მოზაიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოზაიკა |
georgios |
Aug 14 2011, 12:34 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 |
მოზაიკა, რომელსაც ღრმა ფესვები გააჩნია, გავრცელდა ქრისტიანულ ხელოვნებაში და დღემდე დაცულია ნამუშევრები, რომლებიც გამორჩეულია და აღგვაფრთოვანებს.
მოზაიკის ხელოვნების საყურადღებო ნიმუშები არის, მაგალითად სიცილიაზე. ეს არის სიცილიის ქალაქ ჩეფალუს საკათედრო ტაძარი. ამ ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავობა არის მოზაიკა. ის შესრულებულია როჟერ მეორის მიერ 1145 წელს მოწვეული ბიზანტიელი ოსტატების მიერ. არა მარტო ამ ტაძარში, ზოგადად იტალიის ხელოვნებაში ვხედავთ ბიზანტიელი ოსტატების გავლენას და ეს განსაკუთრებით ჩანს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის სიცილიაზე. ჩეფალუს ტაძარში ეს არის პალერმოში არსებული ტაძარი, მარტორანა. ეს კი ამ ტაძრის მოზაიკა ხარება მთავარანგელოზი მიქაელი მთავარანგელოზი გაბრიელი მირქმა ღვთისმშობლის მიძინება შობა -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
აკაკი |
Feb 11 2013, 05:41 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
აია სოფია როგორც მუზეუმი ისეა... დასათვალიერებლად.. არც მეჩეთი, არც ტაძარი.
ერთ ხატმწერს, რომელსაც ტაძარი უნდა მოეხატა, წინამძღვარმა სთხოვა იქნებ ღვთისმშობელი კონქის მოხატულობაზე ლურჯ ფერებში დახატოვო, როგორც კანკელის ხატებიაო.. მან უარი უთხრა და რომელიღაც მსოფლიო კრების კანონი გადმოუდო, რომ არ შეიძლება ღვთისმშობლის გამოსახვა ლურჯ ფერებშიო, არამედ შიგნით ლურჯი და გარეთ წითელიო... ასეც დახატა... და მე მიჩნდება კითხვა ახლა... შეხედეთ აია სოფიას მოზაიკებს, შევხედოთ თუნდაც გელათის კონქის მოზაიკას, განა სულ ლურჯ ფერებში არ არის? რა, მათ არ იცოდნენ? (თუ არის ასეთი კანონი ეგეც საკითხავია.. არც მგონია რომ იყოს)... თუ უფრო მეტად მორწმუნენი და ერთგულნი არ იყვნენ თავიანთი სარწმუნოებისა? არ შეიძლება ხატმწერმა ასე შეიბოჭო თავი და მოექცე ჩარჩოებში, ხატწერა არავის ბოჭავს, კანონიკა არ არის ჩარჩოები, მასში რომ იკეტებოდეს ხატმწერი. მაგრამ დღესდღეობით ეს შებოჭილობა ნამდვილად არის. და ამის გამო გარეშე ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ, აი, ხატწერა თურმე ბოჭავს ადამიანს, ხელოვანს და არ აძლევს შემოქმედებისათვის გასაქანს... მოდი დავათვალიეროთ ძველი ფრესკები, მაკედონიაში, კვიპროსზე, საბერძნეთში და რაღა თქმა უნდა საქართველოში... დღეს რომ მსგავსი განვითარებით დაიწყოს ვინმემ მუშაობა (რა თქმა უნდა, ბაზისი აუცილებელია, აქამდე რომ მიხვიდე)ალბათ თითებს გაიშვერენ და იტყვიან - აი.. აი, ეს ხიბლშია... ხიბლშია... კანონიკას არ იცავს. არაკანონიკურია! და ა.შ. ეს ყველაფერი მასწავლებლებზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ ხატწმერს ხატვას ასწავლი, ხატის დაწერას პრაქტიკულად.. ასევე უნდა ასწავლო აზროვნება ამ საკითხში.. რომ არც მასწავლებლის ხელი დაეტყოს საბოლოოდ მომავალ ხატმწერს (პირველ ეტაპებზე ეს ასეც უნდა იყოს), არამედ თავისს მიაგნოს, რაღაც შეიტანოს და ამავდროულად არ დაკარგოს ის, რაც ყველაში უნდა იყოს. მგონი სათქმელი გადმოვეცი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი