულ მდგომარეობაში არ ყოფილა, მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა და პავლეც ტყუილად სწერს და გვიმტკიცებს რა სიყვარულს ღმერთისას რომელსაც თურმე მხოლოდ თვისი ძის სხეული შემოუწირია ჩვენთვის ცარიელი ფიტული და არა სიცოცხლე (რომაელთა 5:8) უფალი კი ნამდვილად ირწმუნება რომ მან სიცოცხლე უნდა დადოს ჩვენთვის და ამით დაამტკიცოს უდიდესი სიყვარული (იოანე 10;17) სატანას სურს დაგაჯეროს რომ ქრისტე არ მომკვდარა შენთვის , მაგრამ გახსოვდეს რომ ქრისტე ნამდვილად მოკვდა და ამ ნამდვილი სიკვდილით სრულად გადაიხადა შენი ცოდვის საფასური!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
Otherguy
პოსტი Feb 9 2013, 11:03 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 8 2013, 09:28 PM) *

პირმშო _ არის ის ვინც პირველად იშვება , ასე რომ თუ ნუმერაციულად არ არის პირველი იესო აღმდგართაგან , მაშინ ის პირმშო არ ყოფილა, რადგან პირმშო ნიშნავს _ პირველს ! სანამ თავად აღდგებოდა უფალი , მანამდე ელიამ და ელისემაც მოახდინეს აღდგომა, ანდა რაღა შორს წავიდეთ თავად უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა მკვდრეთით აღდგინების რამდენიმე ფაქტი და მათგან გამოვყოფ ლაზარეს აღდგინებას, რომელიც სასწაულებრივად მოახდინა უფალმა და ხრწნადობაში წასული ხორცი თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნა! და თურმე შენი სიტყვიდან გამომდინარე ეს იყო უხარისხო აღდგომა blink.gif მე მიგითითებ პავლე მოციქულის ეპისტოლეს 1 კორინთელთა 15:20 მუხლს_ მაგრამ მკვდრეთით აღდგა ქრისტე , განსვენებულთა ნათავარი , ანუ ქრისტე რიგით პირველი ყოფილა ბერძნულად _ ἐκ νεκρῶν ἀπαρχὴ მკვდართაგან საწყისი. საინტერესოა საპატრიარქოს თარგმანი რომელიც სწორად იგებს ამ სიტყვებს და თარგმნის როგორც პირმშოს მკვდართაგან, მიუხედავად იმისა რომ πρωτότοκος არ დგას ტექსტში... თუკი ნუმერაციულად არ არის პირველი იესო აღმდგართაგან მაშინ უცნაურია _როგორ ექნება მას პირველობა ყ ვ ე ლ ა ფ ე რ შ ი ??? კოლოსელთა 1:18 blink.gif დიახ ერთია ღვთის ძის პიროვნება და ზუსტად იგივე პიროვნება განკაცდება ,იოანე 1:14 . ის ხორცს კი არ ისხავს არამედ განკაცდება ანუ ხდება ადამიანი და თავის თავს უწოდებს კაცის ძეს იმისათვის რომ დაადასტუროს თავისი ჭეშმარიტი ადამიანობა, სწორედ ეს ადამიანი სწირავს თავის თავს იოანეს 10;17 და შემდეგ სწორედ ეს პიროვნება აღდგება კვლავ იმ სულიერი დიდებით და იმ სულიერი სხეულით რითაც მანამდე იყო მამასთან. ხორცი კი ანუ კაცი ქრისტე იესო მკვდარია უკუნისამდე! ეს სიტყვები დღესაც ცოცხალია რომელიც პასტორმა რასელმა განაცხადა! blink.gif


"პირმშო ნიშნავს ნუმერაციულად პირველს"-ო იძახი და გავიწყდება, რომ ძველ აღთქმაში ეგ სიტყვა ასევე აღნიშნავს - "სხვებზე უპირატეს"-ს.

იესო ხარისხით არის პირველი ცოცხლებშიც და მკვდრებშიც, რადგან იგი პირველი ადამიანია, რომელმაც ღვთის ყველა მცნება აასრულა და ეწოდა "ღვთის საყვარელი ძე", ასევე პირველი ადამიანია, რომელიც აღდგა უხრწნელი სხეულით.

ორივე πρωτότοκος ეხება ღვთის ძის განკაცებას და აღდგომას.

"რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო(πρωτότοκος) მრავალ ძმას შორის." - (რომაელთა 8:29)

აქ რას ეხება ნეტავ? იმას, რომ იესო პირველი ქმნილებაა? თუ რას?

პ.ს. ასევე, იესოს როცა ღვთის ხატი ეწოდება, ესეც მის განკაცებას ეხება. რადგან იქვე წერია კოლასელებში: "რადგან მასში ყოფილიყო ღვთაებრივობის მთელი სისავსე", და ასევე წერია: "ღმერთი იყო ქრისტეში..."(2 კორინთელთა 5:19) ასე რომ განკაცებული ქრისტე ხილული წარმოჩინებაა უხილავი ღვთისა. როგორც სურათი წარმოაჩენს ხილულად უხილავს აი ისე.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 9 2013, 06:17 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(Otherguy @ Feb 9 2013, 12:03 PM) *

"პირმშო ნიშნავს ნუმერაციულად პირველს"-ო იძახი და გავიწყდება, რომ ძველ აღთქმაში ეგ სიტყვა ასევე აღნიშნავს - "სხვებზე უპირატეს"-ს.

იესო ხარისხით არის პირველი ცოცხლებშიც და მკვდრებშიც, რადგან იგი პირველი ადამიანია, რომელმაც ღვთის ყველა მცნება აასრულა და ეწოდა "ღვთის საყვარელი ძე", ასევე პირველი ადამიანია, რომელიც აღდგა უხრწნელი სხეულით.

ორივე πρωτότοκος ეხება ღვთის ძის განკაცებას და აღდგომას.

"რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო(πρωτότοκος) მრავალ ძმას შორის." - (რომაელთა 8:29)

აქ რას ეხება ნეტავ? იმას, რომ იესო პირველი ქმნილებაა? თუ რას?

პ.ს. ასევე, იესოს როცა ღვთის ხატი ეწოდება, ესეც მის განკაცებას ეხება. რადგან იქვე წერია კოლასელებში: "რადგან მასში ყოფილიყო ღვთაებრივობის მთელი სისავსე", და ასევე წერია: "ღმერთი იყო ქრისტეში..."(2 კორინთელთა 5:19) ასე რომ განკაცებული ქრისტე ხილული წარმოჩინებაა უხილავი ღვთისა. როგორც სურათი წარმოაჩენს ხილულად უხილავს აი ისე.

მე არაფერი მავიწყდება პირმშო სხვა შემდეგებზე უპირატესი არის ყველაფრით და ძირითადად იმით რომ ის რიგით პირველია შობილთაგან, .. თუ რიგით პირველი არ არის მაშინ პირმშოობა აზრს კარგავს! 1 კორინთელთა 15:20 ს თავი აარიდე და ისევ ხარისხებზე მესაუბრები, აშკარად ნათლად ჩანს რომ იესო საწყისია მკვდართაგან blink.gif 2) აჰა ნელ ნელა სწორ დასკვნამდე მიდიხარ და მომეწონა რომ თქვი_იესო პირველია ვინც აღდგა უხრწნელი სხეულითო! დიახ ბატონო ამიტომაა სწორედ ის პირველი აღმდგართაგან რომ ის უხრწნელი სხეულით აღდგა smile.gif და მაინც რა არის ეს უხრწნელი სხეული? ხორცი თუ სული? აბა ვნახოთ როგორ გამხილებს პავლე 1კორინთელთა 15:44 ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული, ესეიგი თუ შენ მეუბნები რომ ქრისტე კვლავ ხორციელადაც აღდგა ადამიანური ბუნებით, მაშინ პავლე გვატყუებს??? blink.gif 49 როგორც ვატარებდიტ მიწიერის ხატებას (ადამის) ასავე უნდა ვატაროთ ზეციერის ხატება (ქრისტესი) 50 ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმრთის სასუფევლის დამკვიდრება_ ესეიგი საქმე იმაშია რომ ეს აღდგომა უნდა იყოს სულიერი სხეულით აღდგომა...2 კორინთელთა 5:16 ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, აღარც ქრისტესო! რატომ? იმიტომ რომ ვინც თანაარსია ქრისტესი 17 მუხლი ის უკვე ახალი ქმნილებაა, ანუ საქმე იმაშია რომ უნდა მოხდეს სხვაგვარი სხეულით აღდგომა და ეს არის სულიერი სხეული' რაც შეეხება რომაელთა 8:29 ს აქ რათქმაუნდა რომ სწორედ აღდგომას ეხება biggrin.gif დიახ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ იესო პირველია ვინც აღდგა მრავალ ძმას შორის და წინამორბედად შევიდა ზეციერ სამკვიდრებელში (ებრაელთა 6:20) იესო პირველია ვინც აღდგა სულიერი სხეულით და სწორედ ამიტომ ეწოდება მას პირმშო მკვდართაგან. ანუ მთელი ეს განმარტებანი ჩავატარე იმისათვის რომ პირმშო არ ეხება ქრისტეს ადამიანურ ბუნებას, რადგან როგორც დაგანახე ის სულიერი სხეულით აღდგა ! კოლასელთა 2:9 სთან დაკავშირებით კიდევ ხიშტს გიწერ biggrin.gif . მანდ საუბარი იმაზეა რომ ქრისტეში რომელიც მოვიდა ფიზიკური სხეულით და იქადაგა მიუხედავად იმისა რომ ის ადამიანი იყო მასში სრულად იყო დამკვიდრებული ღვთაებრივობის სისავსე. ანუ ის ცოდნა რაც მოდიოდა ქრისტესგან იყო სრულყოფილი და ღვთაებრივი, ამიტომ ურჩევს პავლე ძმებს რომ არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიით და ფუჭი ცდუნებით რაც ადამიანური გონებიდან მოდისო. აღარ ვილაპარაკებ იმაზე რომ მამის წყალობიტ იყო ქრისტეში ეს სავსება 1:19. მე ვერ მივხვდი რატომ შეადარე ამ მუხლით ქრისტეს ხორციელი სახე ღვთის უხილავ სახეს რომელიც არავის უნახავს იოანე 5:37. ქრისტე იესოს ბოლო ჟამის ეკლესია !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
esre ars cheshmariteba   პასუხი ანდრია კურაევს   Jan 11 2013, 09:43 PM
ikanosi   შემოვა და წაიკითხ...   Jan 11 2013, 09:50 PM
აკაკი   დრო თუ მექნა გავაკ...   Jan 11 2013, 10:02 PM
A.V.M   აკაკი მეც... მარა ჯე...   Jan 12 2013, 12:00 AM
afxazi   esre ars cheshmariteba დაამხო რ...   Jan 12 2013, 12:11 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba დაამხო რა ...   Jan 12 2013, 09:30 PM
A.V.M   afxazi ოსიპოვთან მირბ...   Jan 12 2013, 12:12 AM
afxazi   A.V.M არა მგონია ეგ დ...   Jan 12 2013, 12:15 AM
afxazi   esre ars cheshmariteba მოდი ეხლ...   Jan 12 2013, 10:05 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მოდი ეხლა ...   Jan 13 2013, 09:35 PM
აკაკი   esre ars cheshmariteba ჩვენ თავი...   Jan 12 2013, 11:05 PM
sergi_glaxa   esre ars cheshmariteba გლეხი ცუდ...   Jan 13 2013, 09:46 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba გლეხი ცუდ...   Jan 13 2013, 09:49 PM
sergi_glaxa   esre ars cheshmariteba მაშ გეპატ...   Jan 13 2013, 09:59 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მაშ გეპატ...   Jan 13 2013, 10:06 PM
sergi_glaxa   esre ars cheshmariteba კაი გეხუმ...   Jan 13 2013, 10:13 PM
აკაკი   sergi_glaxa ეგენი არიან ჩვ...   Jan 14 2013, 01:02 AM
esre ars cheshmariteba   თუ ვინმე გაბედავს ...   Jan 29 2013, 10:03 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ჩაქრი შენ....   Jan 29 2013, 10:24 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ჩაქრი შენ...   Jan 30 2013, 09:48 PM
A.V.M   კარგი...სწორი იყავი...   Jan 31 2013, 12:59 AM
esre ars cheshmariteba   კარგი...სწორი იყავი...   Jan 31 2013, 05:30 PM
Otherguy   პავლე მოციქული რო...   Feb 3 2013, 11:52 PM
esre ars cheshmariteba   ეს რა სიყვარულია? თ...   Feb 4 2013, 10:51 PM
Otherguy   esre ars cheshmariteba ებრაელთა 2...   Feb 5 2013, 08:18 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ებრაელთა ...   Feb 5 2013, 08:56 PM
Otherguy   esre ars cheshmariteba δι' ნიშნა...   Feb 5 2013, 11:36 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba δι' ნიშნა...   Feb 6 2013, 09:40 PM
Otherguy   esre ars cheshmariteba თვალსა და ...   Feb 7 2013, 01:40 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba თვალსა და...   Feb 7 2013, 05:07 PM
Otherguy   esre ars cheshmariteba ხომ ავხსე...   Feb 7 2013, 07:54 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ხომ ავხსე...   Feb 8 2013, 09:28 PM
A.V.M   ალბად აღშფოთებული...   Feb 8 2013, 09:53 PM
Otherguy   პირმშო _ არის ის ვი...   Feb 9 2013, 11:03 AM
esre ars cheshmariteba   "პირმშო ნიშნავს ...   Feb 9 2013, 06:17 PM
esre ars cheshmariteba   ვინაიდან არგუმენტ...   Feb 13 2013, 08:19 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba მერამდენე...   Feb 13 2013, 11:54 PM
afxazi   esre ars cheshmariteba :doh: :doh:   Feb 14 2013, 10:52 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :doh: :doh: ერთ ...   Feb 14 2013, 07:32 PM
afxazi   esre ars cheshmariteba შეთითხნი...   Feb 14 2013, 11:02 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba შეთითხნი...   Feb 16 2013, 11:46 AM
afxazi   esre ars cheshmariteba ეს შენებ...   Feb 16 2013, 01:57 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ეს შენებუ...   Feb 16 2013, 05:51 PM
esre ars cheshmariteba   თუ მოხდება რომელიმ...   Feb 16 2013, 07:30 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ვიცი ვინ...   Feb 16 2013, 10:20 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ვიცი ვინც ...   Feb 17 2013, 03:14 PM
A.V.M   და სრულიად ფორუმს ...   Feb 17 2013, 02:07 AM
toka@   ჰოი ნაშობნო იქედნე...   Feb 17 2013, 04:52 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ზედმეტებ...   Feb 17 2013, 08:16 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ზედმეტებ...   Feb 17 2013, 10:06 PM
afxazi   esre ars cheshmariteba შეწუხდი ...   Feb 18 2013, 10:47 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba შეწუხდი ხ...   Feb 18 2013, 09:54 PM
afxazi   esre ars cheshmariteba რა გინდა ...   Feb 18 2013, 10:01 PM
esre ars cheshmariteba   ურთიერთობა არც კი ...   Feb 18 2013, 10:10 PM
afxazi   esre ars cheshmariteba რას დახტი...   Feb 18 2013, 10:13 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba რას დახტი...   Feb 18 2013, 10:20 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ხოდა რა გ...   Feb 18 2013, 10:24 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ხოდა რა გი...   Feb 18 2013, 10:27 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ხოდა რა გი...   Feb 18 2013, 10:52 PM
afxazi   esre ars cheshmariteba არ კითხუ...   Feb 18 2013, 10:28 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba არ კითხულ...   Feb 18 2013, 10:31 PM
afxazi   esre ars cheshmariteba :D :D საკუ...   Feb 18 2013, 10:33 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D საკუთ...   Feb 18 2013, 10:36 PM
afxazi   esre ars cheshmariteba იმას რას...   Feb 18 2013, 10:37 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba იმას რასა...   Feb 18 2013, 10:39 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ? ველოდე...   Feb 18 2013, 10:42 PM
esre ars cheshmariteba   ებრაელთა 6:13 ღმერთზ...   Feb 18 2013, 11:05 PM
esre ars cheshmariteba   მზად ხარ უპასუხო ჩ...   Feb 18 2013, 11:16 PM
esre ars cheshmariteba   თუ ბატონ აფხაზს რც...   Feb 19 2013, 10:16 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba უკე ტვინს ...   Feb 20 2013, 12:43 AM
ხახაბოელი   ესრე არს ჭეშმარიტე...   Feb 20 2013, 01:24 PM
esre ars cheshmariteba   ესრე არს ჭეშმარიტ...   Feb 20 2013, 08:51 PM
afxazi   esre ars cheshmariteba არ გინდა ე...   Feb 20 2013, 04:13 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba არ გინდა ...   Feb 20 2013, 08:31 PM
A.V.M   1 ლექცია ხსნიდა დღე...   Feb 20 2013, 08:46 PM
afxazi   esre ars cheshmariteba :D :D ეს რა...   Feb 20 2013, 08:53 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D ეს რაღ...   Feb 20 2013, 09:04 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ჩაქრი შენ...   Feb 20 2013, 08:53 PM
afxazi   ეს შეურაცხყოფაა დ...   Feb 20 2013, 08:53 PM
afxazi   esre ars cheshmariteba :D :D ზემო...   Feb 20 2013, 09:09 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba :D :D ზემოთ ...   Feb 20 2013, 09:14 PM
afxazi   esre ars cheshmariteba და ნება რ...   Feb 20 2013, 09:15 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba და ნება რა...   Feb 20 2013, 09:19 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ჩემი სიტ...   Feb 20 2013, 09:23 PM
esre ars cheshmariteba   რაც შეეხება ხატება...   Feb 20 2013, 09:33 PM
afxazi   esre ars cheshmariteba კვლავ გი...   Feb 20 2013, 09:46 PM
esre ars cheshmariteba   ბატონო დავით სიტყვ...   Feb 21 2013, 12:43 PM
ხახაბოელი   afxazi მე როგორც მესმი...   Feb 21 2013, 02:55 PM
afxazi   ხახაბოელი აბსოლუ...   Feb 21 2013, 03:34 PM
ხახაბოელი   ხახაბოელი აბსოლუტ...   Feb 21 2013, 05:59 PM
afxazi   esre ars cheshmariteba მე არაფე...   Feb 21 2013, 03:46 PM
esre ars cheshmariteba   რას ამბობ კაცო რატ...   Feb 21 2013, 07:35 PM
esre ars cheshmariteba   ნურასოდეს დაამტკი...   Feb 25 2013, 09:30 PM
A.V.M   მაგ ,,ბოლო ჟამამდე...   Feb 25 2013, 10:03 PM
esre ars cheshmariteba   მაგ ,,ბოლო ჟამამდე...   Feb 27 2013, 08:22 PM
esre ars cheshmariteba   იგივე სიტუაციაა რო...   Feb 27 2013, 08:58 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba კაქი ერთი....   Feb 27 2013, 09:04 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba კაქი ერთი...   Feb 27 2013, 09:29 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ფაქტიურა...   Feb 27 2013, 09:36 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ფაქტიურა...   Feb 27 2013, 11:06 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 09:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი